Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპელი “სტრატეგიული მოკავშირეები” გვაშანტაჟებენ და სასჯელებით გვემუქრებიან, თუ ხელისუფლებას ოპოზიციას არ გადავაბარებთ

ევროპელი “სტრატეგიული მოკავშირეები” გვაშანტაჟებენ და სასჯელებით გვემუქრებიან, თუ ხელისუფლებას ოპოზიციას არ გადავაბარებთ

ევროპელი “სტრატეგიული მოკავშირეები” გვაშანტაჟებენ და სასჯელებით გვემუქრებიან, თუ ხელისუფლებას ოპოზიციას არ გადავაბარებთ

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: თუ საქართველოში რეფორმები არ განხორციელდება, გარკვეულ საპასუხო რეაქციას უნდა ველოდოთ

“ვფიქრობ, აშშ-ის კონგრესმენები და სენატორები ითვალისწინებენ, რომ, თუ რეფორმები არ განხორციელდება, გარკვეულ საპასუხო რეაქციას უნდა ველოდოთ”, _ განუცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ “ინტერპრესნიუსს” ექსკლუზიურ ინტერვიუში.

გრეგოროვამ ისაუბრა იმის შესახებ, რას უნდა ელოდოს საქართველო იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნო პერიოდი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არ წარიმართება და დასავლელ პარტნიორებს გარკვეული კითხვები ექნებათ.

“ვფიქრობ, აშშ-ის კონგრესმენებისა და სენატორების წერილებშიც იყო ხაზგასმული, რომ, თუ რეფორმები არ განხორციელდება, გარკვეულ საპასუხო რეაქცია უნდა ველოდოთ, რადგან ისინი არჩევნებს ლეგიტიმურად არ ჩათვლიან. რაც შეეხება ევროკავშირს, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ რეფორმებს, მაგრამ ასევე არ გვინდა, რომ სიტუაცია რიგითი მოქალაქეებისთვის უფრო გავართულოთ. მაგალითად, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეეხება საქართველოს ჩვეულებრივ მოქალაქეებს და არა _ პოლიტიკოსებსა და პასუხისმგებლობის მქონე პირებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვსურს, სიტუაცია, ასე ვთქვათ, უფრო “ძალადობრივი” ან დრამატული გავხადოთ, შესაბამისად, გარკვეული ზომები და პასუხი მას მოჰყვება და, რასაკვირველია, არჩევნები დაკვირვების ქვეშ იქნება, თუმცა ასეთ მწვავე პასუხს, როგორიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებაა, არ ველოდები”, _ განაცხადა გრეგოროვამ.

1 COMMENT

  1. ეს ევროპელები რომ არა გვარდია და მხედრიონი გამოქვაბულებში შერეკავდა ხალხს და მზიას და ზეზვას დონემდე დაიყვანდა ქვეყანას..
    დაუჯერეთ ამათ თორემ რუსეთის ოკუპაცია მონაგონი იქნება იმასთან რასაც ქართველი მოლაპარაკე მაიმუნები თვითონ დამართებენ ერთმანეთს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here