Home რუბრიკები პოლიტიკა “დედა ენის” ნაცვლად, პირველკლასელთა სახელმძღვანელოს “უცხო ენათა ლექსიკონი” ხომ არ დავარქვათ?!

“დედა ენის” ნაცვლად, პირველკლასელთა სახელმძღვანელოს “უცხო ენათა ლექსიკონი” ხომ არ დავარქვათ?!

5563
წიგნი

ჩვენ სოციალიზმის ეპოქაში გაზრდილი თაობა ვართ. ის თაობა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაფერი ნახა სამოქალაქო ომით დაწყებული, შიმშილის ზღვარზე მყოფი უშუქო და უგაზო ქვეყნით დამთავრებული. და მაშინაც, იმ არეულ წლებშიც დაგაგანია კომუნიზმშიცყველა, აბსოლუტურად ყველა ახალ ცხოვრებას ასე ვიწყებდით: “აი ია”. იაკობ გოგებაშვილისდედა ენაუკვდავი გვეგონა და უკვდავიც იყო მაშინ. ვერცპირსისხლიანი კომუნისტებიგაბედავდნენ, “დედა ენაშეეცვალათ, სასკოლო პროგრამიდან ამოეღოთ ან რაიმეთი ჩაენაცვლებინათ. ჰოდა, ვიზრდებოდითაი ია”-ზე, მერე ვსწავლობდით კითხვას, ვკითხულობდით ქართველ და უცხოელ კლასიკოსებს, მაგრამ ყველაზე კარგადაი იავიცოდით, როგორც სულის ნაწილი. თუ რამე კარგად ვიცოდით, ვამბობდით, რომაი იასავითვიცითთქო და დღემდე ასეა.

რაც ვერ შეძლეს კომუნისტებმა ჩვენი “მონობის” პერიოდში, ძალიან მარტივად მოვახერხეთ დამოუკიდებელ და “თავისუფალ” საქართველოში. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ დაიწყო “დედა ენასთან” ბრძოლა, აქაოდა, მოძველებულია და ახლით უნდა ჩავანაცვლოთ, რა დროს “აი ია”-აო. ასე გაქრა სკოლებიდან გოგებაშვილის უკვდავი წიგნი, რომელიც, მხოლოდ კითხვის სწავლაში კი არა, ადამიანად ჩამოყალიბებაში გვეხმარებოდა, და არა მხოლოდ ჩვენ: იმ ადამიანებსაც, რომლებიც დღეს ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს…”

ზარზეიმით გახსნილ ახალ სასწავლო წელს პირველკლასელებმა ახალი წიგნებიც მიიღეს და მათ შორისმშობლიური ენა”, რომელმაცდედა ენაჩაანაცვლა. ამ სახელმძღვანელოს რამდენიმე ვარიანტიდან მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, ერთერთი აირჩიონ. რაძალიან პატრიოტიუნდა იყოს პედაგოგი, რომ სწორედ ის სახელმძღვანელო აარჩიოს, რომელშიც არაბულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე წერია: “დედამიწა ჩვენი სახლია”. ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი ინფორმაცია, ეს წერია იმ წიგნში, რომელიც განათლების სამინისტრომ დაამტკიცა და რომლის ავტორები არიან ნესტან კუპრავა, დოდო ნაზორიშვილი, მზია ფოფხაძე და მაია ხაზიური. პირველკლასელებიც, სავარაუდოდ, ვალდებული იქნებიან, ეს ფრაზა სომხურად, არაბულად და აზერბაიჯანულად, არათუ წარმოთქვან, დაწერონ კიდეც.

ვინმემ იცის, რატომ ვავალდებულებთ პირველკლასელ ბავშვებს ამ ენების სწავლას? თუ იმას გვეტყვიან, რომ არაბები, ირანელი, აზერბაიჯანელი და სომეხი ბევრი ცხოვრობს საქართველოში, მაშინ რა დააშავეს ბერძნებმა, რუსებმა, ასირიელებმა, იეზიდებმა… ბარემ მათი ენებიც შევასწავლოთ და “დედა ენის” ნაცვლად პირველკლასელთა სახელმძღვანელოს დავარქვათ უცხო ენათა ლექსიკონი და ბავშვები კი არა, პოლიგლოტები გვეყოლება, სკოლას რომ დაამთავრებენ, ათი ენა ეცოდინებათ და მერე ხომ ყველა კარი ღიაა?!

