საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე, პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მუქარას ”ვპირდები ქართველებს პანკისი საქართველოსი აღარ იქნება” ეხმაურება და ქისტ ჯარისკაცებს სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მიმართავს.
“საქართველო და მსოფლიო” მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“სალამ ალ ეიქუმ ჩემო მუსულიმო ძმებო (ვესაუბრები ჩემს ყოფილ ჯარისკაცებს) უამრავი თქვენგანი დღემდე მეხმიანება, მე ამაყი ვარ იმით, რომ თქვენთან ერთ ჭერ ქვეშ ყაზარმაში ცხოვრების ბედნიერება მქონდა.
თქვენ ღირსეული ხალხი ხართ და უყურებდით განსხვავებას ჩემსა და იმ ნაძირლებს შორის, რომლებსაც ფორმა ფულის გამო ეცვათ. მე ყოველთვის ვიდექი თქვენი ღირსების, სარწმუნოების, და პატივის დაცვის სადარაჯოზე. დამყავდით მეჩეთში სადაც თქვენთან ერთად ფეხშიშველი შევდიოდი და ყურანს უსმენდი, ამიტომაც ვიმსახურებდი თქვენგან ნდობას და დიდ სიყვარულს რასაც დღემდე ვგრძნობ.
ჯანავარ (მგელი) ეს თქვენ შემარქვით.
არასასურველ ნაძირალებს კი ილან (შხამიან გველებს) ეძახდით.
იმ სიყვარულის გამო რაც ჩვენ გულებში დავნერგეთ ჩემო გამოზრდილო უმცროსო ძმებო მე უფლება მაქვს თქვენ დღეს საჯაროდ მოგმართოთ ჩათვალეთ ისე როგორც მწყობრის წინ.
ვწუხვარ და ვიზიარებ თქვენს ტკივილს თამირლანის გარდაცვალების გამო ვერავინ ვერ გამოვა და მის მამას ვერ ანუგეშებს რადგან მისი გული სავსეა სევდით და შურისძიების გრძნობით.
ჩემ ღმერთს ვფიცავ არ მინდოდა ამაზე საუბარი და ჩუმად ვიყავი მანამ, სანამ ეს პირადი ტრაგედია ჩემ სამშობლოს არ შეეხო. არც მთავრობის წევრი ვარ, არც საჯარო მოხელე და არც თმენის და დუმილის ვალდებულება მაქვს. წარმოშვებით სვანი ვარ და არც ქისტებზე ნაკლები პრინციპული და იდეისთვის თავგამწირველი სისხლისამღები ვარ.
ამიტომ ვსაუბრობ პირდაპირ მაჩალიკაშვილის მამის განცხადება რომ ,,ვპირდები ქართველებს პანკისი საქართველოსი აღარ იქნება” გულსატკენი და დამამცირებელი იყო, ყველაფერი გააკეთა ნაცებმა და რუსთავი ორმა ასევე სხვა ე.წ. ტელევიზიებმა, რომ მისგან ეს სიტყვები მოესმინათ. სახეზეა ფსევდო ჟურნალისტიკის და ურაპატრიოტიზმის შედეგი. მაჩალიკაშილის მამას რომ ეთქვა ,,ჩემი ტრაგედიის გამო კონკრეტულ პირებს სიცოცხლით ვაზღვევინებო” ხმასაც არ გავიღებდი უთანაგრძნობდი კიდეც ამ ვენდეტას, მაგრამ ერთი შვილი კი არა ათი რომ მოუკლან და თანაც ათივე უსამართლოდ, ქართულ მიწაზე ასეთ საუბარს ვერავის ვერ გაუგებ და არც ვაპატიებ.
