“ხელისუფლების სათავეში ჯო ბაიდენის მოსვლის შემდეგ აშშ–ის ჯარები ავღანეთში ტოვებენ მილიარდობით დოლარის იარაღსა და აღჭურვილობას, რომლებიც რადიკალური მოძრაობა “თალიბანის” ხელში ხვდება”, _ განაცხადა აშშ–ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დალასში (ტეხასის შტატი) კონსერვატიული წრეებისთვის გამართულ კონფერენციაზე.
“ის (ბაიდენი) მილიარდობით დოლარის აღჭურვილობას ტოვებს. მე ველაპარაკე გენერლებს, რომ მინდა დავიბრუნოთ თითოეული ლურსმანი, ყველა ტანკი. ამის ნაცვლად, ახლა “თალიბანი” აღლუმებს ატარებს ჩვენი იარაღით, რომლებიც მათ ბაიდენმა დაუტოვა. ეს სირცხვილია”, _ აღნიშნა ტრამპმა.
ივლისის დასაწყისში პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს კონტინგენტებმა დატოვეს ბაზა “ბაგრამი”. ზოგიერთი ამერიკული მედიასაშუალება წერდა, რომ ამის შესახებ ავღანეთის ხელისუფლება არ გაუფრთხილებიათ. ეს დაადასტურა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე. სამთავრობო ძალებსა და თალიბებს შორის შეტაკებები განახლდა 14 აპრილს ბაიდენის განცხადების შემდეგ, რომ აშშ-მა დაასრულა სამხედრო ოპერაცია ავღანეთში.
vesti.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა