გულბაათ რცხილაძე: მთავრობას სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ განათლების პრობლემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მოგვარდება

    ,,რა საგნები უნდა ასწავლონ ბავშვებს, ჰყავთ თუ არ ამ საგნების კარგი სპეციალისტები და, რაც მთავარია, ასწავლიან თუ არა ბავშვებს რუსულ ენას საფუძვლიანად?.. ისტორიის სახელმძღვანელოს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ყველაზე დიდი წნეხი განიცადა სოროსელი ლიბერალებისაგან”

    გულბაათ რცხილაძე

    ხელისუფლების მიერ გამოცხადებული განათლების რეფორმა ქართველი საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბევრის აზრით, ამ რეფორმაში უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელოების ცვლილებააითქვა, რომ შეიცვლება სახელმძღვანელოები, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, ვინ იმუშავებს ამ საკითხზე და როგორი იქნება ცვლილებები.

    განათლების რეფორმაზე გვესაუბრება ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე:

    _ განათლების რეფორმაში სახელმძღვანელოები უმნიშვნელოვანესია, მაგრამ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ისე არ მოხდეს, რომ სასკოლო, უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო ხარისხები საერთაშორისოდ არ აღიარონ. დღეს ჩვენი დიპლომები ნოსტრიფიცირებულია _ საერთაშორისოდ არის აღიარებული. ბოლონიის პროცესიდან ნაჩქარევმა გამოსვლამ შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს, რადგან ამ ცვლილებას ისეთი პირი უჩანს, თითქოს ვამტკიცებთ, რომ გლობალური პროცესებისა და ,,დიფ სთეითის” ნაწილი არ ვართ.

    ცდილობენ ბოლონიის პროცესიდან გასვლას, მაგრამ რას ვუბრუნდებით? საბჭოთა განათლების სისტემიდან რაღაცის აღება შეგვიძლია, მაგრამ ხელისუფლებას სიტყვა ,,საბჭოთას” ხსენებაც  არ სურს. საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოიცემოდა უამრავი ლიტერატურა, უამრავი სახელმძღვანელო, რომლებიც მეტად სიღრმისეული იყო, მაგრამ ის განათლებაც არ გვყოფნიდა და რეპეტიტორებთან დავდიოდით. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ საბჭოთა სახელმძღვანელოები ძალინ დიდ ცოდნას გვაძლევდა.

    რა საგნები უნდა ასწავლონ ბავშვებს, ჰყავთ თუ არ ამ საგნების კარგი სპეციალისტები და, რაც მთავარია, ასწავლიან თუ არა ბავშვებს რუსულ ენას საფუძვლიანად? რუსული ენის შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ამ ენაზე ინტერნეტსივრცეში ყველანაირი ინფორმაციის მოძიება შეიძლება, ქართულ ენაზე კი ვერაფერს ნახავთ ისეთს, რაც ახალგაზრდობას სასიცოცხლოდ სჭირდება. ინტერნეტში ინფორმაციაზე წვდომა ჭირს ინგლისურ და გერმანულ ენებზეც _ ამისათვის ფული უნდა გადაიხადო და თანხა ცოტა არ არის… რუსულ ენაზე კი უნიკალური ბიბლიოთეკაა, განსაკუთრებით სამეციერო და წვდომაც ადვილია. ეს უნდა გაითვალისწინონ განათლების რეფორმატორებმა. სასწავლებლებში უნდა დააბრუნონ რუსული ენის კვალიფიციური მასწავლებლები.

    _ ყველაზე მტკივნეულია საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოების საკითხი. ისტორიის სახელმძღვანელოები, რომლებითაც ბავშვებს ასწავლიან, სრულად არ მოიცავს ჩვენი ქვეყნის ისტორიასთქვენ მიერ გამოცემულმა წიგნმა, რომელიც დიდ სამამულო ომს ეხება, ბავშვები გააოცა, მათ სინამდვილე არ იცოდნენ და ამ წიგნიდან ბევრი რამ შეიტყვეს

    _ სტალინმა თქვა, ისტორია პატრიოტული მეცნიერებააო. ისტორია პოლიტოლოგიის შემადგენელი დისციპლინაა. ისტორიის სახელმძღვანელოს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან მან ყველაზე დიდი წნეხი განიცადა სოროსელი ლიბერალებისაგან.

    წნეხი განიცადეს პედაგოგებმაც, ეს ახალგაზრდებზეც აისახა. ისტორიაში უნდა იყოს კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურაც. ახალგაზრდები ცოდნაზე დაფუძნებული პატრიოტიზმით უნდა აღიზარდონ და არა ურაპატრიოტიზმით.

    ერთ-ერთ სკოლაში წაიკითხეს ჩემ მიერ გამოცემული წიგნი დიდ სამამულო ომზე, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, განათლების სამინისტროდან გაგზავნეს წერილი, დაემუქრნენ სკოლის დირექტორს, პედაგოგებს და ეს მოხდა ორი წლის წინათ…

    ახალგაზრდებს არ ასწავლიან დიდი სამამულო ომის პერიპეტიებს, ფაქტებს, რაც ძალიან ცუდია. ამით ახალგაზრდას ხელს უშლიან, თვითონ გადაწყვიტოს _ იყო თუ არა დიდი სამამულო ომი ჩვენი ომი.

    სახელმძღვანელოებში, რომლებსაც ახლა გამოსცემენ, საჭირო არ არის უახლესი ისტორიის საკითხების შეტანა, რადგან ის არაობიექტური იქნება. დიდი ხანია, ჩვენი საზოგადოება დაქსასულია, სახელმძღვანელოს შემდგენელიც ვიღაცის, რაღაცის მომხრე იქნება და მოზარდებს სწორად ვერ მიაწვდის უახლესი ისტორიის საკითხებს.

    მივესალმები ინიციატივას, რომ ბავშვებს სკოლაში მობილურები არ უნდა ჰქონდეთ. დედა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მის შვილს სკოლაში არაფერი დაუშავდება.

     ამჟამინდელ მთავრობას სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ განათლების პრობლემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მოგვარდება. ეს გრძელვადიანი პროცესია.

    საინტერესოა, ვინ შევა იმ კომისიაში, რომელმაც სახელმძღვანელოებზე უნდა იმუშაოს, საჯარო იქნება თუ არა  ინფორმაცია ცვლილებების შესახებ… შეკითხვა ბევრია, ჩვენ კი, ლოდინის გარდა, სხვა გზა არ გვაქვს…                              

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here