ქართული მიწის მტერს ვინც შეგნებულად იზიარებს ამ გამწარებული კაცის გააზრებულ თუ გაუაზრებელ ისტერიას მინდა გაუკეთო გზავნილი ,,თქვენს მხრებზე თავები არ იქნება თუ ქართულ მიწას და ქართველ ხალხს დაემუქრებით”
თქვენ ჩვენს მიწაზე სტუმრად მიგიღეთ და პატივი ეცით ამ ღირსეულ ჟესტს. კაცი დედაკაცისგან იმით უნდა გაირჩეს, რომ უბედურებამ ისე არ დააბრმაოს უღირსი რამ აკადრებიოს თუმცა უღირსობა არც დედაკაცს ეპატიება და კაცს კი ორმაგად არ შეშვენის.
უმადურობა ჩვენი რელიგიების მიხედვით დამღუპველი ცოდვაა, უძღებობა და მოღორება კი დასჯადია უფლის მიერ.
არ ვინტერესდები დამნაშავე იყო თუარა თემირლანი მე ის სასიკვდილოდ შემეცოდა ისე, როგორც 2008 ომის მონაწილე თარხან ბათირაიშვილი.
სახელმწიფოს და ხელისუფლებას მისი საქმე აქვს რაც უნდა ის ქნას. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან ქართველი და ქისტი ერი კი მუდამ უნდა იყოს. წინა ხელისუფლებამ ოჯახში ამოწყვიტა აფრასიძეების ოჯახი, ვერტმფრენიდან რაკეტებით დაბომბეს მთელი სოფელი და უდანაშაულო ხალხი ჩაჟლიტეს, მაგრამ არცერთ ჭირისუფალ სვანს არ გაუვლია გულში სვანეთი საქართველოს ტერიტორია აღარ იქნებაო. ტერორისტებად არ იბადებიან ტერორისტებად ხდებიან და ამ პროცესში სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შემუშავება აუცილებელია.
პანკისი არაფრით გამორჩეული რეგიონი არაა და ნურავინ ცდილობს მაქაობას განსხვავებული იარლიყი მიაწეპოს. დღეს საქართველოს უჭირს და პანკისიც ისე ცხოვრობს როგორც: რაჭა, გურია, სვანეთი და სხვა რაიონები. პრივილეგიის მოთხოვნის უფლება არავის არ აქვს თუ რომელიმე ჩვენს სტუმარს არ მოსწონს საქართველო ადგეს და წაბრძანდეს, აგერაა გარუსებული ჩეჩნეთი, აგერ თურქეთი, აგერ სირია და არაბეთი გზა ხსნილია და არჩევანშიც არავინ არავის არ ზღუდავს.
ჩემო მუსლიმო ძმებო გახსოვთ ნაცებმა როგორ მოგიწყოთ ლაფანყური? რატო მათ ვერ უბედავდით ასეთ სეპარატისტულ ყროყინს? მე არ ვიცი ეს ხელისუფლება რატომ მალავს ამ უბედურების დეტალებს მაგრამ თქვენ ხომ იცით ე.წ. ადგილობრივი ბანდა, რომელიც ნაცების მიერ იყო გადაბირებული და წახალისებული. როცა პოლიტიკური აჟიოტაჟი მოუნდათ მათი გვამებიც კი გამოიყენეს. ასეა ჯგუფების ინტერესზე არ უნდა დავიყვანოთ ჩვენი ერის ინტერესები.
თარხან ბათირაიშვილიც ნაცებმა გაწირეს, მსოფლიო ნადირობდა თარხანზე და ისე მოკვდა რომ ქართველი ერის და საქართველოს წინააღმდეგ არაფერი ამოუთქვამს, პირიქით, ის სულ საქართველოს მტრებს ემუქრებოდა არც მისი მამა გამომდგარა და დაუგმია ქართველი ერი.
არავინ ამბობს, რომ ბათირაიშვილის ტერორიზმი მოსაწონი იყო მაგრამ მას არასოდეს გაუქნევია ხელი იმ მიწისკენ და იმ ხალხისთვის, სადაც გაიზარდა მეტადრე აქაური ხელისუფლების მიერ იყო გაუბედურებული და სწორედ მათ გამო გახდა იძულებული შეერთებოდა სამყაროში დაგმობილ ცოცხალ სიკვდილს.
