Home სხვადასხვა დაიჯესტი ეპშტეინის საქმის ახალი დეტალები პედოფილების ქსელის გამჟღავნებას შეუწყობს ხელს

ეპშტეინის საქმის ახალი დეტალები პედოფილების ქსელის გამჟღავნებას შეუწყობს ხელს

247
ეპშტეინის საქმის ახალი დეტალები პედოფილების ქსელის გამჟღავნებას შეუწყობს ხელს

ვირჯინიის კუნძულების გენერალურმა პროკურორმა დენის ჯორჯმა მოითხოვა სრული ინფორმაციის შეგროვება და მისთვის გადაცემა აღნიშნულ კუნძულებზე იმ რეისების შესახებ, რომლებითაც მილიარდერ ეპშტეინთან პედოფილები ჩადიოდნენ, მათ შორის _ ცალკე მასალები თვითმფრინავლოლიტა ექსპრესისრეისების შესახებაც. ამასთანავე, გამოითხოვა, რომ ჰქონდეს წვდომა ყველა საჩივართან, მოხსენებასა და იმ პილოტების ჩანაწერებთან, რომლებიც კი მომსახურებია ეპშტეინს.

ბრალდების მხარემ, აგრეთვე, მოითხოვა სრულყოფილი ანგარიში მათ შესახებ, ვინც 1998 წელს სტუმრობდა მილიარდერს. ეს მასალები ხელს შეუწყობს პედოფილებს დანაშაულებრივი ქსელის მხილებას. აღნიშნავენ, რომ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც არიან პრინცი ენდრიუ, ბილ კლინტონი და კევინ სპეისი, შესაძლებელია, ჩადიოდნენ ეფშტეინის აგარაკზე.

ეპშტეინის საქმის ახალი დეტალები პედოფილების ქსელის გამჟღავნებას შეუწყობს ხელს

სექსმონებით მოვაჭრე ჯეფრი ეპშტეინი აიძულებდა მსხვერპლთაგან ერთ-ერთს, მოპყრობოდა მას, როგორც ოთხი წლის ბავშვს, და უყვარდა “ტანსაცმლის გამოცვლის” თამაშები. გამომძიებელი ჟურნალისტ ბარი ლივაინის მონაცემებით, ეპშტეინი აიძულებდა ქალიშვილს, ტანსაცმლით შეემოსა იგი.

ჯეფრი ეფშტეინს წარედგინებოდა ბრალდება კრიმინალური ქსელის შექმნის შესახებ, რომელიც საშუალებას აძლევდა, სექსუალური ექსპლუატაცია გაეწია ათობით ქალიშვილისთვის, მათ შორის, 14 წლის ბავშვებისთვის. ზოგიერთი მონაცემით, იგი ადამიანებით ვაჭრობას 2019 წლამდე განაგრძობდა.

ამერიკელი ფინანსისტი 2019 წლის 6 ივლისს დააპატიმრეს ნიუ-იორკში. იმავე წლის აგვისტოში მან თავი მოიკლა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here