Home რუბრიკები პოლიტიკა გახვრეტილი ქოლგა

გახვრეტილი ქოლგა

2670
ვლადიმერ პუტინი

1 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი ტრადიციული გამოსვლა ფედერალური საკრებულოს წინაშე უპრეცედენტოდ მწვავედ დაასრულა. მან მსოფლიოს, უფრო ზუსტად, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასე მიმართა: “ჩვენ არავინ გვისმენდა, ახლა მოგვისმენთ!”

პუტინის გამოსვლის ტექსტი, ტრადიციულად, დაყოფილია დაახლოებით თანაბარ ნაწილებად: ინფრასტრუქტურა, ადამიანური კაპიტალი, კორუფცია, საერთაშორისო დღის წესრიგი, მაგრამ ამჯერად პროპორციები მნიშვნელოვნად შეიცვალა. რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ორსაათიანი გამოსვლის თითქმის ნახევარი აშშ-თან დაპირისპირებასა და ახალ შეიარაღებას დაუთმო.

აშშ გამოვიდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეზღუდვის შეთანხმებიდან (ამ უვადო შეთანხმებას აშშსა და საბჭოთა კავშირს შორის ხელი მოეწერა 1972 წლის 26 მაისს _ ..). ეს შეთანხმება სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შეთანხმებასთან (რუსეთსა და აშშ შორის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების შემცირებას, აგრეთვე, ბირთვული მუხტების შემცირებას 1500 ერთეულამდე, ხოლო მძიმე ბომბდამშენების შემცირებას _ 700 ერთეულამდე. შეთანხმებას ხელი მოეწერა 2010 წელს _ ..) ერთად უსაფრთხოების გარანტიას იძლეოდა ატომური იარაღის გამოყენების კუთხით. ჩვენ დიდხანს ვცდილობდით, გადაგვერწმუნებინა ამერიკელები, არ დაერღვიათ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულება, მაგრამ ამაოდ. მოლაპარაკებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, აშშ მაინც განაგრძობდა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განახლებაგანმტკიცებასა და ბირთვული პოტენციალის გაძლიერებას.

და რა გავაკეთეთ, ჩვენ პროტესტისა და გაფრთხილებების გარდა? რით უპასუხა რუსეთმა ამ გამოწვევას? _ აი რით: ბოლო წლებში უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა არმიისა და ფლოტის გასაძლიერებლად. შეიარაღებული ძალების აღჭურვამ თანამედროვე იარაღით 3,7-ჯერ მოიმატა”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, შემდეგ კი სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანებზე დაიწყო უახლესი რუსული იარაღის დემონსტრირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, პირველ რიგში, ილაპარაკა ახალი სარაკეტო კომპლექსის გამოცდაზე მძიმე საკონტინენტთაშორისო რაკეტა “სარმატით”. ვიდეოზე, რაკეტის გამოცდასთან ერთად, კომპიუტერული გრაფიკით ნაჩვენები იყო რაკეტის ფრენის მარშრუტი.

“რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შეთანხმებიდან გამოსვლის შემდეგ ვაშინგტონმა განაცხადა, რომ მათი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები დამიზნებული არ არის მოსკოვზე. ამერიკის ხელისუფლებამ თქვა, რომ “რუსეთს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს”. ეს ლოგიკა გასაგებია, ჩვენ ვართ დამნაშავენი. როდესაც სსრკ დაიშალა, რუსეთი ვალებში იყო ჩაფლული, ეკონომიკა არ მუშაობდა და “დასავლელმა პარტნიორებმა” გადაწყვიტეს, რომ მოსკოვი ანგარიშგასაწევი ძალა აღარ არის. და რა გავაკეთეთ ჩვენ, პროტესტებისა და გაფრთხილებების გარდა? _ რუსეთმა სწრაფად გადადგა ნაბიჯები უახლესი იარაღის შესაქმნელად. ახლა ჩვენი საკონტინენტთაშორისო სარაკეტო კომპლექსები აღჭურვილი იქნება ისეთი სისტემებით, რომლებსაც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გარღვევა შეუძლია”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

სარმატი
სარმატი

მან გაიხსენა რუსული რაკეტა “ვოევოდა”, რომელსაც დასავლეთში “სატანა” შეარქვეს და რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში შეიქმნა, “ახლა კი მას შეცვლის უახლესი იარაღი სარმატი”, რომელსაც ვერანაირი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ვერ შეაკავებს. ახალი იარაღის მოქმედების სიშორე შეუზღუდავია, ტრაექტორია _ გამოუცნობი”, _ თქვა პუტინმა.

შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა ახალი ენერგეტიკული ბირთვული მოწყობილობის მქონე იარაღის წარმატებით გამოცდაზე.

“არავის აქვს ისეთი იარაღი, როგორიც რუსეთს, _ აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა, _ და, როდესაც გამოჩნდება შეიარაღებაში, ჩვენი ბიჭები ახალს გამოიგონებენ. რუსეთში შემუშავებულია ახალი უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც სიჩქარით რამდენჯერმე აღემატება წყალქვეშა ნავებისა და ტორპედოების სიჩქარეს. ეს, უბრალოდ, ფანტასტიკაა.

ეკრანზე გაუშვეს კიდევ ერთი ვიდეო, რომელზეც ასახული იყო, როგორ მუშაობდა რუსული იარაღისთვის განკუთვნილი ენერგეტიკული მოწყობილობა. “ამ იარაღის ფლობა სერიოზულ უპირატესობას იძლევა შეიარაღებული ბრძოლის სფეროში. მისი ძლიერება, სიმძლავრე, როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, შეიძლება უზარმაზარი იყოს, სიჩქარე კი დღევანდელი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისგან დაცვის საშუალებას იძლევა, რადგან რაკეტსაწინააღმდეგო საშუალება, მას, უბრალოდ, ვერ დაეწევა”, _ განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ რუსეთს ზებგერითი იარაღიც აქვს.

ლაზერული იარაღი
ლაზერული იარაღი

პუტინმა ილაპარაკა ახალ სისტემა კინჟალზე”. “ეს იარაღი იქნება მეტეორიტივით”, _ განაცხადა პუტინმა და კიდევ ერთი ვიდეო აჩვენა. “ამ იარაღს ჯერჯერობით ავანგარდიდავარქვით, შეუძლია ატმოსფეროს მკვრივ ფენებში მანევრირება. სიჩქარე ჰიპერბგერითი ექნება”, _ თქვა მან.

პუტინმა გაიხსენა 2004 წელს ნათქვამი ციტატა, რომ რუსეთის სჭირდება ისეთი იარაღი, როგორიც მსოფლიოში არავის ექნება, მაგრამ იმხანად მოსკოვს არავინ უსმენდა, მოგვისმენთ ახლა!” _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

“მიმდინარეობს სამუშაოები ლაზერული იარაღის შესაქმნელად. ეს არ არის უბრალო თეორია თუ პროექტი, არც წარმოების დაწყება. ასეთ იარაღს ქმნის ქვეყანა, რომელშიც განვითარებულია მეცნიერება და განათლება, რუსეთს კი ამის პოტენციალი აქვს. დღეს შეიძლება დარწმუნებით ითქვას: რუსეთში შეიქმნა მაღალტექნოლოგიური არმია და მისი გული არის ერთგული ოფიცრების კორპუსი. რუსეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერება არავის ემუქრება. ჩვენ არასდროს გვქონია და არც ახლა გვაქვს ამ პოტენციალის გამოყენების გეგმა შეტევის, მით უმეტეს, აგრესიული მიზნებით. ჩვენ არავის ვემუქრებით, არავისზე თავდასხმას არ ვაპირებთ, არავის არაფრის წართმევას არ ვუპირებთ, ჩვენ ყველაფერი გვაქვს!