ჩემო მუსლიმო ძმებო ჩვენ გვაერთიანებს კავკასიური ერთობის იდეა, ტრადიციები ერთი რასის შვილები ვართ. გაიხსენეთ ჯოხარ დუდაევის და ზვიად გამსახურდიად ძმობა. ჯოხარის შეთვლილი სიტყვები როდესაც ზვიადს სომხეთში უმუხთლეს.
და ჩეჩნეთში ჩასული ზვიადის მიერ ნათქვამი ჯოხარის სიტყვა ,,ჩემი უფროსი ძმა და მასწავლებელი”
აი ასეთი ძმობა და გაგება არის ფასეული ჩემი საუბარი ლირიკა არაა ეს ისტორიაა, რაზეც დგას ჩვენი ურთიერთობა.
თამირლანის საქმეში ისე როგორც ბათირაშვილის, ჩატაევის და ლაფანყურის საქმეში ნაცების ბინძური პოლიტიკური ხელი ურევია . ამ ხელისუფლებას უნდა ეყოს გამბედაობა ამ კუთხით დაანახოს ხალხს სიმართლე. ეს ხელისუფლება ვალდებულია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ აღძრას საქმე სახელმწიფოში დესტაბილიზაციის და სეპარატიზმის წახალისების მუხლით. ხოლო მას განურჩევლად სარწმუნოებისა, ეროვნებისა თუ სქესისა ვისაც ქართული მიწების დაშლაზე ექნება ამბიცია, იქნება ეს ჭირისუფალი ,დაზარალებული თუ დამზარალებელი ვაფრთხილებ მხრებზე თავი არ შერჩება.
მე გესაუბრეთ გულახდილად და არაფერი განსხვავებული არ მითქვამს, უბრალოდ საჯარო იყო ჩემი სიტყვები არ შეუშვათ სულში შაითანი (ეშმაკი) და არ მოაწამლინოთ გულები ილან-ს (შხამიან გველებს) დარჩით ჯანავარებად მგლებათ.
მიყვარხართ ყველა ყოვლისშემძლე ალაჰი იყოს თქვენი შემწე.”-ნათქვამია მიმართვაში.
tqvennairi girseuli adamianebi dzalian cotaa,qveyana aivso borotebit da gamwarebuli,tvaldabinduli adamianebis mdgomareobit isargebles satanebma da cdiloben mat sasargeblod gamoiyenon situacia,surt shuglis chamogdeba ,magram imedia sagad shevxedavt mdgomareobas
სამი თვე ვიყავი ჰოლანდიაში და ცუდად გავხდი, შვილს ვუთხარი, ძალიან გთხოვ, გამიშვი სახლში, აქ არ მოვკვდე, ჩემი ქვეყნის მიწაში ჩამასვენეთ-მეთქი. მერე თავად გარდაიცვალა იქ ინფარქტით და აქ ჩამოვასვენე. არაფერი არ ღირს სამშობლოს მიწაზე ძვირი,თუ სამშობლო მიწა არ გიყვარს, უნდა იცოდე რო არასრულფასოვანი ხარ. აბსოლუტურად ვეთანხმები დავით ნემსაძეს. მის მაგვარ ვაჟკაცებზე დგას დღეს საქართველო და ღმერთმა გვიმრავლოს ყველა.რა თქმა უნდა შვილს რომ მოგიკლავენ იმაზე მწარე არაფერია, მაგრამ რა შუაშია აქ ქართული მიწა, ვინმეს გონია იმ მიწაში მოისვენებს, რომელიც მის ხალხს არ ეკუთვნის?.მართლაც რა დღე აყარეს სვანეთის მოსახლეობას: აფრასიძეები რომ ამოხოცეს, მაგრამ მსგავსი არაფერი წამოცდენიათ. ამდენი მაინც უნდა ესმოდეს ადამიანი იქნება თუ იმ მიწის შვილი, რომ მიწის სახელწოდება არ განსაზღვრავს მის ეროვნებას. მე ესეიგი იმერელი ვარ? ჩემი ნაციონალობა იმერელია? რა აზროვნებაა ეს და რა გვინდა ქართველი ხალხისგან თუ ვიღაცა უტვინომ, გაუნათლებელმა და უვიცმა იარაღი აიღო და შენ შვილს ესროლა, მსგავსი მკვლელობები ყოველდღე ხდება, ასე შეიძლება?
