“აშშ ყოველთვის ცდილობს ომის პროვოცირებას, რათა გაყიდოს იარაღი და დაეუფლოს სხვა ქვეყნების ბუნებრივ რესურსებს. უკრაინის გარშემო ვითარებაც არ არის გამონაკლისი”, _ განაცხადა ბოლივიის ექსპრეზიდენტმა ევო მორალესმა.
“აშშ ყოველთვის ცდილობს ომის პროვოცირებას, რათა გაყიდოს იარაღი, განალაგოს ბაზები და ხელში ჩაიგდოს ბუნებრივი რესურსები. ასე იქცეოდნენ ამერიკელები ერაყში, ავღანეთში, ლიბიაში”, _ თქვა მორალესმა.
ბოლივიის ექსპრეზიდენტის აზრით, უკრაინის კონფლიქტში აშშ ეძებს ამ ქვეყნის რესურსების ხელში ჩაგდებისა და სამხედრო ბაზებით რუსეთის ალყაში მოქცევის შესაძლებლობებს.
ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