ეშმაკისეული გამოგონება სიკეთის სამსახურში

    ტელეფონი ეშმაკისეული გამოგონებაა, რომელმაც მოსპო შესაძლებლობაგარკვეულ დისტანციაზე გყავდეს ზოგიერთი არასასურველი სახე, ამ სიტყვების ავტორია ამერიკელი მწერალი ამბროზ გვინეტ ბირსი. მეცნიერულტექნიკურმა რევოლუციამ ადამიანები, ერთი მხრივ, დააშორა, მაგრამ, მეორე მხრივ, ისე მოხდა, რომ ისინი ერთმანეთს ვერსად დაემალებიან.

    საუკუნე-ნახევარზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ტელეფონი გამოიგონეს. ამბროზ გვინეტ ბირსი, როდესაც ციტირებულ სიტყვებს წარმოთქვამდა, ჯერ კიდევ განუვითარებელ და სადენებიან  ტელეფონს გულისხმობდა, რომელსაც, ასე თუ ისე, დაემალებოდი, მაგრამ დღეს ტელეფონი ისე შორს წავიდა, რომ იგი, ჯიბეში კი არა, სულსა და სხეულში შეუძვრა ადამიანს. ახლა ტელეფონი ნივთი კი არ არის, რომელსაც, თუ გსურს, ატარებ, თუ არ გსურს, უარს იტყვის მასზე, არა. ტელეფონი უკვე ის ორგანული ნაწილია ადამიანისა, რომელსაც ისევე ვერ მოიცილებ, როგორც ფილტვებს, ღვიძლს  ან გულს. ბოდიშს ვიხდი ამ ლირიკული წიაღსვლისთვის, თუმცა ესეც უნდა ითქვას: იქნებ არც პუტინი იწვის ტრამპთან საუბრის სურვილით და არც ტრამპია ამას მოწყურებული, მაგრამ გარკვეული გარემოებები აიძულებთ მათ,  ერთმანეთს დაელაპარაკონ. პუტინის შემთხვევაში ეს გარემოება თუ მსოფლიოს წინაშე დაკისრებული მაღალი პასუხისმგებლობაა, ტრამპის შემთხვევაში  უფრო ის არის, რომ უკრაინის ომში დასავლეთმა რუსეთთან საშინელი მარცხი განიცადა, ომელი ახლა ტრამპმა რაღაცით უნდა შეალამაზოს და ამ შელამაზებიდან სარგებელიც მიიღოს, მიუხედავად იმისა, სიამოვნებს თუ არა მას ეს პროცესი. გამარჯვებულს სხვა მოტივი ამოძრავებს, დამარცხებულს – სხვა, მაგრამ დიალოგი ორივე მხარის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. მათ შორის საუბარი უნდა გამართულიყო და გაიმართა კიდეც 19 მაისს, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა…

    სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: საუბარი შედგა, ის ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჩემი აზრით, დიალოგი ძალიან შინაარსიანი, გულწრფელი და, მთლიანობაში, სასარგებლო გამოდგა. პირველ რიგში, მე მადლობა გადავუხადე შეერთებული შტატების პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების დადების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაში, რომელიც, როგორც ცნობილია, უკრაინულმა მხარემ ჯერ კიდევ 2022 წელს შეწყვიტა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოხატა პოზიცია საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. რუსეთი მზადაა, იმუშაოს უკრაინულ მხარესთან შესაძლო სამომავლო სამშვიდობო მემორანდუმზე. რუსეთი მხარს უჭერს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ საჭიროა მშვიდობისკენ სვლის ყველაზე ეფექტიანი გზების შემუშავება. რუსეთმა და უკრაინამ უნდა იპოვონ კომპრომისები, რომლებიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება”.

    რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო დიალოგზე  ტრამპის კომენტარი ასეთი იყო: ახლახან დავასრულე ჩემი ორსაათიანი სატელეფონო ზარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ვფიქრობ, ის ძალიან კარგად წარიმართა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ომის დასრულების მისაღწევად. ეს საკითხი ორ მხარეს შორის შეთანხმდება, სხვაგვარად შეუძლებელიცაა, ვინაიდან მათ იციან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ის დეტალები, რომლებიც სხვას ვერავის ეცოდინება“.

    აშშ-ის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრის ტონსა და სულისკვეთებას ბრწყინვალე უწოდა. ასე რომ არ ყოფილიყო, ამის შესახებ ახლავე ვამჯობინებდი თქმას“, – განაცხადა მან. დონალდ ტრამპმა თქვა ისიც, რომრუსეთს სურს ფართომასშტაბიანი ვაჭრობა აშშთან, რაზეც თანხმობას ვაცხადებ, როცა ეს სისხლის მდინარე დასრულდება. რუსეთისთვის არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობა, მასობრივად შექმნას სამუშაო ადგილები და კეთილდღეობა. მისი პოტენციალი შეუზღუდავია. ისევე, როგორც უკრაინას შეუძლია ვაჭრობისგან დიდი სარგებლის მიღება ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“. ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან საუბრის დასრულებისთანავე ინფორმაცია მიაწოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბს.

    Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელეფონო საუბრის დაწყებამდე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა რეპორტიორებთან საუბრისას თქვა: „მოლაპარაკებები ჩიხში არის შესული. მოსკოვი პროცესში ჩართვას თუ არ ისურვებს, აშშ იძულებული გახდება,  პროცესში შუამავლობა შეწყვიტოს. გულწრფელად ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ იცის, როგორ გამოვიდეს ომიდან”.

    Reuters-ის ინფორმაციით, ვენსი აცხადებს: შევეცდებით, ეს ომი დავასრულოთ, მაგრამ,  თუ ვერ დავასრულებთ, ჩვენი სათქმელი ის იქნება, რომ ეს ცდად ღირდა. ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო. ვიცი, რომ პრეზიდენტი ტრამპი მზად არის ამისთვის, მაგრამ,  თუ არაფერი გამოვა, ვიტყვით: ეს არ არის ჩვენი ომი!”

    ვიცეპრეზიდენტ ვენსის ეს პოზიცია მრავალ საფიქრალს აღძრავს. ერთი უმნიშვნელოვანესი დასკვნა, რომლისკენაც ეს ნათქვამი გვიბიძგებს, არის ის, რომ აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს, წაუგებელი პარტია ითამაშოს. რას ნიშნავს სიტყვები „ეს ჩვენი ომი არ არის”? ტრამპის ადმინისტრაცია ემიჯნება ომის პროვოცირებას იმ მოტივით, რომ ეს ბაიდენის დროს მოხდა. ამ ლოგიკის მიხედვით, ის, რაც ბაიდენის ბრალი და დანაშაულია, ტრამპის ბრალი და დანაშაული ვერ იქნება. ამავე ლოგიკის ორგანული შემადგენელი ნაწილია ტრამპის ის პოზიციაც, რომელსაც იგი მუდმივად იმეორებს: „პრეზიდენტი მე რომ ვყოფილიყავი, ომი არ იქნებოდა”. ამ ნათქვამით ტრამპი ხელს ბაიდენისკენ იშვერს და ომის დაწყებაში მას ადანაშაულებს. მეორე მხრივ, ტრამპი აქტიურობს ომის შეჩერების მიმართულებით, რითაც არამხოლოდ საკუთარი თავი, არამედ აშშ-იც მშვიდობის მტრედად გამოჰყავს. მთელ ამ ამბავში არის ერთი პატარა ეშმაკობა, რომლის უყურადღებოდ დატოვება სწორი არ იქნება. ტრამპი მას და ბაიდენს შორის მტკიცე ზღვარის გავლებით  საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოს უკრაინის კრიზისის შექმნაში აშშ, როგორც სახელმწიფო, არაფერ შუაშია. იგი ცდილობს, მოხერხებულად აუაროს გვერდი იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება (არა აქვს მნიშვნელობა, რა სახელისა და გვარის მქონეა იგი ან რომელი პარტიის წარმომადგენელი) არის სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომლის გამოც პასუხისმგებლობა ერთნაირად ეკისრება ქვეყანასაც და ხალხსაც, რადგან სწორედ ხალხი ირჩევს პირველ პირს, რომლის ყოველი გადაწყვეტილება სახელმწიფოს სახელით მიიღება.

    ტრამპი, თავის იმ ჩანაფიქრშიდანაშაულზე პასუხისმგებლობა აარიდოს სახელმწიფოს და ყველაფერი პიროვნებას (ამ შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტ ბაიდენს) დააბრალოს, იყენებს პუტინის პოზიციასაც, რომელმაც მადლობა გადაუხადა მას უკრაინის კრიზისის დაძლევის საქმეში აქტიურობის გამო. პუტინის ეს მიდგომა სწორია, ვინაიდან იგი მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიო კრიზისის დაძლევისკენ და, რაც მთავარია, აშშ-თან ხელსაყრელი ურთიერთობის ჩამოყალიბებისკენ. ტრამპი და მისი ადმინისტრაცია პუტინის თავისთავად სწორ ამ პოზიციას იმისთვის იყენებენ, რომ აშშის დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელმაც მსოფლიო ასე საბედისწეროდ მიაახლოვა ბირთვულ კატასტროფასთან, ერთ პიროვნებას დაბრალდეს. აშშ-ის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს იქნებ სწორი პოზიციაც არის, მაგრამ შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ეს ვითომ სწორი პოზიცია მიზნად არამხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიოს მოტყუებას ისახავს. პრეზიდენტი ტრამპი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბოლომდე მართალი, როდესაც უკრაინის კრიზისის შექმნაში, მხოლოდ ბაიდენსა და ,,დიფ სთეითს’’ კი არა, მთლიანად შშ-ის პოლიტიკას დაადანაშაულებს და გამოაცხადებს, რომ ეს ქვეყანა ამიერიდან ხელს იღებს მსოფლიო ჰეგემონიზმის დამანგრეველი კურსისგან და დედამიწაზე არსებულ ყველა სახელმწიფოსთან პარტნიორობის პრინციპზე აგებულ თანამშრომლობაზე გადადის. ეს მიდგომა სწორიც იქნება და მსოფლიოსთვის სასარგებლოც, მაგრამ ასე, ალბათ, არ მოხდება. ალბათ კი არა, ნამდვილად არ მოხდება იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მთელი სამხედრო და სამრეწველო პოტენციალი მსოფლიო ჰეგემონიზმის პოლიტიკაზეა ჩამოკიდებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აშშ სხვაგვარად არსებობა არ შეუძლია, ამიტომ რჩება ერთადერთი გზარუსეთის მიერ დასავლური ძალმომრეობისა და უზნეობის დამარცხების გზა, ომელი თანდათან უფრო და უფრო რეალური ჩანს. დანარჩენი ყველაფერი ლირიკაა, რომელიც პოეზიაში დიდებულია, მაგრამ პოლიტიკაში ფუჭი ლაყბობა და დროის უნაყოფო ფლანგვაა.