genacvale kacur sityvebshi
კავკასიური სტუმარმასპინძლობა განთქმულია, მაგრამ მარტო მასპინძლობა არაა მად ნაგულისხმებიი სტუმრობასაც თავისი წესი აქვს და ვალდებულებაც, გამგებმა გაიგოს
შენ გაიხარე ასეთი მართალი სიტყვებისთვის!
Ukomentarod super
გამწარებულ მამას რამე თუ წამოცდა, რა საჭიროა ასეთი ხმაური?საქართველოს არ აწყობს ურთიერთობის გართულება ჩრდილოკავკასიელ ძმებთან.
emociebshi iyo,kargi adamiania etyoba. shedit shvilmkvdari adamianis mdgomareobashi!!!!!!!
ella chemo kargo es wamocda ara aris is bevrjer daemuqra saqartvelos da agrdzeleb da ase mgonia tvitonacaa gasvrili ragaceebshi da aseti qcevit imunitets iqmnisd
me vetanxmebi baton davits magram ver gavige ra shuashia rustavi 2 ro ara es televizia simartlis naxevarsac ver gavigebdit da ufro did gaugebrobashi movxvdebodit
es kaci martla uzomod ganadgurebulia da sheizleba rame tkvas magram isini vinc gverdshi udganan da mxars ubamen akezeben isinic xom kistebi ar arian kartvelebia sircxvili mat
es kaci martla uzomod ganadgurebulia da sheizleba rame tkvas magram isini vinc gverdshi udganan da mxars ubamen akezeben isinic xom kistebi ar arian kartvelebia sircxvili mat
tkven gaixaret batono davit sakartveloshi 50 procenti rom ase pikrobdes ra gvijirda mashin
აბსოლუტურად გეთანხმებით.გმერთმა გამრავლოთ და გახაროთ.ერს რომელსაც თქვენნაირი შვილები ყავს იმ ერს გადაშენება არ უწერია.
აი, ნამდვილი ვაჟკაცი!…გაიხარე…უმრავლოს საქართველოს შენისთანები!….
ჯერერთი დავიწყოთ იქიდან რომ ეს ჩვენ სამშობლოს იმ წამიდან შეეხო როცა თემირლანს ესროლეს და უსამართლობას უსამართლობა უნდა ერქვას ვინც არ უნდა ჩადიოდეს ნაცი იქნება ეს თუ ქოცი სიმართლე მტკივნეულია მაგრამ ეს რომ უსამართლობა იყო ამის გადაფარვა გამწარებული მშობლის სიტყვებით და ნაცების გასამართლებით ან ყურადღების სხვა რამეზე გადატანით კიდევ ერთი უსამართლობა და უსინდისობაცაა ჩემი აზრით და ასეთი აზროვნებით სამშობლოს უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ ისინი რომ არ იყვნენ კარგები (ნაცებს ვგულისხმობ) იმიტომ აღარ არიან ხელისუფლებაში და უკან ყურებას ჯობია წინ გაიხედოთ
gmertma gvimravlos shennairebi batono davit
გენაცვალე მაგარი სიტყვებია და მაგარი კაცი ხარ