განათლების სისტემაში რაღაც არის შესაცვლელი!” _ პრაქტიკულად ასე იწყებს ყველა ახალი პრემიერი და განათლების ყველა მინისტრი საუბარს და შემდეგ იწყება დაპირებების კასკადი, რომელიც, ძირითადად, ხელფასების ზრდასა და წიგნების ხელმისაწვდომობას ეხება, მაგრამ გვჭირდება კი ასეთი წიგნები? ახალმა მინისტრმა განათლების სტრუქტურაში წმენდა რომ დაიწყო და არაერი ადამიანი გაათავისუფლა, ერთხელ მაინც არ გაუჩნდა სურვილი, სასწავლო წლის დაწყებამდედედა ენააეღო ხელში, ისდედა ენა”, რომელიც მისმა უწყებამ დაამტკიცა, რომელშიც ავტორებმა არაერთი ათასი ლარი მიიღეს და რომლითაც საქართველოს მომავალმა უნდა ისწავლოს. იმ მომავალმა, რომლისთვისაც თურმე ვიღვწით და ვწვალობთ, თორემ ჩვენთვის რეალურად არაფერი გვინდა. არ გაუჩნდა მინისტრს სურვილი იმისა, რომ გადაეფურცლა წიგნი, რომელმაც გოგებაშვილისდედა ენაჩაანაცვლა, ის წიგნი, რომელზეც თვითონ გაიზარდა და რომლის გარეშეც ჩვენი თაობის ბავშვობა, უბრალოდ, არ არსებობდა?!

წიგნი

მაგრამ არა, მთავარი ეს არ არის. მთავარია ის, რომ ევროტოლერანტობის დემონსტრირება მოვახდინოთ საჯაროდ (იმ ტენდენციების, რომლებიც დღეს ევროპას ჭირად ექცა და რა უშველონ, ვერ მოუფიქრებიათ). საქართველოში არაბებმა და ირანელებმა, სომხებმა და აზერბაიჯანელებმა დაინახონ, რომ მათთვის ვზრუნავთ, რომ სასათბურე პირობებს ვუქმნით, რომ ბედნიერები ვართ და მათი ბავშვების მომავალი საკუთარ შვილებზე მეტად გვაღელვებსკარგია, რომ, მაგალითად, მეზობელ აზერბაიჯანთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და, გარდა იმისა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მის უხარისხო საწვავსაც (ვისაც არ სჯერა, შეამოწმოს აზერბაიჯანიდან შემოტანილი საწვავის ხარისხი) ვასაღებთ, მაგრამ რაღაც არ გვსმენია, საინგილოში, იქ, სადაც ქართველები უმრავლესობაა, აზერბაიჯანის განათლების სისტემას ეზრუნოს და ქართველებისთვის ქართულად დაებეჭდოს ერთი სიტყვა მაინც. ეგ კი არა და, საინგილოში მდებარე ეკლესიებს ფარეხებად იყენებენ და ქართველებს ბავშვებისთვის ქართული სახელის დარქმევას უკრძალავენ. ჰო, ოფიციალურად უკრძალავენ, რადგან იქაური საჯარო რეესტრი დავითს, გიორგის, ნინოს, მარიამს რეგისტრაციაში არ ატარებს, დაბადების მოწმობას არ იძლევა. ანუ იქაური ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ყოველგვარი ქართული ამოძირკვოს და ტერიტორია, რომელზეც ქართველები ცხოვრობენ, სრულად იქცეს აზერბაიჯანულად და ქართულის სახსენებელიც გაქრეს. ეს რომ ასეა, სახელმწიფო უწყებებში ყველაზე კარგად იციან. მუდმივად აპელირებს ამ თემაზე საპატრიარქო და ამბობს, რომ იქ საქადაგოდ ჩასულ მღვდლებს სერიოზული პრობლემები ექმნებათ და სამი თვის შემდეგ სასულიერო პირებს ქვეყნიდან აძევებენ, რათა მათმა ქადაგებამ შედეგი არ გამოიღოს, ახალი სასულიერო პირი რომ ჩავა და 2-3 თვეში გაერკვევა სიტუაციაში, ისევ უკან გამოუშვებენ აზერბაიჯანში სამწლიანი შესვლის აკრძალვით.

ისიც ხომ კარგად იციან სახელმწიფო უწყებებში, რომ სომხეთის საზღვარზე მცხოვრები ეთნიკური სომხების უმრავლესობას უკვე სომხეთის მოქალაქეობა აქვს, ძირძველ სამშობლოში გადასვლის პრობლემა რომ არ შეექმნას. სამაგიეროდ, სომხური მხარე კულუარულად უკვე ამბობს, რომ სომხებით დასახლებული ტერიტორია ისტორიულად მათია და თანაც იქ უკვე, საქართველოს კი არა, სომხეთის მოქალაქეები ცხოვრობენ და ერთ მშვენიერ დღეს, სომხეთი თავისი მოქალაქეების ინტერესების დაცვას გადაწყვეტს. უკვე დაუფარავად საუბრობენ იმაზე, რომ სომხეთში არჩევნების დროს ერთი უბანი ახალციხეშიც გაიხსნას, სადაც საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი და აქ მცხოვრები, მაგრამ უკვე სომხეთის მოქალაქეები, მისცემენ ხმას.

და ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ, ქართველები, ჰარაკირის ვიკეთებთ, ჩვენივე ხელით ვბეჭდავთ მრავალენოვანდედა ენას”, “დედა ენას”, რომელსაც სახელიც შევუცვალეთ დამშობლიური ენადავარქვით. და როგორ უნდა ავუხსნა ჩემს შვილს, რომ არაბული, სომხური და აზერბაიჯანული მისი მშობლიური ენა არ არის, როცა წიგნში, მისი ცხოვრების პირველ წიგნში, გარკვევით უწერია, რომ ეს მშობლიური ენაა?! ვის უნდა დაუჯეროს ბავშვმა: მშობელს თუ მასწავლებელსა და წიგნს?!

