საბერძნეთში ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თამარა შანავა დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“გუგეშაშვილის შვილის ტრაგედიის შემდეგ ინტერნეტ სივრცეში ირკვევა , რომ არა მხოლოდ ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა , არამედ წინა თაობის წარმომადგენლებმაც არაფერი იციან თბილისში მშვიდობიანი მიტინგების დახვრეტის , სამეგრელოში მხედრიონის ველურობის და აფხაზეთში ქართველების მარადიორობის შესახებ.
აი რაზე უნდა აკეთებდეს ტელევიზიები გადაცემებს !
ასეთ თემებზე უნდა საუბრობდნენ რადიოში და წერდეს პრესსა .
და მერე იქნება გადმოგვხედონ ზემოდან და მოვიდეს ნება უმაღლესი ეშელონებიდან , გამოძიებული იქნას ყველას კრიმინალური წარსული .
იმედი მაინც მაქვს რომ ოდესმე ჩამოვყალიბდებით სამოქალაქო სინდისიერ საზოგადოებად და შევქმნით სახელმწიფოს , სადაც უზენაესი იქნება –კანონი !”,-წერს შანავა.