ამერიკული კომპანია “მეტა” არ გამორიცხავს სოციალური ქსელების _ “ფეისბუკისა” და “ინსტაგრამის” _ შეჩერებას ევროპაში.
პრობლემა შექმნა ევროკავშირის მიერ მიღებულმა კანონმა, რომლის მიხედვით ევროპელთა პერსონალური მონაცემების შენახვა და დამუშავება მხოლოდ კონტინენტზე განთავსებულ სერვერებზე უნდა მოხდეს. ამჟამად ეს მონაცემები მუშავდება აშშ-ში განთავსებულ სერვერებზე.
radiosputnik.ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