Home ახალი ამბები გვარამია ზურა ადეიშვილზე: სასამართლო მისი ნარჩენებისგან უნდა გაიწმინდოს

გვარამია ზურა ადეიშვილზე: სასამართლო მისი ნარჩენებისგან უნდა გაიწმინდოს

1428

“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იუსტიციის საბჭოს წევრ ანა დოლიძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც ამბობს, რომ სასამართლო  ზურაბ ადეიშვილის ნარჩენებისგან უნდა გაიწმინდოს.

“პირველი – ზურა ადეიშვილზე ახლო მეგობარი მე არ მყავს. მივიჩნევ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველზე ღირსშესანიშნავი საჯარო მოხელე იყო. იუსტიციის მინისტრი მეც ვიყავი, მაგრამ ზურაზე უკეთესი იუსტიციის მინისტრი საქართველოს არ ყოლია. მიუხედავად ამისა, სრულიად ვიზიარებ იმას, რომ მისი პროკურორობის და მინისტრობის დროს, სასამართლო მისი გავლენის ქვეშ იყო და ეს იყო მძიმე შეცდომა ზურასიც და უფრო მეტად, სახელმწიფოსი.

დიახ, ზურას ნარჩენებისგან სასამართლო უნდა გაიწმინდოს! ეს ის ნარჩენებია, თვითონ ზურასაც რომ ასამართლებენ დღეს და სამართლიანი სასამართლოს გარეშე ტოვებენ. მეორე – ანა დოლიძის და ჩემი ურთიერთობა ყოველთვის გამოირჩეოდა ურთიერთდაპირისპირებით და, ამავე დროს, ურტიერთპატივისცემით. დღეს მინდა ვაღიარო, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მისი კრიტიკა (არა მარტო მაშინდელი სახელმწიფო სისტემის, არამედ პირადად ჩემს მიმართაც) სრულიად ლეგიტიმური და ადეკვატური იყო. ყველაფერს დღესაც არ ვიზიარებ, თუმცა ბევრ რამეში ის სრულიად მართალი იყო და “რუსთავი 2”-ის საქმემ ეს ნათლად დაგვანახა ყველას. გამოვხატავ სრულ მხარდაჭერას მის მიმართ და მივიჩნევ სასამართლო სისტემის ერთადერთ ნათელ წერტილად! ის, რაც ახლა მის თავს ხდება, არის სრულიად არნახული კლანური შურისძიება, არა მარტო ამორალური და არაკოლეგიალური, სრულიად უკანონო და დანაშაულებრივიც”,– ამბობს გვარამია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here