კომენტრებით ვერავინ ვერ გადხება საქართველოს კაი შვილი და გულ შემტკივარე ერთი სიტყვის გამო ყველაფერს ხაზს რატო უსვამთ ქისტები ყოველთვის იცავდნენ საქართველოს და კიდეც დაიცავენ ვინ არ დაიცავს თავის სამშობლოს ვინ არ დაიცავს მაგ კუტხეს სადაც დაიბადა გაიზარდა და ცხოვრობს მაგრამ ვინც აზვიადებს და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიტყვას აიკიდნენ იმ ადამიანების გასაგონად ვამბობ მე დზაან მაინტერესებს ქვენ რო იყოთ მაგის ადგილას თქვენ რას იტყოდით მაგ ადამიანა ხო გასცა პასუხი რო საქართველოზე არ ქონია საუბარი ხო თქვა რო მთავრობაზე ქონდა ლაპარაკი ანუ მთავრობაზე დაკარგეს მდობა შეცდომა მოუვიდა ერთი სიყვით მაგრამ ჩვენ უნდა გვცოდნოდა რო ეგ კაცი მზგავს რამეს არ იტყოდა საქართველოზე მაგ კაცს ისევ აქვს საქართველოს იმედი რო ყველაფერი ობიექტურად იქნება გამოზიებული და დაისჯება დამნაშავე როგორც თვენ ისე ჩვენც გვიყვარს საქართველო არა არავის ვაპატიებთ საქართველოს რამე ცუდი აკადროს მაგრამ მე ის მაინტრებს ერთი კვირაზე მეტია მიდის ლაპარაკი მალხაზ მაჩალიკალიშვილის ნათქვამი სიტყვაზე და რისი მიხწევას აპირებთ ადამიანს თავისი დარდიც ეყოფა მგონი ეხლა ჩვენ კოდე რო არ დავუმატოთ
Xmertma ar moaklos am xor aseti situaciebi.da mere vnaxavdit rogor iyroyinebda es martla xori.tqven kide debilebo vajkaci ara xori.samsaxursh damabruneo exveweba kvirikashvils da aseti lachrebis da laqia aperistebis brbo xart da tashs ukvravt.mteli politika aseti binzuria tavis chamorchenil debilebtan ertad.amasac moetxoveba da vinc tvlis pankisi da saqartvelo araa chveni samshoblo imatac.rusebs ki ara qartvelebsac ar mivcemt pankishi areulobis upleba.
morisi shennairebi cdiloben zustad qveyanaze simshvide iyos da samartali da gaixare shen amdeni rom gesmis mara vinc temirlanis ambavi gultan axlos ar miitana ar ki minda mara mainc gavimetebdi im adamians temirlanis mamis adgilas iyos erti gemo gaigos am sashinelebisa, mara gulit ar memeteba arcerti adamiani am situaciashi iyos, gmertma arcert mshobels ar anaxos shvilis sikvdili
კარგ ნათქვამს კარგი გამგებიც უნდა.
ნემსაძეს კი მაგის უნარი სად ააკვს.
ნემსაძე ზუსტად ის კაცია ვინც შვილ მოკლოლ მარტოდ მარტო დაჩენილს ყველანაირ იმედ ამოწურულ კაცს ემუქრება.
მეგობრებო ეს არც თუ ისე სახარბიელო საგმირო საქციელია როგორც ჩვენ ვფიქრობთ.
გამოსულ იყო და ორი სიტყვა ეთქვა რუსებზე,ყოველ დღე ცოცვით რო გვართმევენ სამშობლოს მოწას…
დავინახოთ სიმართლე და მთავრობა ვაიძულოთ გონივრულად იმოქმედონ. მუდამ მოღალატეებად რატომ უნდა მოიაზრებოდეს საქართველოს მთავრობა გინდათ უბრალო ქართველისაგან და გინდათ ე,წ. ,,მოკეთე – მეზობლებისაგან”?!
რამ გამოიწვია სამშობლოს გაწირვა და ამდენჯერ ღალატი? – ისევ და ისევ ,,ვერცხლმოყვარეობამ”…სწორედ რომ ესაა ქართველი კაცის უბედურების ს ა ძ ი რ კ ვ ე ლ ი!!!
გ ა ნ ა !
სინდისის ძაფი რად გაიწყვიტე!
განა სამშობლო დასათმობია?
ვაი იმ ქართველს ვინც უღალატებს,
იგი ჩვენგანვე ჩ ა ს ა ქ ო ლ ი ა !
დალი დადუნაშვილი 2018წ 19.06