Home ახალი ამბები მსოფლიო გაეროს “ცისფერი ჩაფხუტები” _ მოძალადეები?

გაეროს “ცისფერი ჩაფხუტები” _ მოძალადეები?

1757
სირია

ასობით ქალი და გოგონა გააუპატიურეს სირიაში ტერორისტებმა, ათობით კიდევ _ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ეს ყოველივე BBის ჟურნალისტებმა დაადგინეს. საერთაშორისო საქველმოქმედო მისიებმა კი უარყვეს _ ასეთ ფაქტები არ მომხდარაო.

მაგრამ არა მხოლოდ სირიელი ქალები ჰყვებიან ამ საშინელ ისტორიებს. ჯერ კიდევ 2015 წელს ალაპარაკდნენ ამაზე იორდანიელი ქალები. მაშინ გადარჩენის საერთაშორისო კომიტეტმა არაბული ქვეყნის 190 ქალი დაჰკითხა. 40 პროცენტმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების სანაცვლოდ სექსუალური ურთიერთობის დამყარებას აიძულებდნენ წლების განმავლობაში. იგივე ხდებოდა ჰაიტიზე, ნიგერიაში, სომალისა და სუდანში.

მოძალადეები იყვნენ გაეროს “ცისფერი ჩაფხუტები”, ისინი ვისაც უნდა დაეცვა უმწეო ქალები.

უფლებადამცველებმა არაერთხელ გაასაჯაროეს ამგვარი “მისიების” ამორალური ქმდებები _ ფილმების დემონსტრაციით, ტელეგადაცემებითა და პუბლიკაციებით ბეჭდურ მედიაში, მაგრამ მათ მცდელობას რეაქცია არ მოჰყოლია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. პასუხი ყოველთვის ერთი იყო: დამნაშავენი გაეროს სიებში არ არიან (?!).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here