Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: ნუ აჰყვებით ხელისუფლების მსახურებს და ნუ დაიჯერებთ, რომ არჩევნებით რამის...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ნუ აჰყვებით ხელისუფლების მსახურებს და ნუ დაიჯერებთ, რომ არჩევნებით რამის შეცვლა შეუძლებელია

1267
დიმიტრი ლორთქიფანიძე

არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაძაბული და პიკისკენ მიმავალი პოლიტიკური პროცესების დინამიკა (ბოლო დროს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების მსგავსად) ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ქვეყანაში ყველაფერზე მეტად ძირეული ცვლილებების განხორციელება სურს.

არსებული (ლიბერალური) დღის წესრიგისადმი მზარდი პროტესტის ფონზე, რომელიც დასავლეთში წარმოქმნილი მძლავრი ანტილიბერალური მოძრაობების გამოძახილია, ამომრჩევლების, სულ ცოტა, 60-70%-ისთვის ქვეყნის სათავეში მოქმედი ხელისუფლების დარჩენა მიუღებელია. მეტიც, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ასევე მიუღებელია მმართველი გუნდის მიერ დასავლეთის კარნახით შექმნილი და შენარჩუნებული ე.წ. პროდასავლური ოპოზიციაც, რომლის იდეოლოგია “ოცნების” იდეოლოგიისგან დიდად არ განსხვავდება (ამას “ენ-დი-აის” და “აი-არ-აის” კვლევებიც ადასტურებს), თუმცა ამ არჩევნებზეც, ისევე, როგორც წინაზე, სახელისუფლო პროპაგანდა კვლავ აქტიურად იყენებს სააკაშვილის ჩამოსვლისა და “ნაცრეჟიმის” დაბრუნების საფრთხეზე აპელირების ნაცად ხერხს, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დღემდე ჩატარებული ყველა არჩევნების წინ შიშსა და ტერორს წარმატებით ნერგავდა, ხოლო გარკვეულ ნაწილში უიმედობასა და ნიჰილიზმს აღვივებდა. დღეს მმართველ გუნდსა და არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს ერთიც და მეორეც ხელს აძლევს…

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ერთ-ერთია კონსერვატიული ფლანგიდან დასახელებული იმ რამდენიმე პრინციპული და არსებული გამოწვევების წინაშე უკომპრომისოდ მებრძოლი პიროვნებებიდან, რომლებმაც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი რეალური პოლიტიკური ალტერნატივის მომლოდინე საზოგადოებას შეიძლება გაუჩინოს არჩევნებზე წასვლის სურვილი. ამას მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელებში გამოხატული რეაქციაც ადასტურებს და არა მხოლოდ… თუმცა 31 ოქტომბრამდე წინ უმძიმესი პოლიტიკური ბატალიებით დატვირთული ერთთვიანი წინასაარჩევნო მარათონია.

რა გზავნილები აქვს დღეს კონსერვატიულ ბანაკს ძირეული ცვლილებების მოსურნე და მომლოდინე საზოგადოებისთვის და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ რეალურად მომავალში _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსდიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრება.

_ ბატონო დიმიტრი, ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა სოციოლოგიური კვლევა თუ გამოკითხვა, მათ შორის საერთაშორისო ლიბერალური ორგანიზაციების გამოქვეყნებულიც, ცხადყოფს, რომ საზოგადოების უმრავლესობას არსებული პოლიტიკური დღის წესრიგის ძირეულად შეცვლა სურს. ეს ნიშნავს, რომ ერთნაირად მიუღებელიაოცნებაცდა მის მიერ ხელოვნურად შექმნილშენარჩუნებული .. გაერთიანებული ოპოზიციაცნაცმოძრაობისადა მისი განაყოფების სახით. კონსერვატიული იდეოლოგიური ბანაკიდან თქვენ ერთერთი ხართ, ვინც ამომრჩევლისთვის რეალური პოლიტიკური ალტერნატივაა. რას ეუბნებით ამომრჩეველს, რას ეუბნებით საზოგადოებას და, საერთოდ, რას ელოდებით ამ არჩევნებისგან?

_ მადლობა “საქართველო და მსოფლიოს” შესაძლებლობის მოცემისთვის, რომ ღია სარკმელში დავენახო ჩემს ამომრჩეველს და კიდევ ერთხელ მივაწვდინო ჩემი პოლიტიკური გზავნილები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ელექტრონული მედია, რომელსაც დღეს თითქმის მთლიანად აკონტროლებს ლიბერალური დღის წესრიგი, მაქსიმალურად ცდილობს, დაბლოკოს ყველა ჩემნაირი კანდიდატი. ჩემი მონაწილეობა ამ არჩევნებში, რომელსაც ვუწოდებ ეპოქალურ არჩევნებს და გზაგასაყარს ციფრულ დღის წესრიგსა და ეროვნულ თვითმყოფადობას შორის, იქნება ერთგვარი მინირეფერენდუმიც კონკრეტულად დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში. ეს იქნება ერთგვარი რეფერენდუმი იმის, რა გვინდა _ მკვდრადშობილი ე.წ. პროდასავლური “ლიბერასტული” მასკულტურა თუ რეალური თვითმყოფადი პოლიტიკა, თუმცა სირთულეებიც იქნება და არ მაქვს იმის ილუზია, რომ არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი იოლად დათმობს ძალაუფლებას…

