Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროპა დასასრულისკენ მიდის?

ევროპა დასასრულისკენ მიდის?

ფრონტის ხაზი არ არსებობს, ადგილობრივი მნიშვნელობის ბრძოლები კი მთელ კონტინენტზე მიმდინარეობს

245

ევროპაში .. მემარჯვენეებს არანაკლები ყურადღებით აკვირდებიან, ვიდრე ტერორისტებს. უარყოფა ანგაშავებაიმ იდეებისა, რომლებითაც მემარჯვენეები იკვებებიან, ძნელია, ამიტომ სულ უფრო ხშირია ევროპული ფასეულობებისა და საფრთხის შიშით მანიპულაცია, ხოლო სხვაგვარად მოაზროვნეების წინააღმდეგ ბრძოლა _ ხისტი. ფრონტის ხაზი იქ არ არსებობს, ადგილობრივი მნიშვნელობის ბრძოლები კი მთელ კონტინენტზე მიმდინარეობს.

საფრანგეთში მემარჯვენეები გამოვიდნენ ინიციატივით, აღადგინონ საფრანგეთის სახელმწიფოს სამართლებრივი დამოუკიდებლობა, რათა ფრანგები დამოკიდებულნი აღარ იყვნენ ევროკავშირის სასამართლოსა (CJEU) და ადამიანის უფლებების (ECHR) ევროპულ სასამართლოზე. “ევროპული სამართლის უზენაესობა” ევროკავშირის არსებობის საფუძველია, ამიტომ აღნიშნული ინიციატივის ავტორს, პოლიტიკოს მიშელ ბერნიეს ბრიუსელიდან ისეთი ჭექა-ქუხილი დაატეხეს თავს, რომ იძულებული შეიქნა, უკან დაეხია და განეცხადებინა, რომ მისი ნათქვამი “ისე ვერ გაიგეს”.

დაპირისპირება მწვავდება. დიახ, “საერთო კეთილდღეობისა და აყვავებისთვის”, რომელიც ევროკავშირის დროშად იქცა და, რომელმაც სავაჭრო ბარიერები მოხსნა ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის, მნიშვნელოვნად განამტკიცა ევროინტეგრაციის მომხრეების გავლენა, მაგრამ, როგორც კი დაიწყეს ამ “დროშის” ცისარტყელას ფერებში შეღებვა, გლობალიზაციის ფორსირების მოსურნეთა რაოდენობა შესამჩნევად შემცირდა.

ბრიუსელურმა გამოცემა The Capitals-მა აღშფოთებით აღნიშნა, რომ ევროკავშირს ხელიდან უსხლტება მთელი ქვეყანა. ბოლო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, “იტალიის ძმები” ჯორჯია მელონის ხელმძღვანელობით და მატეო სალვინის “ჩრდილოეთის ლიგა” პოპულარობის სარეიტინგო სიაში, შესაბამისად, 21 და 20,6 პროცენტით ლიდერობენ. ამ მაჩვენებლებით დღეს არჩევნები რომ გაიმართოს, იტალიაში ჩამოყალიბდება მთავრობა 44 წლის ჯორჯია მელონის, იტალიის ახალგაზრდობის საქმეების ყოფილი მინისტრის ხელმძღვანელობით. იტალიაში არჩევნები 2023 წელს უნდა გაიმართოს.

წინა პლანზე სილვიო ბერლუსკონი, ჯორჯია მელონი და მატეო სალვინი

იტალიის ძმებიიტალიაზე უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე ევროკავშირზე და ამიტომ, დიდი ხანია, ითხოვენ იტალიის სანაპიროს ბლოკირებას, რათა იქ მიგრანტებმა არ შეაღწიონ. სხვათა შორის, მელონი ჯერ კიდევ 2014 წელს მოითხოვდა იტალიის გასვლას ევროკავშირიდან. მისი აზრით, ევროკავშირი უნდა იყოს სახელმწიფოების კონფედერაცია, რომელიც შეინარჩუნებს თავის ეროვნულ ინსტიტუტებს, პრიორიტეტებსა და ფასეულობებს. ასეთ შემთხვევაში ბრიუსელელი მაღალჩინოსნები უსაქმოდ რჩებიან. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი, პოლონეთის პრემიერი მათეუშ მორავეცკი და მისი სლოვენიელი კოლეგა იანეზ იანშა მელონის მოკავშირეები არიან ევროკავშირში.

აშშ-ში ევროპელ მემარჯვენე კონსერვატორებზე შეტევის ახალი მიმართულება აირჩიეს. როგორც ამერიკული ინტერნეტგამოცემა “იაკობინელი” წერს, იაირ ნეთანიაჰუ, ისრაელის ყოფილ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უფროსი ვაჟი, მას შემდეგ იქცა “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AFD) “საპლაკატე ბიჭად”, როცა ისრაელის მტრის, ეშმაკისეული ევროკავშირისა, და ევროპის ყველა ქრისტიანული ქვეყნის ლიკვიდაციისკენ მოუწოდა.

ამერიკული გამოცემა წერს, რომ ალის ვაიდელი, გერტ ვოლდერსი, მარინ ლე პენი, ვიქტორ ორბანი “იაკობინელთათვის” არიან სიონისტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობა უნდა შეინარჩუნონ. თუ პარტია “ბრექსიტის” დამფუძნებელი ნაიჯელ ფარაჯი ამბობს, რომ მისი ქვეყანა ქრისტიანულია, მაშინ ისიც სიონისტია. და, საერთოდ, ყველა, ვინც ამტკიცებს, რომ ევროპას მასში შეჭრილი მუსლიმანური ძალებისგან ჩაყლაპვა ემუქრება, სიონისტია.

მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს ევროპაში თიშავს არა ძველი კონტინენტის მოწყობის მიზნები და ამოცანები, არამედ პოლიტიკური წინააღმდეგობები, რომლებიც, როგორც წესი, მოდის ახალგაზრდობიდან. ისინი აცნობიერებენ, რომერთიანობისა და საერთო აყვავებისფორმულა არ მუშაობს დასაერთო ფასეულობებისულაც არ არის საერთო. ესფასეულობებიმხოლოდ ტრანსნაციონალური კორპორაციების ინტერესებისა და ევროკავშირის ბიუროკრატების შესანარჩუნებლად მუშაობს, ამიტომ განხეთქილებაც იწყება გერმანელების, ფრანგების, ნიდერლანდების, უნგრელებისა და სხვების ეროვნული და ადამიანური გრძნობების შეურაცხყოფით.

გლობალისტები ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ ისინი გულგრილი არიან ოჯახის ინსტიტუტის მიმართ, რომელზეც დაფუძნებულია ადამიანური ზნეობა. მის გვერდით დააყენეს დროშა ლგბტ პირებისა, რომლებსაც მორალური გახრწნილების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვთ. ეს სასტიკი ომია. როგორც ევროპარლამენტის წევრი პარტია “განახლებული ევროპიდან” _ ხრისულა ზახაროპულო ამბობს, ეს არის ომი “კონსერვატორების წინააღმდეგ სექსუალური და რეპროდუქტიული უფლებებისთვის, 5 მლრდ ევროდ ღირებულ პროგრამა EUUHealth-ში ჩართვისთვის… ახლა ეს საქმე გადაწყვეტილია”.

მაგრამ ასეა? არის კი გადაწყვეტილი?

აშკარაა, რომ ევროპული ცივილიზაცია უფრო და უფრო იხლიჩება.

fondsk.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here