Home რუბრიკები პოლიტიკა გააჩერეთ, გააჩერეთ… “პუბლიცისტი” ქალბატონი ანუ “აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს”…

გააჩერეთ, გააჩერეთ… “პუბლიცისტი” ქალბატონი ანუ “აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს”…

6770
თაკო ჩარკვიანი

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების მთავარ იდეოლოგად მწერალი გურამ პეტრიაშვილი მოგვევლინა. მეზღაპრე, რომელიც იდეოლოგობის პარალელურად არა მხოლოდ ქართული ენის სიწმინდეს იცავდა, არამედ გოგებაშვილისდედაენისახალი სიტყვებითგამდიდრებასაცცდილობდა. მაგალითად: ვიოლინო ყელფანდურა იყო, ვერტმფრენი _ ცათქვეფია, პეტრიაშვილისეული ქართული ენის ახალი განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით; ლექსიკონისა, რომლის გამოცემა ცნობილ მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა და ამიტომ ვთქვით ზემოთ, ცდილობდამეთქი _ ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით

სერიოზულად კი ბატონმა გურამმა პრესაში გამოაქვეყნა წერილი სათაურით “რამდენადაც მშვენიერი ხარ”, რომელშიც დიდ ქართველ მევიოლინეს, გნებავთ, მეყელფანდურე ლიანა ისაკაძეს ქართულად მეტყველება დაუწუნა.

პასუხად ცხონებულმა კოტე მახარაძემ რომელიღაც გაზეთში გამოაქვეყნა ვრცელი წერილი სათაურით “გააჩერეთ, გააჩერეთ”, რომლითაც არა მხოლოდ ლიანა ისაკაძეს იცავდა, არამედ “გააჩერეთში” გამსახურდიას ხელისუფლების ოდიოზური პერსონებიც იგულისხმებოდნენ, რომელთა ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა “მრგვალი მაგიდა” და მეტიც _ დღეს ბიძინა ივანიშვილს რომ “აბრალებენ” ქვეყნის არაფორმალურ მართვას, მაშინაც ხდებოდა მსგავსი რამ ზვიად გამსახურდიას ცოლის, ცოლისდისა და მათი დაქალის ხელით _ მანანასა და ლელე არჩვაძეების, მანანა ძოძუაშვილის “რეკომენდაციებით” ხსნიდნენ და ნიშნავდნენ პრეფექტებსა თუ მინისტრებს. სწორედ ეს “წვრილმან-მსხვილმანი” აღმოჩნდა თავიდათავი მიზეზი ჯერჯერობით პირველი და ერთადერთი ეროვნული ხელისუფლების ჯერ დამხობისა და შემდეგ ზვიად გამსახურდიას დაღუპვისა.

რომ არა მეზღაპრე იდეოლოგები, მედოლე პრეფექტები, სახელწიფოს მართვაში პრეზიდენტის ოჯახის წევრების აქტიური ჩართულობა და ყველაზე მთავარი _ რომ არა საქართველოს უზენაესი საბჭოდან კომუნისტების (რომელთა რაოდენობა საბჭოთა საქართველოში 400 ათასს აჭარბებდა) ერთი ხელის მოსმით გაყრა და, აქედან გამომდინარე, ცნება წითელი ინტელიგენციის გაჩენა, ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერც ბალტინის ტანკები დააკლებდნენ რამეს და ვერც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო აგენტები!

რომ იტყვიან, ღმერთი-რჯულიო, ნამდვილად არ ვაპირებდი იმის თქმას, რასაც ქვემოთ მოგახსენებთ, მაგრამ რა ვქნა, როგორც იტყვიან, არ ასვენებს გამჩენი მავანს და მე ნურავინ დამემდურება…

დაახლოებით ბოლო 2 წელიწადია, რაც კოტე მახარაძისეული “გააჩერეთ, გააჩერეთ” აღმომხდება ხოლმე შუნტირებული გულიდან ტელეეკრანზე ქალბატონ თაკო ჩარკვიანის მორიგი გამოჩენისას. ამ ქალბატონმა რამდენიმე დღის წინათ ჯერ ინგა გრიგოლიას “რეაქციაში”, შემდეგ “რუსთავი 2”-ის ეთერში იმისთანები და იმდენი იკადრა, რომ ისეთი დავიღრიალე, გააჩერეეეეთ-მეთქი, სამზარეულოში ჩემს მეუღლეს ადუღებული ჩაიდანი ლამის ხელიდან გაუვარდა…