_ სოციალურ ქსელებში გამოხატულ რეაქციებს თუ გავითვალისწინებთ, საზოგადოების დიდი მხარდაჭერა გაქვთ. თუ გრძნობთ ამ მხარდაჭერას?

_ ერთ მაგალითს გეტყვით: ჩუღურეთში ერთმა ადამიანმა სრულიად უსასყიდლოდ, შემოწირულობის სახით დამითმო ორი ოფისი. წარმოგიდგენიათ, რამხელა მხარდაჭერაა? ჩვენ დიდი ფინანსური რესურსი არ გვაქვს და ქალაქის ცენტრალურ უბნებში საარჩევნო ბილბორდების განთავსების ფუფუნებას მოკლებულნი ვართ, განსხვავებით “ოცნებისგან” ან თუნდაც “ნაცებისა” და “ევრონაცებისგან”, მაგრამ ადამიანები მზად არიან, თავიანთი სახლების კედლები დაგვითმონ, სარკმლებზე განათავსონ რეკლამები… ეს ჩემთვის და მთლიანად კონსერვატიული ფლანგისთვის უდიდესი მოტივაციაა, უდიდესი სტიმული და დასტური იმისა, რომ ადამიანებს ამ ლიბერასტული დიქტატისა და ტირანიის პირობებში მართლა ჰაერივით სჭირდებათ ძირეული ცვლილებები. შემიძლია გითხრათ, რომ ორჯერ და სამჯერ მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ასევე ცვლილებების მომხრეა, მაგრამ გარკვეული რისკისა თუ შიშის გამო ვერ ბედავენ ეროვნული ძალების დახმარებას.

_ თქვით, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით ფინანსურ შესაძლებლობებს მოკლებული ხართ. მიუხედავად ამისა, თუ არჩევნებში გაიმარჯვებთ და მომავალ საკანონმდებლო ორგანოში მძლავრ კონსერვატიულ ძალად იქნებით წარმოდგენილი, რა იქნება თქვენი მთავარი ორიენტირი რეალური ცვლილებებისკენ?

_ დასაწყისში ორი მიმართულებით გადაიდგმება ნაბიჯები: პირველი _ ეს იქნება დემოკრატიის მექანიზმების განსახორციელებლად საკანონმდებლო ცვლილებებისთვის ბრძოლა. თქვენ იცით, რომ დღეს საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს რეფერენდუმის გზით კანონში ცვლილებების შეტანას, რაც, ჩემი აზრით, არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული მოცემულობა. ეს შეიცვლება… მეორე _ აქამდე მიღებული საკანონმდებლო ბაზა, დაწყებული ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონით, გაგრძელებული იუვენალური ფაშიზმის ტრიადითა და დამთავრებული მიწის კოდექსითა თუ სხვა ანტიქართული კანონებით, გადაიხედება. კიდევ ვიმეორებ: ეს მოხდება პირდაპირი დემოკრატიის გზით. დარწმუნებული ვარ, რომ, თუ მომავალ პარლამენტში კონსერვატიული ფლანგი ანგარიშგასაწევ ძალად იქნება წარმოდგენილი, როგორც პარლამენტის გარედან, ისე შიგნიდან, ჩვენ გვექნება რეალური შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დავასრულოთ ნეოლიბერალური ტირანია…

_ გასაგებია. საგარეო პოლიტიკის ნაწილში რა იქნება თქვენი მთავარი ამოსავალი წერტილი, რომლითაც იხელმძღვანელებთ?

_ საგარეო-პოლიტიკური კურსი ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ასევე საჭიროებს ფუნდამენტურ გადახედვას, ამიტომ ამ ნაწილშიც, ცხადია, ჩემი თვალსაზრისი მაქვს. პირველი და მთავარი, რაც, ვფიქრობ, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა _ ეს არის რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების რეგულირება. ამის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, რომელიც სოციალური ფონის გაუმჯობესების უმთავრესი წინაპირობაა, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აფხაზებისა თუ ოსების ინტეგრირება ერთიან ქართულ სახელმწიფოში. “ნატო-ნატოს” ძახილი და მაპზე უკეთესის უსასრულოდ ლოდინი რომ არაფრის მომტანია, ყველა ხვდება, ამიტომ ვფიქრობ, საზოგადოებას არ სჭირდება ბევრი ახსნა, რა ცვლილებები სჭირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას… ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ჩემი მთავარი პრინციპი და პრიორიტეტი იქნება ადამიანი, როგორც ღირებულება; ოჯახი, როგორც ქვეყნის მშენებლობის მთავარი ქვაკუთხედი. აი, სწორედ ამ ინტერესიდან გამომდინარე მოხდება ყველა ცვლილება, რომლებსაც მე თანამებრძოლებთან ერთად განვახორციელებ, თუ, რა თქმა უნდა, დეპუტატის მანდატით შევალ პარლამენტში.

