Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანია აშშ-ის ფინანსური სისტემის მონოპოლიას ანგრევს

გერმანია აშშ-ის ფინანსური სისტემის მონოპოლიას ანგრევს

ევროპა თავისი სავალუტო ფონდის შესაქმნელად ემზადება

1340
ჰაიკო მაასი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ეჭვი შეიტანა გლობალურ საგადასახადო ინფრასტრუქტურებზე აშშის მონოპოლიის შენარჩუნების მიზანშეწონილობაში და ევროპის ქვეყნებს ახალი საგადასახადო სისტემის შექმნისკენ მოუწოდა. ეს სისტემა ბრიუსელს საშუალებას მისცემს, დამოკიდებული არ იყოს ვაშინგტონზე საერთაშორისო საფინანსო ოპერაციების განხორციელებისას და ამით გადაარჩენს .. ატომურ გარიგებას ირანსა და დასავლეთს შორის.

“ევროპამ აშშ-ს უფლება არ უნდა მისცეს, იმოქმედოს ჩვენზე და დაგვაზარალოს, ამიტომ საჭიროა, განვამტკიცოთ ევროპული ავტონომია აშშ-ისგან დამოუკიდებელი საგადასახადო არხების შექმნის გზით, მათ შორის, ევროპის სავალუტო ფონდისა და დამოუკიდებელი საგადასახადო სისტემის შექმნის გზით.

ევროპაში დამოუკიდებელი საგადასახადო სისტემების შექმნა უკვე დაწყებულია, მაგრამ ეს არ იქნება უბრალო საქმე”, _ განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ბერლინში გერმანიის ელჩებთან შეხვედრისას.

“ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ევროპის ავტონომია და სუვერენიტეტი სავაჭრო ეკონომიკურ და საფინანსო პოლიტიკაში. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ეს უკვე დავიწყეთ. ვმუშაობთ გადასახადის ახალ არხებზე და SWIFT-ისგან (ინფორმაციის გადაცემისა და გადასახადების საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტემა) დამოუკიდებელი სისტემის, აგრეთვე, ევროპის სავალუტო ფონდის შექმნაზე”, _ განაცხადა მინისტრმა.

ამას გარდა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ მალე წარმოადგენს გერმანიის საგარეო-პოლიტიკურ სტრატეგიას აშშ-ის მიმართ. ამისთვის კი გამოიყენებს გერმანიის წლის ღონისძიებებს, რომლებიც 3 ოქტომბერს დაიწყება აშშ-ში.

“დიდი ხანია, დადგა დრო, გადავაფასოთ ტრანსატლანტიკური პარტნიორობა: ფხიზლად, კრიტიკულად, თვითკრიტიკულად”, _ განაცხადა მინისტრმა. მანამდე კი გაზეთ Handelsblatt-ში გამოქვეყნებულ წერილში აღინიშნა, რომ აშშ და ევროპა, წლებია, ერთმანეთს შორდებიან, ერთობლივი ინტერესები და ფასეულობები კი ნელ-ნელა ქრება. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აღმოსავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი ტრამპის გაპრეზიდენტებამდე დაიწყო. მან თავისი უარყოფითი დამოკიდებულება გამოთქვა აშშ-ში ხელისუფლების შეცვლის მცდელობის გამო.

მაასმა აღნიშნა, რომ იქ, სადაც აშშ-მა გადაკვეთა წითელი ხაზი, აუცილებელია საპირწონის შექმნა.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here