    ამერიკული პოლიტიკის სრული უზნეობა ჩანს აშშის სახელმწიფო მდივნისა და კონგრესმენ ჯო უილსონის ამას წინათ გამართულ კითხვაპასუხში, რომელიც საქართველოს ეხებოდა.

    კონგრესმენი უილსონი: თქვენი ხელმძღვანელობით სახელმწიფო დეპარტამენტში რა გაკეთდება ისეთი, რაც აშშ, ქართველი ხალხის სახელით, ანტიამერიკულიქართული ოცნებისთვისრეალური ფასის დაწესებაში (იგულისხმება ცუდი საქციელის გამო პასუხის მოთხოვნა..) დაეხმარება?”

    სახელმწიფო მდივანი მარკ რუბიო: შეერთებული შტატების მიზანი ჩვენი ეროვნული ინტერესებია. ასე რომ, ამას შევხედავთ და საკუთარ თავს ვკითხავთ, ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს (იგულისხმება საქართველო..) ანტიამერიკული მთავრობა მართავდეს? და თუ არა, შესაბამის ქმედებებს განვახორციელებთ, რათა საქართველოს მთავრობას ფასის გადახდა მოუწიოს”.

    როგორც ჩანს, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილის პასუხიც ეს არის. ეს პასუხი კი ასე უნდა გავიგოთ: დასავლეთი (ევროპა და ამერიკა) აქ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს, ომელსაც რუსეთისთვის საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნა უნდა მოჰყვეს. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია სიტყვით ომის შესაჩერებლად თუიღწის”, საქმით მეორე ფრონტს ამზადებს.

    მეორე ფრონტის გახსნას, ალბათ, მესამე ფრონტიც მოჰყვება. მხედველობაში მაქვს ბოლო წუთს გავრცელებული ინფორმაცია: აშშის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოიწონა პოლონეთისთვის 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საშუალო სიშორის რაკეტებისჰაერიჰაერი AIM-120D” მიყიდვა”. ინფორმაციას ავრცელებს “Европейская правда”.

    არა მგონია, ვინმესთვის ძნელი მისახვედრი იყოს, რატომ და ვის წინააღმდეგ აიარაღებენ ამერიკელები პოლონეთს, ისევე, როგორც ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რატომ ამზადებენ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ასე ჯიუტად და თავხედურად.  ამ შეკითხვებზე ერთადერთი პასუხი არსებობს: სადაც უნდა მოქმედებდნენ ამერიკელები, ისინი ყველგან რუსეთს ებრძვიან!

    რაც შეეხება სატელეფონო საუბრებს, იგი ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების გარანტიას ვერ მოგვცემს, მაგრამ ბოროტების საბოლოო დაძლევის საქმეში, როგორც ამ მიზნის მისაღწევად გასატარებელი კომპლექსური გეგმის შემადგენელი კონკრეტული დიპლომატიური ნაწილი, გარკვეულ წვლილს შეიტანს. ახლა ის ვითარებაა შექმნილი, რომ თითქმის ყველაფერი საღი აზრის გამარჯვების სამსახურში დგას, მათ შორის ტელეფონიც, რომელსაც ამერიკელმა მწერალმა ჯერ კიდევ როდის უწოდა ეშმაკისეული გამოგონება. ეს სიტუაცია თავისთავად არ შექმნილა. იგი შედეგია რუსეთის უდიდესი ძალისხმევისა, რომელმაც, როგორც ყოველთვის, ბოროტების სამსახურში მდგარი დასავლეთი თავის ნატოსთან ერთად უკრაინაში ისე დააჩოქა, როგორც სტალინმა და საბჭოთა ხალხმა დააჩოქეს ოთხმოცი წლის წინათ ბალორუსიაში, უკრაინასა და კავკასიაში შემოჭრილი და მოსკოვამდე მოსული ყავისფერი ჭირი.

    ვალერი კვარაცხელია

                                                             

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here