ევროკავშირს შეშფოთების კიდევ ერთი საბაბი გაუჩნდა: მოიმატა ანტიევროკავშირულმა განწყობებმა და საფრანგეთის ნაციონალისტური პარტია “ნაციონალური გაერთიანების” ლიდერის, მარინ ლე პენის მხარდაჭერამ, _ წერს Daily Express–ი. “განსაკუთრებით შემაშფოთებელს” უწოდებენ ამ ტენედციას საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც 2022 წელს უნდა გაიმართოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის ევროპული სამსახურის, Eurobarometer-ის კვლევის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის მოქალაქეების მხოლოდ 15% უჭერს მხარს ევროკავშირს ამჟამინდელი სახით. გამოკითხვამ, რომელშიც 27 ათასი ადამიანი მონაწილეობდა ევროკავშირის მასშტაბით, წარმოჩინა, რომ ევროკავშირის უკმაყოფილო ქვეყნების სიის სათავეში კვლავ საფრანგეთია, აქ ყოველთვის ძლიერი იყო ევროსკეპტიციზმი.
Russian.rt.com–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა