Home ახალი ამბები საქართველო გია ვოლსკი – საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს იმ პოლიტიკური ატმოსფეროს გავლენის...

გია ვოლსკი – საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს იმ პოლიტიკური ატმოსფეროს გავლენის ქვეშ, რომელიც საზღვარგარეთ კონკრეტული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ყალიბდება

საზღვარგარეთ არჩევნების შედეგები არ გვიჩვენებს, რომ ოპოზიციას დიდი უპირატესობა აქვს. საზღვარგარეთ არ არის ადამიანთა ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება, არჩევნების შედეგებს ცვლიდეს. ამ თემაზე მიმდინარეობს მუდმივი სპეკულაცია, ეძლევა თუ არა ყველას საშუალება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და საკმარისია თუ არა საარჩევნო ოლქები და უბნები ამისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ნებისმიერი მოქალაქე სერიოზული ადგილობრივი მმართველობის გავლენის ქვეშაა და ოთხ წელიწადში ერთხელ თუ ჩამოვლენ საკუთარ ქვეყანაში, თავიანთ კონსტიტუციურ ვალდებულებას შეასრულებენ, სწორედ ეს აჩვენებს რეალურ შედეგებს არჩევნების შემდეგ.

„ბოლო პერიოდმა დაგვანახა, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ პოლიტიკურ ნებაზე გავლენის რესურსი საკმაოდ გაიზარდა. ეს მხოლოდ იმ ხალხს არ ეხება, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ან აშშ-ში ცხოვრობენ. სამხრეთში ცხოვრობს, ჩრდილოეთში თუ დასავლეთ-აღმოსავლეთში, ნებისმიერი მოქალაქე საკმაოდ სერიოზული ადგილობრივი მმართველობის გავლენის ქვეშაა. ეს მმართველობა თუ ამას მოინდომებს, ამ მოქალაქეების მოწყვლადობა გაცილებით მაღალია. ოთხ წელიწადში ერთხელ თუ ჩამოვლენ საკუთარ ქვეყანაში და თავიანთ კონსტიტუციურ ვალდებულებას შეასრულებენ, ეს სწორედ ის იქნება, რაც რეალურ შედეგებს დადებს არჩევნების შემდეგ. სამ წელიწადში საკმაოდ კარგი ეკონომიკური ვითარება იქნება საქართველოში, რომ ადამიანებმა არალეგალური ცხოვრების ხარჯზე საზღვარგარეთ მწირი შემოსავალი არ ეძებონ. საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს იმ პოლიტიკური ატმოსფეროს გავლენის ქვეშ, რომელიც საზღვარგარეთ კონკრეტული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ყალიბდება.

სწორედ ტექნოლოგიური რესურსების გამოყენებით, რომელიც, ვფიქრობთ, სამ წელიწადში კიდევ უფრო ინტენსიური იქნება, გავლენა უფრო ადვილია იმ ადამიანთა ნებაზე, რომლებიც საზღვარგარეთ კონკრეტულ ვითარებაში არიან, ვიდრე იმ ხალხზე, ვინც აქ ცხოვრობენ და ხედავენ ცუდსაც, კარგსაც, შავზე არ ამბობენ თეთრს, თეთრზე კი – შავს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here