BioNTech/Pfizer–სა და Moderna–ს შეუძლია გამოიწვიოს უარყოფითი თანმდევი მოვლენები _ მიოკარდიტი და პერიკარდიტი, _ წერს გამოცემა Politico სამკურნალო საშუალებების ევროპის სააგენტოს დასკვნაზე დაყრდნობით.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მიოკარდიტი და პერიკარდიტი გულის დაავადებებია, რომელთა სიმპტომებია ქოშინი და ტკივილი გულის არეში.
BioNTech/Pfizer-ით აცრის შემდეგ აღრიცხულია მიოკარდიტის 145 და პერიკარდიტის 138 შემთხვევა. Moderna-თი ვაქცინაციის შემდეგ აღირიცხა პერიკარდიტისა და მიოკარდიტის 19-19 შემთხვევა.
ივნისის ბოლოს აშშ-ი გააფართოვეს Pfizer-ისა და Moderna-ს თანმდევი უარყოფითი ეფექტების სია და პათოლოგიების ჩამონათვალს პერიკარდიტი და მიოკარდიტიც დაუმატეს.
iz.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