Home ახალი ამბები საქართველო ევროპულ ფეხებზე დაკიდებული ქართული კანონი

ევროპულ ფეხებზე დაკიდებული ქართული კანონი

455

უკრაინასა და რუსეთს შორის დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ დასავლეთი რუსეთს სანქციებს სანქციებზე უწესებს. საგულისხმოა, რომ ეს სანქციები არა მხოლოდ ქვეყანასა და პოლიტიკოსებს შეეხო, არამედ იმ ბიზნესმენებსაც, რომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ; იმ ადამიანებს, რომლებიც რუს ოლიგარქებად მონათლეს, გაუყინეს აქტივები, წაართვეს პირადი საკუთრება _ სახლები, მანქანები, იახტები, ბიზნესიდა ეს მაშინ, როცა, წესითა და რიგით, კერძო საკუთრება ყველგან დაცულია და, საზოგადოდ, კერძო საკუთრება ხელშეუხებელია.

 ამ სანქციებს დასავლელი ლიდერები იმით ხსნიან, რომ თურმე ეს ადამიანები რუსეთის ხელისუფლებას ეხმარებიან, ანუ, თუ ამერიკელი ეხმარება ამერიკას, პატრიოტიზმია; თუ ინგლისელი ეხმარება ინგლისს, ძალიან კარგია, ეროვნული გმირია; თუ უკრაინელი მილიარდერები ფულს სწირავენ უკრაინას, ჯილდოები უნდა მისცენ; ხოლო, თუ რუსი ეხმარება რუსეთსკაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია და უნდა დაისაჯოს. .., რუსს სამშობლოს დახმარების უფლებაც არ აქვს, უფლება არ აქვს, ქვეყნის ერთგული იყოს და, თუ ქვეყანას უღალატებს, მაშინ გმირია. მე თუ რუსი ვარ, უფლება არ მაქვს, ჩემს ქვეყანას საომარი მოქმედების დროს მხარში ამოვუდგე. შეიძლება არ მომწონდეს ჩემი ქვეყნის ხელისუფლება, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ არ მიყვარს ქვეყანა, მსურს, დავეხმარო ჩემს სამშობლოს და ამის უფლებას მართმევენ. და ის იახტა და სახლი რომ ჩემი ფულით ვიყიდე, რატომ მართმევ, ვინ მოგცა უფლება?

რომან აბრამოვიჩის მაგალითი ვთქვათ _ 2 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტი დაახარჯა ლონდონის საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” და ახლა აქტივები გაუყინეს, აქაოდა, რუსეთს ეხმარებიო. რა შუაშია “ჩელსი”? საფეხბურთო კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გათამაშების გამარჯვებულია და წელს მერვედფინალში გავიდა, შეიძლება, უბრალოდ, დაიშალოს. რადგან აბრამოვიჩს მისი გასხვისების, ანუ გადარჩენის უფლებაც კი წაართვეს. დასავლეთმა ოლიგარქები კაცობრიობის მტრად რომ გამოაცხადა და კანონის უზენაესობა მოჰყავს მაგალითად, ყველა ისჯება, ვინც რუსეთთან კავშირშია, ვისაც ისე აქვს ფული ნაშოვნი, კრიმინალის სუნი რომ უდისო, რატომ არ იყენებს ანალოგიურ მიდგომას საქართველოდან გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ? აგერ, ახლახან ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსად გია ლორთქიფანიძე დანიშნა, კაცი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იძებნება, რომელზეც არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, და ეს კაცი დანიშნეს ერთ-ერთ საკვანძო თანამდებობაზე. ან ზურაბ ადეიშვილს, რომელსაც ოფიციალურად საქართველოს სასამართლოს მიერ მისჯილი აქვს, რატომ აძლევენ უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო მოლაპარაკებებში და უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი იყოს, რატომ? ქართული სასამართლო ხომ დასავლურ თარგზე მოჭრა სააკაშვილმა და ეს სასამართლო 99,98%-ით გამამტყუნებელ განაჩენებს რომ აცხობდა, ხომ არ იღებდა ხმას დასავლეთი?! ახლა რა მოხდა? ახლაც ხომ იგივე მოსამართლეები არიან და მათ გამოაქვთ გადაწყვეტილებები სააკაშვილისთვის, ადეიშვილისთვის, ლორთქიფანიძისთვისთუ ახლა ეს ხალხი დასავლეთს სხვა გეგმებისთვის სჭირდება და ქართული კანონის უზენაესობა ევროპულ ფეხზე ჰკიდია?!

საქილიკო გახდა გასულ კვირას “ლუჟნიკებზე” გამართული შეხვედრა, სადაც 200 ათასი ადამიანი შეიკრიბა და ქვეყნის პრეზიდენტსა და ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადა. განსაკუთრებით ქართველი ოპოზიციონერების ქილიკმა გამაოცა, რომლებიც ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ, რა ეზეიმებათ, უკრაინაში მათი ჯარისკაცები იხოცებიანო. და 2008 წელს რა გეზეიმებოდათ, როცა ცხინვალში ომი იყო და ქართველი ჯარისკაცები იხოცებოდნენ? რა გემღერებოდათ და გეცეკვებოდათ მაშინ და რატომ ბღაოდნენ ოპოზიციის დღევანდელი ლიდერები მაშინ “სარკო, სარკოს”?! ალექსეი გონჩარენკო თუ გახსოვთ, რადას დეპუტატი, რომელმაც სოციალურ ქსელში არცთუ დიდი ხნის წინათ შემდეგი შინაარსის წერილი გაავრცელა: ძვირფასო, ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია, იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში? შეგიძლიათ გაიყოლოთ რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი, ტანკი. მიდით, გამოგადგებათ. დამპყრობლის მთელი არმია მიიჩქარის უკრაინისკენ, რათა სწრაფად დაასრულოს თავისი მიწიერი მოგზაურობა აქ. პუტინი სხვა ქვეყნებს კბენს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. პატარა პრეზიდენტს ხელებიც მოკლე აქვს; ფინეთმა გამოხატა ნატოში გაწევრების სურვილი, კრემლი კი მხოლოდ განცხადებებით აშინებს. ქართველებო, დაიბრუნეთ, რაც გეკუთვნით. რუსეთმა წაგართვათ მიწები, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. ძალადობით მიტაცებული ნაქურდალი დიდხანს ვერ გაძლებს. მიდი, საქართველო, დროა”.

პროვოკატორი ალექსეი გონჩარენკო ლამის ეროვნულ გმირად გამოაცხადა ოპოზიციამ. პრეზიდენტყოფილმა გიორგი მარგველაშვილმა მოგვიწოდა, რაც შეიძლება მეტი იარაღი შევიძინოთო დათქვენ თუ იცით, ოლგა გონჩარენკო ვინ არის? ვინ და ბატონ ალექსეი გონჩარენკოს ცოლი, რომელმაც შარშან დევნილის სტატუსი და, შესაბამისად, თავშესაფარი მიიღორუსეთის ფედერაციაში. ჰო, სწორედ ალექსეი გონჩარენკოს ცოლმა გააკეთა ეს და ახლა რადას დეპუტატს, ჩვენ რომ ასე გვაგულიანებს, თავი ქუდში აქვს _ გაიმარჯვებს რუსეთი და ცოლს თავშესაფარი აქვს, შესაბამისად, ქმარიც მარტივად შეაფარებს თავს რუსეთს; გაიმარჯვებს უკრაინა და ის ხომ რადას დეპუტატია? ამის შესახებ დასავლეთი ხმას არ იღებს და ზელენსკიც ისე იქცევა, ვითომ არაფერი იცის.

