აშშ–ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა, რომ “ბოლო დროს შეიცვალა თეთრი სახლისა და აშშ–ის კონგრესის დაპირისპირების ხასიათი, და ბრალი დასდო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ცდილობენ “ადმინისტრაციის საქმიაჰნობის საბოტაჟს”, _ იუწყება Washington Examiner.
“ტრამპის მოწინააღმდეგეები ისე ლაპარაკობენ “წინააღმდეგობის გაწევაზე”, თითქოს საქმე ეხება “საოკუპაციო სამხედრო ხელისუფლების” წინააღმდეგ ბრძოლას, ანუ საკუთარ თავს “ლოიალურ ოპოზიციად” კი არ მიიჩნევენ, არამედ ომის მონაწილეებად”.
“პოლიტიკური დღის წესრიგისთვის საფუძვლის გამოცლის ასეთი მცდელობა არც ერთი სხვა პრეზიდენტის მოღვაწეობისას არ მომხდარა, _ განაცხადა გენერალურმა პროკურორმა და დასძინა, რომ დღეს “შეირყა ხელისუფლების დანაწილების დოქტრინა”.