Home რუბრიკები პოლიტიკა განხეთქილების ტომაჰავკი და სიცრუის ალქიმია

განხეთქილების ტომაჰავკი და სიცრუის ალქიმია

3452
განხეთქილების ტომაჰავკი და სიცრუის ალქიმია

7 აპრილს, დაახლოებით 4 საათზე, ამერიკელმა სამხედროებმა ფრთოსანი რაკეტებით მასირებულად დაბომბეს სირიის სამხედროსაჰაერო ძალების ბაზა პროვინცია ჰომსში _ აშშაირათი. 59 ფრთოსანი რაკეტატომაჰავკი”, რომელთაგან მხოლოდ 23-მა მიაღწია მიზანს, ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში მცურავი ამერიკული საესკადრო ნაღმოსნებიდან _ “როსი”-დან დაპორტერი”-დან გაუშვეს. დაიღუპა სირიის არმიის 4 სამხედრო მოსამსახურე, 2 _ უგზოუკვლოდ დაიკარგა. დაზიანდა 6 თვითმფრინავიმიგ-23”. თუმცა ასაფრენდასაფრენი ზოლი გადარჩა. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA- მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად აშშაირათთან ახლოს მდებარე დასახლებულ პუნქტებში _ ალჰამრათსა და შაიხათში _ დაიღუპა 9 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 4 ბავშვი

“დღეს, საღამოს, მე გავეცი განკარგულება, დაერტყათ აეროდრომისთვის სირიაში, საიდანაც განხორციელდა ქიმიური შეტევა. კამათიც კი არ შეიძლება იმაზე, რომ სირიამ გამოიყენა აკრძალული ქიმიური იარაღი, დაარღვია ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენცია და არად ჩააგდო გაეროს უშიშროების საბჭოს მოწოდებები. დღეს მე მოვუწოდებ ყველა ცივილიზებულ ქვეყანას, შემოგვიერთდეს მისწრაფებაში, ბოლო მოვუღოთ სისხლისღვრას სირიაში, აგრეთვე, ყველა სახეობისა და ტიპის ტერორიზმს”, _ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელი ერისადმი სატელევიზიო მიმართვაში. როგორც ჩანს, ამერიკის პრეზიდენტების (არა მხოლოდ) სენი მოკლე მეხსიერებაა: ტრამპს, ეტყობა, დაავიწყდა, რას მოუწოდებდა 2013 წლის 31 აგვისტოს აშშის იმჟამინდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, მაგრამ, მას ძველი განცხადებები ტელეკომპანია “სი-ენ-ენმა” შეახსენა:

აშშის პრეზიდენტს სჭირდება კონგრესის თანხმობა, სანამ სირიას დაარტყამს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება დიდი შეცდომა!” _ განაცხადა ტრამპმა პრეზიდენტობამდე. ახლა კი, როდესაც ის აშშ-ის პირველი პირია, კონგრესისთვის არ მიუმართავს სირიაში სარაკეტო დარტყმის ნებართვისთვის. აი ტრამპის კიდევ ერთი განცხადება: კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს სულელ ლიდერს, არ დაარტყას სირიას. თუ ამას გააკეთებს, ბევრი ცუდი რამ მოხდება და ამ ბრძოლიდან ამერიკა ვერაფერს მიიღებს (5 სექტემბერი, 2013 წელი).

აღსანიშნავია, რომ ტრამპი საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ყოველთვის მხარს უჭერდა საერთაშორისო ინტერვენციის შემცირებას. აკრიტიკებდა კონკურენტ ჰილარი კლინტონს და ამბობდა, რომ სირიის კონფლიქტის მიმართ კლინტონის დამოკიდებულება მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევდა.

ახლა რა მოხდა, რამ აიძულა ტრამპი, ასე მოქცეულიყო იმ ფონზე, როცა ჯერ დადასტურებული არ არის, ვინ განახორციელა 4 აპრილს ქიმიური იარაღით შეტევა სირიის პროვინცია იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნის მოსახლეობაზე, სააგენტოროიტერისმიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშის უახლოესი სამხედრო პირები დარწმუნებით ვერ ამბობენ, რომ სამხედრო აეროდრომ აშშაირათზე, რომელსაც რაკეტები იმიტომ დაუშინეს, რომ იქ ქიმიური იარაღი ეგულებოდათ, ნამდვილად იყო ქიმიური იარაღი.

არადა, 6 აპრილს პენტაგონის წარმომადგენელი ჯეფ დევისი მსოფლიოს არწმუნებდა, რომ, აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, სირიის სამთავრობო ჯარი აშ-შაირათის ავიაბაზაზე ქიმიურ იარაღს ინახავს, და 4 აპრილს სწორედ ამ ავიაბაზიდან აფრენილმა თვითმფრინავებმა გამოიყენეს მომწამვლელი ნივთიერება ზარინი (ნერვული სისტემის დამბლის გამომწვევი ნივთიერება) პროვინცია იდლიბის ქალაქ ხან-შეიხანის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, შედეგად დაიღუპა 72 ადამიანი.

სირიისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები კი კატეგორიულად უარყოფდენ ქიმიური იარაღის გამოყენებას და ამბობდენ, რომ სწორედ აშშის მიერ მხარდაჭერილი სირიის .. ზომიერი ოპოზიცია და ტერორისტული დაჯგუფებები იყენებდნენ ქიმიურ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

და ეს სიმართლესთან ძალიან ახლოსაა, რადგან სირიის პრეზიდენტის _ ბაშარ ასადის _ მხარდამჭერ სამთავრობო ჯარებს არაფერში სჭირდებოდათ ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. პირიქით _ მომწამვლელი ნივთიერების გამოყენება კიდევ ერთ საბაბს მისცემდა დასავლეთს ბაშარ ასადის მოსაშორებლად

ნიშანდობლივია, რომ ქიმიური იარაღის საფრთხის საბაბით აშშ-ს (დიდ ბრიტანეთსაც) არაერთხელ დაუბომბავს ქვეყნები, შემდეგ კი ინტერვენცია განუხორციელებია.

ასე მოხდა ერაყის ომის წინ (2003_2011), როდესაც აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უმცროსი) განაცხადა, რომ, აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღს ამზადებდა. ამას ამტკიცებდა აშშ-ის იმჟმინდელი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი თეთრი ფხვნილით სავსე სინჯარით ხელში. ამერიკელები და მისი მოკავშირეები ერაყში შეიჭრნენ, დაამხეს სადამ ჰუსეინი და ქვეყანა მიწასთან გაასწორეს. სწორედ ამის შემდეგ ჩამოყალიბდა ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო”, რომელმაც უზარმაზარი ტერიტორია დაიპყრო და დღესაც განაგრძობს სირიის, ერაყის, ლიბიისა და სხვა ქვეყნების მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას.

არადა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერაყს არანაირი მასობრივი განადგურების იარაღი არ ჰქონია და ერაყში ამერიკელთა ინტერვენციის მიზანი სინამდვილეში ამ ქვეყნის ნავთობზე კონტროლის დაწესება იყო. სხვათა შორის, არც ბრიტანელებს უნდა უკვირდეთ ქიმიური იარაღის გამოყენება _ 1919 წლის 27 აგვისტოს, ჩერჩილის მითითებით, ბრიტანელებმა რუსეთის ჩრდილოეთში, არხანგელსკთან, ბოლშევიკების წინააღმდეგ გამოიყენეს მომწამვლელი ქიმიური ნივთიერება, რომელიც შემდეგ მოსალოდნელზე ნაკლები ეფექტის გამო თეთრ ზღვაში ჩაყარეს და დღესაც მის ფსკერზეა. ასე რომ, როგორც აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი ამბობდა: სანამ ვიღაცისკენ თითს გაიშვერ, დაიბანე ეს თითი”…

სირიის აეროდრომზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ საკმაო ხანი გავიდა, მაგრამ პენტაგონს ჯერაც არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომ იქ ქიმიური იარაღი იყო. თანაც, დაბომბვის შემდეგ, რამდენიმე საათში აეროდრომი უნიღბოდ, დამცავი საშუალებების გარეშე მოინახულეს უამრავმა ჟურნალისტმა, ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მეხანძრეებმა, პოლიციელებმა, მაგრამ ისინი ჯანმრთელობას არ უჩივიან მოწამვლის გამო. აეროდრომის ტერიტორიაზე ვერავინ იპოვა ვერცსაცავებიდა ვერც ქიმიური ნივთიერება.

აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა _ კიდევ ერთხელ ვინ მიაწოდა აშშ-ის პრეზიდენტს მტკიცებულების სახით ინფორმაცია, რომ ვაშინგტონისთვის მიუღებელ სახელმწიფოში “ქიმიური იარაღი” არსებობს?

ეს ხომ ძალიან ჰგავს აშშის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაულის, სინჯარას თეთრი ფხვნილით ან ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის მოხსენებებს ერაყში ქიმიური იარაღის არსებობის შესახებ?!

რუსეთის ხელისუფლების რეაქცია მყისიერი იყო მომხდარზე: პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკელთა დარტყმა სირიაზე _ ეს არის აგრესია სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა, თანაც გამოგონილი საბაბით, და ეს გაართულებს რუსეთისა და აშშის ურთიერთობას.