ყველაფერთან ერთად, ზელენსკიმ რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანება ჩამოთვალა, მათ შორის “ოპოზიციური პლატფორმა _ სიცოცხლისთვის”, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი საპარლამენტო პარტიაა. ამ და კიდევ ათ პოლიტიკურ პარტიას, ზელენსკის ბრძანებით, საქმიანობა შეეზღუდა, მათ ნაწილს რუსეთთან თანამშრომლობა ედება ბრალად. ნეტავ, ის თუ იცის ყოფილმახუმარამ” (ისე, ყოფილიც ბრჭყალებში რომ ჩაგვესვა, ურიგო არ იქნებოდა), რომ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილინაციონალური მოძრაობისაკრძალვას ითხოვს, იმ პარტიის, რომლის წევრებიც უმაღლეს თანამდებობებზე ჰყავს უკრაინაში და მათ ქვეყნის მოსახლეობის გენოციდში, ერის გაწყვეტაგადაგვარებაში ედება ბრალი? უბედურება ის არის, რომ ამასნაციონალური მოძრაობადასავლეთთან შეთანხმებით აკეთებდა და ამიტომ ზელენსკისაც მწვანე შუქი აქვს ანთებული ნაცმოს ლიდერებზე. მაინც გვგონია, რომ ლორთქიფანიძის დანიშვნით დასავლეთი ზელენსკის ხელით სამაგიეროს გვიხდის იმისთვის, რომ არ დავუჯერეთ მას, არც გონჩარენკოს, არც სხვებს და არ ჩავერთეთ იმ ისტერიკაში, რომელმაც ახლა მსოფლიო მოიცვა. საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებას ეყო გონიერება და არ შევუერთდით იმ სანქციებს, რომლებიც ჩვენთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნებოდა; არ ავიღეთ იარაღი და არ გავხსენით კავკასიაში მეორე და მესამე ფრონტი; არ მივეცით დასავლეთს კიდევ ერთხელ შეშფოთება-აღშფოთების საბაბი. ეს არის ის, რამაც ზელენსკი და მისი პატრონები გაამწარა და, სანამ ლორთქიფანძეს დანიშნავდა, ელჩი გაიწვია, ელჩი, რომელსაც საქართველო არ დაუტოვებია, აქ ცხოვრობს, უბრალოდ, სამსახურში არ დადის და მის მოვალეობას სხვა ასრულებს. და არ დაგვავიწყდეს, რომ ზელენსკიმ ელჩი ბელარუსიდან არ გაიწვია

უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთის დაკრულზე რომ ცეკვავს, იქიდანაც გამოჩნდა, რომ ის მესამე მსოფლიო ომს პროგნოზირებს, ოღონდ ამ ყველაფერს მას შემდეგ ხედავს, რაც მისი და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართება.

ვფიქრობ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი, რათა გვქონდეს მოლაპარაკების, პუტინთან საუბრის შესაძლებლობა. მაგრამ, თუ ეს მცდელობები წარუმატებლად დასრულდება, ნიშნავს, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომი”, _ განაცხადა ზელენსკიმ. სწორედ ეს არის წინასწარ გამოცხადებული ომის ქრონიკა, რადგან უკრაინის პრეზიდენტს მარტივად შეუძლია მოლაპარაკებებისას თქვას ისეთი რამ, რაზეც მისი რუსი კოლეგა არ დათანხმდება და გამოვა, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა. რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემდეგ რუსულ მხარეს დაბრალდება და მესამე მსოფლიო ომის დაწყებაც რუსეთს მიეწერება. სწორედ ეს გვგონია დასავლური სცენარის მთავარი აკორდი. რეალურია თუ არა ჩვენი ვარაუდი, მალე გამოჩნდება. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი საჯაროდ აცხადებს, რა სურს კონკრეტულად და, თუ ამ პირობებზე უკრაინა თანახმა არ არის, მაშინ შეხვედრაც არ უნდა შედგეს.

დასასრულ, 2012 წლიდან ოპოზიცია ამტკიცებს: ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, მისი აქტივები რუსეთში კვლავ განუსაზღვრელია და დასავლეთში არსებული ბიზნესიც რუსეთში ნაშოვნი ფულით აქვს გაკეთებული, მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ის რუს ოლიგარქად დარჩებაო. თუ ასეა, ბატონებო, რატომ არ უწესებს დასავლეთი ივანიშვილს სანქციებს? თუ, როცა გჭირდებათ, რუსი ოლიგარქია და როცა გჭირდებათ _ არა?! ორმაგი სტანდარტებით რომ ვცხოვრობთ, იმიტომ გვაქვს საქმე კარგად, თორემ გაბზარულს გატეხილი რომ ჯობია ყოველთვის, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა და მსოფლიოს დასავლეთის ნამდვილი სახე დაანახვა.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here