Home ახალი ამბები მსოფლიო “გამაოგნებელია!”: პუტინმა ტელევიზორის ყურებისგან მიღებული შთაბეჭდილებები აღწერა

“გამაოგნებელია!”: პუტინმა ტელევიზორის ყურებისგან მიღებული შთაბეჭდილებები აღწერა

471
“გამაოგნებელია!”: პუტინმა ტელევიზორის ყურებისგან მიღებული შთაბეჭდილებები აღწერა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაეთანხმა თვალსაზრისს, რომ რუსულ მასმედიასა და სოციალურ ქსელებში მორალურეთიკური პრობლემებია და აღიარა, რომ იშვიათად უყურებს ტელევიზორს.

რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების განვითარების საბჭოს წევრებისა და პრეზიდენტის შეხვედრაზე ჟურნალისტმა მარია ახმედოვამ მასმედიასა და სოციალურ ქსელებში მორალურ-ეთიკური ნორმების თემა წამოჭრა.

“სიმართლე უნდა ვთქვა, მე იშვიათად ვუყურებ ტელევიზორს, უბრალოდ, ამისთვის დრო არ მრჩება, მაგრამ ზოგჯერ, როცა მოვახერხებ, რასაც ვუყურებ, გამაოგნებელია, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმ ადამიანების კულტურის დონეზე, რომლებიც ეთერში ასეთ რაღაცებს უშვებენ”, _ განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთში თანდათან აიწევს სატელევიზიო კონტენტის დონე და მომავალში შოკში აღარ ჩააგდებს ადამიანებს და აღარ დაუმახინჯებს ცნობიერებას.

radiosputnik.ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here