Home სხვადასხვა დაიჯესტი “ეს, უბრალოდ, ბოდვაა!”

“ეს, უბრალოდ, ბოდვაა!”

ვლადიმერ პუტინმა დასავლელი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

162
ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას რუსი და უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ნატოს გენერალური მდივნის ნათქვამსაც გამოეხმაურა კომპანია Ryanairi-ის თვითმფრინავის მინსკის აეროპორტში იძულებით დაშვებაზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებზე

“ჩვენ არანაირი უთანხმოება არ გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეს ამერიკელებს სურთ, შეაჩერონ ჩვენი განვითარება, ამაზე საჯაროდ ლაპარაკობენ; მათ სურთ, გავლენა იქონიონ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე ჩვენს ქვეყანაში იმ ძალებზე დაყრდნობით, რომლებსაც “თავისიანად” მიიჩნევენ”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. ე.ი., მტრობის არანაირი საფუძველი არ არსებობს, უფრო მეტიც, რუსეთს მტრობა არ სურს, მაგრამ ამერიკის ზესახელმწიფო შეუპოვრად ცდილობს რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევას და სწორედ აქ გადის წითელი ხაზი, რადგან ამას რუსეთი არ დაუშვებს. წავიდა ის დრო, როდესაც რუსეთს ასწავლიდნენ, როგორ ეცხოვრა.

დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან საუბრისას პუტინმა განაჩენი გამოუტანა აშშ-ს: თავდაჯერებული მანერით, მტკიცე ნაბიჯით მიდიან საბჭოთა კავშირის გზაზე, ანუ დაღუპვისკენ. და ეს იმიტომ, რომ პატივს არ სცემენ რუსეთს”.

თუ აზიის ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელები ვლადიმერ პუტინს მიმართავდნენ, როგორც ზესახელმწიფოს ლიდერს, რომელზეც დამოკიდებულია ბევრი პრობლემის მოგვარება რეგიონში, “დასავლელი პარტნიორები” რუსეთის პრეზიდენტთან მივიდნენ იმ განზრახვით, რომ გამოეთქვათ ბრალდებები რუსეთის მიმართ: დემოკრატია არასაკმარისია, უცხოელ აგენტებს ჩაგრავენ, დამოუკიდებელ მედიას მუშაობის საშუალებას არ აძლევენ და, მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთი ბელარუსს უჭერს მხარს.

უცხოელი აგენტები ჩვენ არ მოგვიგონებია”

რა თქმა უნდა, დასავლელ ჟურნალისტებს იმედი ჰქონდათ, რომ თავიანთი აუდიტორიისა და სპონსორების თვალში გამოჩნდებოდნენ ძალიან “გაბედულად” და “დამოუკიდებლად”, მაგრამ ვლადიმერ პუტინის შეცბუნება არ გამოუვიდათ. პირიქით _ რუსეთის პრეზიდენტმა მშვიდად, მტკიცედ და აფორიზმებით ჩამოაყალიბა რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრინციპები და, ამასთანავე, განაჩენი გამოუტანა აშშ-ს.

არსობრივად, დასავლურ მასმედიასთან საუბარი იყო მხოლოდ ერთ თემაზე: ორმაგ სტანდარტებზე. იმაზე, რომ რუსეთს ადანაშაულებენ, სახელდობრ, იმაში, რასაც დასავლეთი აკეთებს თავისი მოქალაქეების მიმართ თავის ტერიტორიაზე. ავიღოთ თუნდაც დამოკიდებულება არასისტემური ოპოზიციის მიმართ.

“ამბობთ, რომ რუსეთში ოპოზიციას სახელმწიფო ავიწროებს, მაგრამ საპროტესტო აქციის მონაწილეები აშშ-ში კონგრესის შენობაში შეიჭრნენ და ახლა მათ ადანაშაულებენ შეთქმულებაში ხელისუფლების მიტაცების მიზნით, მათ 15-წლიანი ან სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ, თუმცა ოპოზიციის უფლებების შებღალვაში მხოლოდ რუსეთს ადანაშაულებენ”.

