Home ახალი ამბები მსოფლიო დონალდ ტრამპს ურჩევენ, რაც შეიძლება სწრაფად გაიყვანოს ჯარები სირიიდან

დონალდ ტრამპს ურჩევენ, რაც შეიძლება სწრაფად გაიყვანოს ჯარები სირიიდან

2140
დონალდ ტრამპს ურჩევენ, რაც შეიძლება სწრაფად გაიყვანოს ჯარები სირიიდან

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა გამოაცხადოს, რომ სირიაში გაიმარჯვა, და სასწრაფოდ დააბრუნოს აშშის ჯარები შინ, _ მოუწოდებს პრეზიდენტს კატონის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, რონალდ რეიგანის ყოფილი თანაშემწე დუგ ბენდოუ წერილში, რომელიც The National Interestმა გამოაქვეყნა.

ავტორი აღნიშნავს, რომ აშშ სირიაში დადგა ძალიან ბევრი ამოცანის გადაწყვეტის წინაშე, რომელთაგან ზოგიერთს, იმთავითვე აშკარა იყო, თავს ვერ გაართმევდა. მათ შორის იყო “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლა, თურქეთის ამბიციების დაოკება, დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერა, ქურთებთან თანამშრომლობა, ბრძოლა ბაშარ ასადის რეჟიმთან, ერთმანეთის წინააღმდეგ საომრად დაპირისპირებული მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების ურთიერთობის მოგვარება.

და, თუ აშშ-მა როგორღაც მოახერხა თავის მხარეს გადაეყვანა ქურთები და გაენადგურებინა “ისლამური სახელმწიფოს” რაზმები, დანარჩენ პრობლემებს თავი ვერ გაართვა: ბაშარ ასადი ხელისუფლების სათავეში დარჩა, სირიაში გრძელდება სამოქალაქო ომი, მეზობელმა ქვეყნებმა კი უარი არ თქვეს თავიანთ გეოპოლიტიკურ ინტერესებზე.

ანალიტიკოსი, ამასთანავე, აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში აშშ ვერ წყვეტდა მასშტაბურ ამოცანებს და სრულად ვერ აღწევდა დასახულ მიზნებს. დუგ ბენლოუ ასახელებს ამერიკელების ჩარევას აზიის, ბალკანეთის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საქმეებში. ის ხაზს უსვამს, რომ აშშ-ს არ უნდა ეშინოდეს სირიაში რუსეთის ყოფნის. მოსკოვისა და დამასკოს თანამშრომლობა გაცილებით აქტიური იყო “ცივი ომის” პერიოდში, მაგრამ ეს არ დამუქრებია აშშ-ის ინტერესებს.

ამიტომ, _ ასკვნის ბენდოუ, _ აშშ-მა უნდა თქვას, რომ სირიაში დაამარცხა “ისლამური სახელმწიფო”, სხვა ამოცანები ამ რეგიონში დასახული არ ჰქონდა და ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყნიდან გაიყვანოს თავისი სამხედროები.

უფრო ადრე პენტაგონმა გაავრცელა მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რუსეთის ყოფნამ სირიაში მოსკოვი ერთ ძირითად მოთამაშედ აქცია, თან _ დიდი ხნით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here