_ ბოლო პერიოდის ყველა გამოკითხვა ცხადყოფს, რომ საზოგადოებაში პოლიტიკური პროცესებისადმი ნიჰილიზმი საკმაოდ მაღალია. ეს წინა არჩევნებზეც ნათლად გამოჩნდა. რას ეტყვით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც, უკვე წლებია, არ მიდის ხმის მისაცემად და გვერდიდან უყურებს პროცესებს. როგორ ფიქრობთ, დაუშვებს ხელისუფლება პოლიტიკური დღის წესრიგის ძირეულად შეცვლას და ახალი ძალების მოსვლას ქვეყნის სათავეში? კონსერვატიულ ძალებს ვგულისხმობ.

_ დავიწყოთ იმით, რის იმედი აქვს ან შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას. პირველი _ ხელისუფლების წარმომადგენლებს დიდი იმედი აქვთ თავიანთი მუდმივი ელექტორატის, რომელსაც ნებისმიერ დროს გამოიყვანენ და მიაცემინებენ ხმას. აქ იგულისხმება, როგორც პარტიული აქტივი, ისე საჯარო სამსახურებში დასაქმებული ხალხი; მეორე _ მათ იმედი აქვთ წარმოუდგენლად დიდი ფინანსური რესურსის, რომელიც არჩევნების ბედზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. და მესამე _ მათ იმედი აქვთ, რომ საზოგადოებას ეშინია ნაცრეჟიმის დაბრუნების. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მოქალაქეების დაბალი აქტივობა არჩევნებზე მათ წისქვილზე ასხამს წყალს და ..

თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც, რომლისაც, ჩემი აზრით, ხელისუფლებას ყველაზე მეტად ეშინია.

_ რას გულისხმობთ?

_ თუ იქნება ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა და 60-70-80 პროცენტი წავა არჩევნებზე, პრაქტიკულად, ყველაფერი იქნება გადაწყვეტილი, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში არც ხელისუფლებას და არც ე.წ. პროდასავლურ ოპოზიციას არ ეყოფათ თავიანთი მუდმივი ელექტორატის ხმა, რომელიც დაბალი აქტივობის პირობებშია მხოლოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი. და კიდევ _ ვერანაირი გაყალბებით რეალურ სურათს ვერ შეცვლიან. რაც შეეხება ნიჰილიზმს, რა თქმა უნდა, დღესაც გულმოდგინედ მუშაობენ, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც, რომ ადამიანებს დაუკარგონ იმედი, ჩააქნევინონ ხელი ყველაფერზე და უთხრან: რა აზრი აქვს არჩევნებზე წასვლას, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილიაო. ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხელის ჩაქნევა, იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ეს არანაირად არ შეეფერება ეროვნულად მოაზროვნე ქრისტიან ადამიანს. და მეორე _ ყველას ვაძლევ პირობას, რომ მაღალი აქტივობის შემთხვევაში, თუ ყველა წავალთ არჩევნებზე და გავაკეთებთ სწორ არჩევანს, ვერანაირი გაყალბებით, ვერანაირი ფინანსური თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით გარედან თავს მოხვეული ნეოლიბერალური მარაზმი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ამაში დარწმუნებული ვარ, ამიტომ ნუ აჰყვებით ხელისუფლების მსახურებს და ნუ დაიჯერებთ, რომ არჩევნებით რამის შეცვლა შეუძლებელია. არჩევნებში მონაწილეობით, სულ ცოტა, შეიძლება წყალი შევუყენოთ არსებულ სამარცხვინო სისტემას და ამით შევქმნათ იმის უკვე 100%-იანი წინაპირობა, რომ ძალიან მალე ქვეყანაში განხორციელდეს ძირეული ცვლილებები. აი, ამიტომ ეშინიათ მათ ამომრჩევლის მაღალი აქტივობისა და პრინციპულობის, რომელიც ნამდვილად იქნება მათი დასასრულის დასაწყისი, ოღონდ არა ერთი პარტიის ან პიროვნების, არამედ მთლიანად სპექტრისა და არსებული სისტემის.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. წარმატებას გისურვებთ ბატონო დიმიტრი!!! სწორედ თქვენნაირი ხალხი ჭირდება საქართველოს!!! ძალიან ბევრი ადამიანი გიჭერთ მხარს!!!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ქართველი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here