ასეც მოხდა: ტერორისტები, რომლებიც სირიის სამთავრობო ჯარების შეტევის შედეგად დიდ დანაკარგებს განიცდიდნენ ახლა, ამერიკელების მხარდაჭერით შეგულიანებულები, შეტევაზე გადავიდნენ. ისინი ძველი პოზიციების დაბრუნებას ცდილობენ. ასადის პოზიციებზე ნებისმიერი დარტყმა ხომ ტერორისტების დახმარებაა? ამერიკელების სარაკეტო დარტყმის შედეგად ტერორისტების გააქტიურება გააჭიანურებს სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომს სირიაში, მაგრამ ეს აშშის ხელისუფლებას არ ანაღვლებს, არც ის, საიდან გაჩნდა ქიმიური იარაღი.

აშშ-ის აგრესია სირიის მიმართ ხელს უწყობს ტერორიზმის გაძლიერებას. აშშ-მა დაარტყა სირიის შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურას, მის ავიაციას, ანუ იმას, რისი მეშვეობითაც სირიის ხელისუფლება ებრძოდა ტერორიზმს.

სირიის ავიაბაზის დაბომბვის შემდეგ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლაპარაკი დაიწყეს კონფლიქტის პოლიტიკური მეთოდებით მოგვარებაზე, მაგრამ ასეთი ლაპარაკი მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა ჩაიდინეს, მოსკოვის აზრით, ფარისევლურია. ამიტომ რუსეთმა სასწრაფოდ განაცხადა, რომ აჩერებს მოქმედებას აშშ-თან გაფორმებული მემორანდუმისა სირიის საკითხზე, რომლის მიხედვითაც თავიდან უნდა აეცილებინა ინციდენტები და უზრუნველეყო ამერიკელთა ფრენის უსაფრთხოება საომარი ოპერაციების მიმდინარეობისას სირიაში. ეს ნიშნავს, რომ, თუ ადრე ამ შეთანხმების მიხედვით, რუსეთს არ უნდა ეპასუხა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მსგავსი მოქმედებისთვის, ახლა ყველაფერი შეიცვალა _ სირიის ცას რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალები გააკონტროლებენ. ამით აშშ-ის სარაკეტო თავდასხმამ სირიის ავიაბაზაზე ხელ-ფეხი გაუხსნა მოსკოვს და საშუალო და შორი მოქმედების რუსულმა რაკეტებმა _ ჩ300-მა და ჩ400-მა (“ტრიუმფი”) _ სირიის ცა გადაფარეს.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვმა არაერთხელ გაუგზავნა სიგნალი ვაშინგტონს, რომ მზად არის სირიის საკითხის ერთობლივად მოსაგვარებლად, მაგრამ ტრამპმა გადაწყვიტა, “ტომაჰავკებისენით ელაპარაკა და სხვა გზით, წინამორბედი პრეზიდენტების მიერ გატკეპნილი გზით, ევლო. არადა, როდესაც აშშ ამ გზით მიდიოდა, ყოველთვის უდიდესი ტრაგედიით მთავრდებოდა ქვეყნებისა და ხალხებისთვის.

და მაინც _ რატომ გადადგა ტრამპმა ეს ნაბიჯი?

ექსპერტთა აზრით, აშშ-ის დარტყმამ სირიის ავიაბაზაზე წერტილი დაუსვა დონალდ ტრამპის მცდელობას, ეწარმოებინა დამოუკიდებელი პოლიტიკა. ინაუგურაციიდან სამ თვეზე ნაკლებ პერიოდში ვაშინგტონის ისტებლიშმენტმა შეძლო, გამარჯვება მოეპოვებინა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტზე, რომელიც ადრე თავგამოდებით მოუწოდებდა რუსეთთან ერთად ტერორიზმთან ბრძოლისა და სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩაურევლობისკენ. ახლა კი ტრამპმა, რეინკარნირებულმა ბუში-უმცროსმა, ცივი ომი ცხელ ფაზაში გადაიყვანა, პანდორას ყუთი გახსნა და ომის ჯინი გამოუშვა. ამერიკელთა კიდევ ერთ ასეთშემოქმედებასრუსეთი აღარ მოითმენს და ორი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს დაპირისპირება მესამე სახელმწიფოს, საქართველოსთან რამდენიმე ასეული კილომეტრით დაშორებული სირიის ტერიტორიაზე დაიწყება

ნიკა კორინთელი

P.S. დონალდ ტრამპმა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ეშმაკურად და მზაკვრულად გამოიყენა ჩინეთის ლიდერის _ სი ძიანპინის ვიზიტი აშშში. მან თავისი აგრესიული აქცია ამ ვიზიტს დაამთხვია და სინ ძიანპინი ცინიკურად, წინასწარგანზრახვით ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში _ მსოფლიოს დაანახვა, რომ სარაკეტო დარტყმების მომენტში ჩინეთის ლიდერი მას სტუმრობდა. ამით ტრამპი შეეცადა, ეჭვი გაეჩინა რუსეთის ხელისუფლებაში, რომ პეკინი ორმაგ თამაშს თამაშობს ვაშინგტონთან.

ქიმიური იარაღის გამოყენების 6 ყველაზე საშინელი შემთხვევა

* ქიმიური ნივთიერება, როგორც იარაღი, პირველად გამოიყენეს ფრანგებმა 1914 წელს პირველ მსოფლიო ომში გერმანელების წინააღმდეგ, თუმცა ეს იყო ცრემლმდენი და არა მომაკვდინებელი აირი _ ეთილბრომაცეტატი.
* 1917 წლის 12 ივლისს გერმანელებმა საფრანგეთსა და ინგლისის ჯარების წინააღმდეგ გამოიყენეს მომწამვლელი აირი დიქლორიეთილსულფიდი (მდოგვის აირი). ეს მოხდა ბელგიის ქალაქ იპრთან. აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდება იპრიტი.
* მეორე მსოფლიო ომში იაპონიამ ბევრჯერ გამოიყენა ქიმიური იარაღი ჩინეთთან კონფლიქტისას. პირველი ქიმიური მომწამვლელი ნივთიერება იაპონელებმა გამოიყენეს ჩინეთის ქალაქ ვოციუის დაბომბვისას _ თვითმფრინავებიდან დაახლოებით 1000 ბომბი ჩამოაგდეს. მოგვიანებით იაპონელებმა 2500 ქიმიური ჭურვი ააფეთქეს ქალაქ დინსიანთან. სულ ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებით სიცოცხლეს გამოასალმეს 50 ათასი ადამიანი _ როგორც სამხედრო, ასევე მშვიდობიანი მოქალაქე.
* 1963-დან 1975 წლამდე, სანამ ომი შეწყდებოდა, აშშ-მა ვიეტნამის ტერიტორიაზე 72 მლნ ლიტრი დეფოლიანტი (ნივთიერება, რომელიც იწვევს ფოთლების ჩამოცვენას მცენარეებიდან) _ Agent Orange მოაფრქვია, რათა გაენადგურებინა ტყეები, რომლებშიც ვიეტნამელი პარტიზანები იმალებოდნენ, აგრეთვე, დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები ადამიანების მოსაკლავად. გამოყენებული ხსნარი შეიცავდა დიოქსინს _ ნივთიერებას, რომელიც ილექება ორგანიზმში და იწვევს სისხლისა და ღვიძლის დაავადებებს, აგრეთვე, ორსულობის შეწყვეტას. ამერიკელების ქიმიური შეტევის შედეგად სულ დაზარალდა 4,8 მლნ ადამიანი, მათი ნაწილი ნიადაგში ჩარჩენილი შხამისგან უკვე ომის დამთავრების შემდეგ მოიწამლა.
შხამქიმიკატებით დაბომბვამ ვიეტნამში ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია _ თითქმის მთლიანად განადგურდა ტყეები, ფრინველის 140 სახეობა, თევზები. დეფოლიანტის გამოყენების შედეგად ქვეყანაში დღესაც იბადებიან ბავშვები გენეტიკური გადახრებით.
* 1995 წლის 20 მარტს იაპონურმა რელიგიურმა სექტამ აუმ სინრიკემტოკიოს მეტროპოლიტენში ნერვული სისტემის დამბლის გამომწვევი მომწამვლელი ნივთიერება ზარინი გაუშვა. ოფიციალური მონაცემებით, მოიწამლა 1000 ადამიანი, მათგან 12 დაიღუპა.
* ერაყში ომის პერიოდში ქიმიური იარაღი არაერთხელ გამოიყენა კონფლიქტში ჩართულმა ორივე მხარემ _ ერაყის არმიამ და ამერიკელმა სამხედროებმა. მაგალითად, ერაყის სოფელ აბუ-საიდში ააფეთქეს მომწამვლელი ნივთიერების ჭურვი, რომელმაც 20 ადამიანი იმსხვერპლა.
2004 წელს ამერიკელებმა ერაყში გამოიყენეს თეთრი ფოსფორის ბომბი. ერთ ასეთ ბომბს შეუძლია, დაცემიდან 150 მეტრის რადიუსში ყველა ცოცხალი არსება გაანადგუროს. ამერიკის ხელისუფლება თავდაპირველად უარყოფდა მომხდართან რაიმე კავშირს, შემდეგ განაცხადა, რომ ბომბი შეცდომით ააფეთქეს, ბოლოს კი პენტაგონის წარმომადგენელმა ბარი ვინებლმა აღიარა, რომ ამერიკელი სამხედროები შეგნებულად იყენებდნენ თეთრფოსფორიან ბომბებს ერაყელთა წინააღმდეგ. მეტიც _ აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ასეთი ბომბები ომის საწარმოებლად კანონიერი ინსტრუმენტია და, თუ საჭირო იქნება, მომავალშიც გამოიყენებს.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here