მათ, ვინც ბოლო 15 წლის განმავლობაში ცდილობდა თავისი შეიარაღების გაძლიერება-განვითარებასა და რუსეთზე უპირატესობის მოპოვებას, სამართლებრივი თვალსაზრისით უკანონო სანქციების დაწესებას, ჩვენი ქვეყნის განვითარების შეფერხებას (მათ შორის _ სამხედრო სფეროში), ვეტყვი: ყველაფერი, რის გაკეთებასაც ეწინააღმდეგებოდით ამ პოლიტიკის გატარებით, უკვე დასრულებულია და რუსეთის შეკავება ვერ მოახერხეთ. რუსეთი უპასუხებს ატომურ თავდასხმას და ეს მოხდება მყისვე, როგორი ზომებიც უნდა გამოიყენონ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ბოლო წლებში ჩვენ იმდენ რამეს მივაღწიეთ, სხვას ამისთვის ასწლეულები დასჭირდებოდა. მსოფლიო გარდამტეხი ცვლილებების პერიოდშია და ლიდერი იქნება ის, ვინც მზად არის და შეუძლია ცვლილებების განხორციელება. მივდიოდით, მივდივართ და ვივლით ჩვენი კურსით. ვიყავით და ვიქნებით ერთად!” _ აღნიშნა პუტინმა გამოსვლის დასასრულს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის, განცხადებით, რუსეთის არმიისთვის ახალი იარაღის შექმნის პროცესს პირადად პუტინი აკონტროლებდა.

რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ამერიკელების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა შეაფასა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ:

“ის, რასაც დღეს ქმნიან პოლონეთსა და რუმინეთში, ალასკაზე და რის შექმნასაც გეგმავენ სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, არის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის “ქოლგა” და ეს “ქოლგა” ნახვრეტებიანია”.

ამასთანავე, შოიგუმ აღნიშნა, რომ ახალი იარაღის შექმნა რუსეთს დაეხმარება, თავიდან აიცილოს შეიარაღების ახალ რბოლაში ჩათრევა და დაიცვას სუვერენიტეტი მრავალი წლის განმავლობაში.

განკითხვის დღის საშინელი იარაღი

ბრიტანული გამოცემა “დეილი მირორი” 2 წლის წინათ წერდა, რომ რუსეთი შეიარაღებულ ახალ სტრატეგიულ სარაკეტო კომპლექს “სარმატს” მიიღებდა.

ბრიტანელი მიმომხილველების აზრით, რუსეთის ახალი ბირთვული იარაღი დასავლელ პოლიტიკოსებსა და სამხედროებს შიშს ჰგვრით, რადგან თანამედროვე რადარებს ამ კომპლექსიდან გაშვებული ბირთული რაკეტის აღმოჩენა არ შეუძლია და რუსებს შესაძლებლობა ექნებათ, რამდენიმე წამში აღგავონ პირისაგან მიწისა ტერიტორიის მიხედვით საფრანგეთის ან ტეხასის შტატის ტოლი სახელმწიფო”.

დასავლურმა მედიამ რუსულ ახალ სარაკეტო კომპლექსს უწოდაგანკითხვის დღის საშინელი იარაღი”, რომელსაც ნებისმიერი რადიოსალოკაციო სისტემის მოტყუება შეუძლია.

სამხედრო სპეციალისტების აზრით, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ შექმნილ ახალ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას შეუძლია, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ნებისმიერ სისტემას აუაროს გვერდი და ეს იქნება პასუხი ამერიკულ ინიციატივაზე “სწრაფი გლობალური დარტყმის” შესახებ. ახალ ბალისტიკურ რაკეტა “სარმატს” რაკეტსაწინააღმდგო ბარიერების გადალახვის ისეთი ენერგეტიკული მარაგი აქვს, რომ შეუძლია ჩრდილოეთ ან სამხრეთ პოლუსის გავლით იფრინოს და მიზანს მიაღწიოს”.

სარმატისტექნიკური მახასიათებლები:

სარმატი” (PC-28) _ ეს არის საშახტო ბაზირების მეხუთე თაობის რუსული სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი, რომელიც აღჭურვილია მძიმე, ორსაფეხურიანი თხევადი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებით.

მეოთხე თაობის კომპლექსებისგან (P-36M “სატანა”) განსხვავებით, აქვს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებისგან თავდაცვის საშუალებები (საშახტო გამშვები მოწყობილობა), აგრეთვე, მაღალი სიზუსტის ჰიპერბგერითი საბრძოლო ბლოკები; შეუძლია იფრინოს სუბორბიტული ტრაექტორიით. ამ რაკეტით შეიძლება მოწინააღმდეგის სტრატეგიული ობიექტების დაზიანება და განადგურება ქობინის კინეტიკური ენერგიით, ბირთვული აფეთქების გარეშე. ორსაფეხურიანი რაკეტის სასტარტო მასა 169 ტონაა, სათავო ნაწილის მასა _ 10 ტ.

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here