ფრიდრიხ ებერტის ფონდის ვენის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რაინჰარდ კრუმმა გაზეთ Frankfurter Allgemeine Zaitung–ში გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომ რუსეთმა შეძლო ევროპის “ოცნების” დანგრევა.
კრუმის აზრით, “დასავლეთის ქვეყნებს იმედი ჰქონდათ, რომ რუსეთი შეეჯახებოდა პრობლემებს და ამის გამო უკან დაიხევდა, მაგრამ, როგორც პუბლიცისტი აღნიშნავს, “იმედი რეალობას ასცდა”.
“რუსეთის შინაგანმა განვითარებამ, აგრეთვე, მისი საგარეო პოლიტიკის განვითარებამ, რაც ემოციურ განცდებს იწვევს ევროკავშირსა და აშშ-ში, გააოგნა როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი”, _ აღნიშნავს კრუმი და დასძენს, რომ შექმნილმა ვითარებამ “აზროვნების დამბლა” გამოიწვია და “ახლა დასავლეთში არავინ იცის, რა უნდა მოიმოქმედონ სამომავლოდ”.
კრუმის დასკვნით, სახელმწიფოთა შორის ურთიერთქმედების საუკეთესო მეთოდი მოლაპარაკებებია, რადგან შეხვედრებზე შეიძლება იპოვონ ინტერესთა შეხების წერტილები და დადონ ისეთი გარიგებები, რომლებიც მისაღები იქნება ორივე ქვეყნისთვის.
ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით
მოამზადა ნიკა კორინთელმა