Home ახალი ამბები გოგაძე სააკაშვილის ექსტრადირებაზე : საქართველოს პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს,რომ დაისაჯოს ყველა...

გოგაძე სააკაშვილის ექსტრადირებაზე : საქართველოს პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს,რომ დაისაჯოს ყველა ვისაც საქართველოს ტერიოტრიაზე დანაშაული აქვს ჩადენილი

მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა ის პირი, ვისაც საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაული ჩადენილი აქვს,  მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს.

ეს შეფასება გოგაძემ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

”მივმართეთ სამჯერ უკრაინის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და ველოდებით მათგან ქმედით ღონისძიებებს. შესაბამისი საფუძვლები რომ არ არსებობდეს, რა თქმა უნდა, არ გავაგზავნიდით. იქ იყო მოქალაქეობის მოტივი, რა მოტივიც აღარ არსებობს. საქართველოს პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რათა ყველა ის პირი, ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე, წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე”, – განაცხადა გოგაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here