აი ავსტრიელი ჟურნალისტი უკმაყოფილოა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს, საქციელით. ავსტრიელ ჟურნალისტს პუტინმა ჰკითხა, თუ რას ფიქრობს ვენის აეროპორტში ბოლივიის პრეზიდენტის, ივო მორალესის, თვითმფრინავის იძულებით დაფრენის შესახებ. “დამოკიდებული ქვეყნის პრეზიდენტის თვითმფრინავის”, _ ხაზი გაუსვა ვლადიმერ პუტინმა, რომლისთვისაც, როგორც თვითონ აღნიშნა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი უზენაესი ფასეულობაა პოლიტიკაში.

“ან ავიღოთ, მაგალითად, მედიასაშუალებებისა და ორგანიზაციების რეგისტრაცია _ “უცხოური აგენტების”. ეს რა, ჩვენ მოვიგონეთ?” _ დასვა კითხვა პუტინმა.

არა, ჩვენ მხოლოდ გადმოვიღეთ დასავლური გამოცდილება, თანაც მხოლოდ ერთი მიზნით _ რაც შეიძლება ნაკლებად ჩაერიონ ჩვენს საქმეებში. ჩვენ განსაკუთრებული არაფერი გვინდა _ მხოლოდ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევის მინიმიზება. დასავლეთი კი, თავის მხრივ, მხოლოდ იმას აკეთებს, რომ ცდილობს, ჩვენს საქმეებში ჩაერიოს”.

წითელი ხაზი და იმპერიის ბედი

სუვერენიტეტი, დამოუკიდებლბა _ ეს ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთის უფლებას რუსეთი არც საკუთარ თავს აძლევს და არც სხვას მისცემს _ და, სახელდობრ, ეს არის გაუგებარი ამერიკისა და ევროპის პოლიტიკოსებისა და იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მათ ემსახურებიან.

ამ ჟურნალისტების ამოცანა რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგისას იყო მისი “ანკესზე წამოგება, მისთვის წონასწორობის დაკარგვინება”, ამოცანა შეუსრულებელია, ამაოდ ცდილობდნენ. ამიტომ, მაგალითად, ბრიტანული საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელმა მოიყვანა ბრიტანეთის დაზვერვის ახლახან დანიშნული შეფის ციტატა: “რუსეთი _ ეს არის მაგალითი ზესახელმწიფოსი, რომელიც ჭკნება”. და მიიღო პასუხი: “თუ რუსეთი დამჭკნარი სახელმწიფოა, მაშინ ამას რატომღა განიცდით? მშვიდად მოიქეცით და არ ჩაერიოთ ჩვენს საქმეებში”.

მაგრამ რუსეთის გავლენა ისეთია, რომ მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული მსოფლიოში, ახლა მსოფლიო შვეიცარიაში ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრას ელოდება.

“ამ შეხვედრის შემდეგ უნდა ველოდოთ თუ არა გარღვევას ორი ქვეყნის ურთიერთობაში?” _ ჰკითხეს რუსეთის პრეზიდენტს და მიიღეს სკეპტიკური პასუხი: გარღვევას არ უნდა ელოდოთ!”

ჩვენ მართლაც გვაქვს საერთო ინტერესები, _ აღნიშნა პუტინმა, _ ბაიდენი გამოცდილი პოლიტიკოსია, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის მთავარი საკითხი: როგორ უნდა აიგოს ურთიერთობა რუსეთსა და აშშ-შორის. საჭიროა ერთმანეთს პატივისცემით მოვეკიდოთ და ერთმანეთის ინტერესები გავითვალისწინოთ”, მაგრამ ეს პრინციპი დაცული არ არის.

“ჩვენ არ მიგვიყვანია ურთიერთობა ამ მდგომარეობამდე. ჩვენ ვაწესებთ სანქციებს, თანაც უმიზეზოდ, უბრალოდ, იმისთვის, რომ რუსეთი არსებობს?”