მოდი, ისიც ვთქვათ, რაც ხელისუფლებაში ასევე კარგად იციან, მაგრამ საგულდაგულოდ მალავენ. საქართველოში ირანიდან მოსახლეობის მასობრივი ემიგრაცია რომ მიმდინარეობს, არახალია. უკვე ამერიკულმა მედიამაც დაბეჭდა, რომ შარშან საქართველოში 300 ათასზე მეტი ირანელი(?!) ჩამოვიდა.

ირანელები, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია ყელში აქვთ ამოსული, იმედის მზერას ისტორიულად საოცნებო ქვეყანას აპყრობენ: საქართველო მათთვის ევროპაში გასასვლელ კარს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც ორ სახელმწიფოს შორის 2016 წელს უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, კავკასიურ ქვეყანაში წამსვლელი ირანელების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. უკვე ბევრი ირანელი ფიქრობს საქართველოში დამკვიდრებას, სადაც საცხოვრებელი ბინის ქირა, ცხოვრების ღირებულება და ინფლაციის დონე (2,8%) გაცილებით დაბალია, ვიდრე ირანში (9,4%). როგორც საქართველოში ირანის ელჩის _ სეიედ ჯავად ყავამშაჰიდის მიერ 24 აგვისტოს გაცხადებული მონაცემები მოწმობს, უვიზო რეჟიმის შეთანხმებაზე ხელმოწერამ ხელი შეუწყო ირანელთა დაინტერესებას საქართველოს მიმართ და შედეგმაც არ დააყოვნა: ბოლო 12 თვის განმავლობაში ქვეყანას 323 ათასი ირანელი ეწვია და თუ ასე გაგრძელდება, გაისად რაოდენობამ შეიძლება ერთ მილიონს მიაღწიოს”, _ ამ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Al-Monitor- ავრცელებს.

ანუ, ოფიციალურად, დადასტურებულად, დოკუმენტურად ვაღიარებთ, რომ მხოლოდ შარშან საქართველოში მოსახლეობის ათი პროცენტის ოდენობის ირანელი გვეწვია და, შესაძლოა, წელს ეს ციფრი მოსახლეობის მესამედს გაუტოლდეს. რა თქმა უნდა, ტურისტად ჩამოსვლას აქ ვერავის დავუშლით, მაგრამ საქმე ისაა, რომ ირანელთა უმრავლესობა საქართველოში საცხოვრებლად რჩება, ობიექტებსა და ბინებს ყიდულობს და ქართველები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მონებად ჰყავთ.

ისიც ხომ ყველასთვის ცნობილია, რომ თბილისში, ძალიან ბევრ სამშენებლო ობიექტზე ბინების გაყიდვა შეჩერებულია. სავარაუდოდ, გაზაფხულზე ირანული ინვესტიციები უნდა შემოვიდეს საქართველოში, რასაც დამატებით ირანელთა 25 000 ოჯახი შემოჰყვება ვითომ ამ პროექტებში სამუშაოდ. მშენებლები ამბობენ, რომ მყიდველები ისინი იქნებიან და უფრო ძვირსაც გადაიხდიან. და თუ ასე გაგრძელდება, ძალიან მალე, სულ რაღაც, 4-5 წელიწადში, ირანელთა რაოდენობა, არათუ ქართველების, არამედ მთლიანად მოსახლეობის რაოდენობას გადააჭარბებს და ვაზის აჩეხვა მერე ნახეთ.

მითუმეტეს, ვენახის ადგილებში კანაფის პლანტაციების გაშენება დაანონსებული გვაქვს და…

ბესო ბარბაქაძე

5 COMMENTS

  1. თითიდან გამოწოვილი პრობლემაა მშობლიურ ენის სახელმძღვანელოში ამ რამდენიმე წარწერის არსებობა. დიახ, ბავშვს უნდა ვუთხრათ, რომ სხვა ენები და დამწერლობებიც არსებობენ!

  2. დედაენა უნდა ისწავლებოდეს ისე,როგორც ვისწავლეთ ჩვენ.მეითხე კლასიდან დავიწყეთ ფრანგული ენის შესწავლა სკოლაში,მაგრამ არ დავრჩენილვართ უვიცები იმად,რომ სხვა ენებიც არსებობს.
    უნდა შეიცვალოს ამ თემაზე სამინისტროს გადაწყვეტილება და დედაენა ისწავლებოდეს ისე,როგორც იყო.ხოლო სხვა ენების შესწავლის მსურველებთათვის გაიხსნას კურსები,სადაც მათ ნებისმიერი ენის სწავლება შეეძლებათ დამატებით

  3. კარგი აღზრდა თუ უნდათ ახალგაზრდობის სწორედ ძველი დედაენა უნდა დააბრუნონ და ძველი მეთოდით ასწავლონ პირველ კლასელს. ჯერ საკუთარიი ენა უნდა შეასწავლოო და შემდეგ სხვა დანარჩენი უცხოენა…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ხათო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here