Home სხვადასხვა დაიჯესტი ესპანელი ფეხბურთელები 38 წლით ჩასვეს ციხეში გოგონას გაუპატიურების ბრალდებით

ესპანელი ფეხბურთელები 38 წლით ჩასვეს ციხეში გოგონას გაუპატიურების ბრალდებით

1623
ესპანელი ფეხბურთელები 38 წლით ჩასვეს ციხეში გოგონას გაუპატიურების ბრალდებით

ასე დაისაჯნენ ესპანელი ფეხბურთელები: კარლოს კუადრადო, ვიქტორ როდრიგესი და რაულ კალვო, რომლებმაც ორი წლის წინათ გააუპატიურეს 15 წლის გოგონა.

გამოძიებით დადასტურებულია, რომ კლუბ “არანდინას” სამმა მოთამაშემ დაიქირავა ოთახი, შეიტყუა იქ არასრულწლოვანი გოგონა და კოლექტიურად გააუპატიურა. ბრალდებულები ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. ისინი ცდილობდნენ, თემიდას მსახურები დაერწმუნებინათ, რომ მსხვერპლისთვის თითიც არ დაუკარებიათ, თუმცა აღიარეს, რომ იმ დღეს იმ ოთახში მართლაც იმ გოგონასთან ერთად იყვნენ. ყოველი შემთხვევისთვის სპორტსმენებმა ასევე განაცხადეს, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რამდენი წლის იყო მათი სტუმარი.

მოსამართლემ მათი არგუმენტები დამაჯერებლად არ მიიჩნია და სამივეს შეუფარდა ციხე 38 წლით.

ახლახან ციხიდან გამოვიდა დიდი ბრიტანეთის ნაკრების ფეხბურთელი ადამ ჯონსონი, რომელიც შარშან ჩასვეს 15 წლის გოგონასთან სექსუალური ურთიერთობის ბრალდებით. მაშინ სპორტსმენმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ მან კი არ გააუპატიურა, არამედ შეაცდინა არასრულწლოვანი. მას 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ სანიმუშო ქცევისთვის ეს ვადა გაუნახევრეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here