სწორედ ამ მომენტში ASSOCIATED PRESS-ის წარმომადგენლის კითხვის პასუხად პუტინმა თქვა:

რუსეთი არის, იყო და იქნება, ამას უნდა შეეგუოთ!” და რა მოხდება, თუკი დასავლეთი არ შეეგუება? აქ გაისმა რუსეთის პრეზიდენტის მეორე უმნიშვნელოვანესი აზრი: “რა არის იმპერიების პრობლემა? ეჩვენებათ, ისეთი ძლევამოსილები არიან, რომ შეუძლიათ, თავს უფლება მისცენ, დაუშვან პატარ-პატარა შეცდომები და ცოდვები _ ამით მოვისყიდით, მათ შევაშინებთ, სხვებს მოველაპარაკებით”… რა თქმა უნდა, ლაპარაკია აშშ-ზე, მის თავდაჯერებულ და თავხედურ საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც ოკეანისგაღმელ ზესახელმწიფოს დაღუპვისკენ მიაქანებს. “თავდაჯერებული მანერით, მტკიცე ნაბიჯით მიდიან საბჭოთა კავშირის გზაზე”; “იმიტომ, რომ პრობლემებს არად აგდებენ, მტრები კი მრავლდებიან. რუსეთს, _ თქვა პუტინმა, _ არ სურს, ვინმეს მტერი იყოს. მას მხოლოდ ურთიერთპატივისცემა და თანამშრომლობა სურს და იმის გაცნობიერება, რომ მის საშინაო საქმეებში ჩარევა ყველასთვის ცუდად დამთავრდება”.

თოხლოდ მოხარშული ჩექმები”

ეს, უბრალოდ, ბოდვაა, “თოხლოდ მოხარშული ჩექმები” (რუსული გამოთქმაა უაზრობაზე, სისულელეზე” _ ნ.კ.) _ ასეთი იყო პასუხი გავრცელებულ ცნობაზე, რომ რუსეთი ვაქცინას იყენებს, როგორც გეოპოლიტიკურ იარაღს. “ეს ბოდვაა, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, _ რუსეთი ვაქცინის შემქმნელი ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელიც ასეთ რაღაცას ნამდვილად არ აკეთებს. ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც წარმოების ტექნოლოგიებს უზიარებს სხვებს (პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას საზეიმოდ გაიხსნა “სპუტნიკ V”-ით ონლაინწარმოება არგენტინასა და სერბეთში). ჩვენი “დასავლელი პარტნიორები კი ეშმაკობენ: ცდილობენ, მანამდე გააჭიანურონ რუსული ვაქცინის რეგისტრაცია ევროპაში, სანამ თვითონ არ გააჯერებენ ბაზარს. ჩვენ არ ვზარალობთ ამით, “სპუტნიკ V” უკვე შეისყიდა 66-მა ქვეყანამ, მაგრამ ეს მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ არის მოწყობილი დასავლეთის ეს ორმაგი სტანდარტები”, _ განაცხადა პუტინმა.

იაპონური გამოცემა “კიოდო ცუსინ”-ის ჟურნალისტის კითხვაზე “ჩრდილოეთის ტერიტორიების” შესახებ, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და იაპონია დაინტერესებულები არიან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებით, მაგრამ რუსეთი არასოდეს დათანხმდება კურილიის 4-ვე კუნძულის გადაცემას იაპონიისთვის”.

პუტინი, აგრეთვე, გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, განცხადებას, რომ Rynair-ის თვითმფრინავის მინსკის აეროპორტშო იძულებით დაფრენაში რუსული სპეცსამსახურების ხელი ურევია. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მსგავსი დასკვნები მოწმობს, რომ “ადამიანები, უბრალოდ, ვერ ხვდებიან, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს”.

“ეს ხომ სრულიად სხვაგვარად ხდება… აქ საერთაშორისო კოოპერაცია გამორიცხულია”, _ განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ამ ინციდენტში არ მონაწილეობდნენ.

Tsargrad.tv-სა და ria.ru-ზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here