გულბაათ რცხილაძე: ჩინეთი შეაწუხა ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ და აიძულა, ამოქმედებულიყო აშშ-ის წინააღმდეგ

    „ჩინეთს აქვს ურთიერთგაძლიერებისა და განვითარების პრინციპი. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოები ერთმანეთს კი არ უნდა ექიშპონ, არამედ დაეხმარონ”

    გულბაათ რცხილაძე

    თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის სამიტი, რომელიც ოთხ დღეს გაგრძელდა, მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებით დამთავრების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გრანდიოზული აღლუმით დასრულდა. ღონისძიებას 24 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    თუ რა დაგვანახვა შანხაის სამიტმა, რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, გვესაუბრება ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე:

    _ ჩინეთს აქვს  ურთიერთგაძლიერებისა და განვითარების პრინციპი. ეს   იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებმა ერთმანეთს კი არ უნდა  ექიშპონ, არამედ   დაეხმარონ. ურთიერთდახმარება კი, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის გაგებით, ნიშნავს, რომ ის შემოდის შენს ბაზარზე თავისი პროდუქტით, გეხმარება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ფიქრობს, რომ შენ ამით განვითარდები და აქედან დივიდენდს მიიღებს. ჩინეთი შედის  იმ ქვეყნებში, რომლებშიც ბუნებრივი რესურსები ეგულება.  ამ ბუნებრივი რესურსების ექპლუატაციას ეწევა თავისი ეკონომიკისთვის, შემდეგ შენს ბუნებრივ რესურსებზე დამზადებულ პროდუქციას ასაღებს შენივე ბაზარზე. ეს არის ჩინეთის პოლიტიკის მარტივი განმარტება.

    _ ტიანძინში გამართულ სამიტს 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ და ყველა ეთანხმება ჩინეთის პოლიტიკას…  არის კი ჩინეთთან დაკავშირებული ქვეყნები ევროპაამერიკის საპირწონე?

    _ თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია, რომელიც თითქმის 25 წელიწადი არსებობს, ვერ იქნება ვერავის საპირწონე. ამ ორგანიზაციის წევრები ერთიანი პოლიტიკის მქონე ქვეყნები ვერ იქნებიან, რადგან ერთიან პოლიტიკას არ აწარმოებენ. მართალია, ზოგჯერ უკმაყოფილონიც არიან, მაგრამ ერთნაირი ხედვა აქვთ და არ მიიღებენ ჰეგემონისტურ მიდგომებს ამერიკის მხრიდან.

    ჩინეთი შეაწუხა ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ და გარკვეული ზარალიც განიცადა, ამიტომაც იძულებული შეიქნა, ამოქმედებულიყო ამერიკის წინააღმდეგ. როდესაც რუსეთი ცდილობდა რაღაცის გაკეთებას, ნეიტრალური იყო… რუსეთი აღარ შეეცდება, ჩინეთს ბოლომდე გაჰყვეს, მაგრამ მათი ურთიერთობები კარგია, რადგან გაფორმდა მემორანდუმი, რომ რუსეთმა უნდა გაუზარდოს ბუნებრივი აირის  მიწოდება, ფასზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მაგრამ ფაქტია, ჩინეთს შეღავათები ექნება.

    ასე რომ, ჩინეთი თავისი გავლენის განვრცობას ცდილობს  ევრაზიის კონტინენტზე და არ მხოლოდ მასზე. ის თავისი ინვესტიციებითა და სავაჭრო ურთიერთობებით აფრიკაშიც შევიდა და ლათინურ ამერიკაშიც…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here