Home ახალი ამბები მსოფლიო დონალდ ტრამპი არჩევნების შემდეგ ენტონი ფაუჩის გათავისუფლებას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპი არჩევნების შემდეგ ენტონი ფაუჩის გათავისუფლებას არ გამორიცხავს

1977
დონალდ ტრამპი არჩევნების შემდეგ ენტონი ფაუჩის გათავისუფლებას არ გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი თანამდებობიდან გაათავისუფლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ფლორიდის შტატში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრის დროს დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ენტონი ფაუჩის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვეს.

„არავის უთხრათ, მაგრამ დაველოდოთ არჩევნების შემდგომ პერიოდს. ვაფასებ თქვენს რჩევას. ენტონი ფაუჩი კარგი ადამიანია, თუმცა ბევრჯერ შეცდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თეთრი სახლი ენტონი ფაუჩის „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო აკრიტიკებს და პოლიტიკით თამაშში სდებს ბრალს. აღნიშნულ ინტერვიუში ფაუჩიმ საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი პანდემიით გამოწვეულ საფრთხეებს სერიოზულად უყურებს, დონალდ ტრამპს კი ქვეყნის გახსნა სურს, რაც საფრთხის შემცველია.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here