მოძრობა „ეროვნულების” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ზვიად ტომარაძეს მიმართავს და ურჩევს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ში დებატებში მონაწილეობა არ მიიღოს.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ზვიად! ყველამ იცის შენ ვინ ხარ და ვინაა გვარამიას ბინძური კანტორის გომბეშოები, ამიტომ დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევ. ერთი კი მინდა გირჩიო ძმობილო, რომ „რუსთავი 2“-ზე აღარ წახვიდე გადაცემებში, რადგან შენნაირი პატრიოტი ხალხის იქ მისვლა დემოკრატიულობის იმიჯს უკეთებს ამ სისხლისმსმელებს! ბოიკოტი სისხლიან ტელევიზიას!“, – წერს ბრეგაძე.