დიახ, გააჩერეთ, რადგან, მოკლედ თუ ვიტყვით, ამ ქალბატონის ფოტო საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილზე უნდა ეკიდოს, რათა მისმა შემხედვარე ბერმა თუ მრევლმა თვალნათლივ დაინახოს, რას ნიშნავს სიტყვა ამპარტავნება _ ერთერთი მძიმე ცოდვა ქრისტიანულ რელიგიაში. ხელოვნურად ოდნავ მოჭუტული თვალებიდან ზემოდან ქვემოთ საკუთარი უპირატესობის ხაზგასმულმა, აშკარად ასევე ხელოვნურად დაყენებულმაარისტოკრატულმამზერამ ლამის ნახევარ საქართველოს ნევროზი დამართა. ხოლო როდესაც ჩარკვიანების პირმშვენიერი ასული პირს გააღებს, მისი ვიზუალური მომხიბვლელობაც უკვალოდ ქრება და საქართველოს დანარჩენი მეორე ნახევარიც ფსიქონერვულ შოკში ვარდება

ინფორმაცია განსჯისთვის: რატომ უდგას კრიჭაში “ქართულ ოცნებასა” და პირადად ბიძინა ივანიშვილს ერთ დროს მისი “მგზნებარე” მხარდამჭერი, “პუბლიცისტი” თაკო (ნამდვილი სახელი, ალბათ, თამარ) ჩარკვიანი?

რატომ და, როგორც ცხონებული გივი ბერიკაშვილი ამბობდა, წყაროზე იმას ლაპარაკობენ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კულტურის მინისტრის მოადგილეობის მოსურნე “პუბლიცისტმა” ზემოხსენებული ამპარტავნული თვისებები იმ დოზითა და ისეთი სიჩქარით გამოამჟღავნა, რომ ბიძინა ივანიშვილი იძულებული შეიქნა, ეს პიროვნება სამინისტროდან მოეშორებინა.

ვიმეორებ: ამას გივი ბერიკაშვილისეულ წყაროზე ლაპარაკობენ და ჩემიდანაშაულიმხოლოდ ის არის, რომ ამ ლაპარაკისა მჯერა. აქედან გამომდინარე, ამ ქალბატონის ვაივიში სამშობლოს ბედის შესახებ სხვადასხვა ტელეეთერში სინამდვილეში ამპარტავნებასთან შერწყმული ფარისევლობაა და მეტი არაფერი!

ზევით თაკო ჩარკვიანის მიმართ არაერთხელ ვახსენე სიტყვა პუბლიცისტი და ყოველთვის ბრჭყალებში, იმიტომ, რომ, ბევრი ძებნის მიუხედავად, ვერსად ვიპოვე მისი თუნდაც ერთი პუბლიცისტური წერილი და, მიუხედავად ამისა, როდესაც ეს ქალბატონი ტელეეთერში ზის, მის ქვემოთ მაინც ნახავთ ტიტრს _ “თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი”.

ჯანსუღ ჩარკვიანი

ეს ჩემ აღშფოთებას იწვევს, რადგან თქვენი მონა-მორჩილი თურმე ტყუილად ვითხრი თვალებს კომპიუტერთან, რომ კვირაში ერთხელ მაინც რამე დავწერო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერ ვარ იმისთანა თავხედი, რომ საკუთარ თავს პუბლიცისტი ვუწოდო იქით ილიას, აკაკის, ვაჟას, გრიგოლ რობაქიძის, კონსტანტინე გამსახურდიას და აქეთ ჩვენი თანამედროვეების გურამ ფანჯიკიძის, გურამ ასათიანისა და სხვა პუბლიცისტთა ქვეყანაში.

თურმე საკმარისია, ერთი მხრივ, საკუთარი გაზეთი, “ქართული სიტყვაგქონდეს (მერე რა, რომ მას მკითხველი, პრაქტიკულად, არ ჰყავს), მის რედაქტორადვაჟკაცობითსახელგანთქმულივანიჩკაგყავდეს, მეორე მხრივ, ქართული ლიბერასტული ტელესივრცის სასურველი რესპონდენტი იყო და ნამდვილ პუბლიცისტთა ამქრის აღიარება თუ არა, პუბლიცისტის ყალბი ტიტრი გარანტირებული გაქვს ტელეეკრანზე.

თუმცა არც ეგ არის დიდი დანაშაული _ პუბლიცისტი კი არა, თუ უნდა, ჯულიეტა ვაშაყმაძე დაირქვას. მთავარი ის არის, რომ “პუბლიცისტი” თაკო ჩარკვიანი სიცრუეს ავრცელებს ტელეეთერიდან. მაგალითად, იმას, რომ ცხონებული ჯანსუღ ჩარკვიანი მთელი სიცოცხლე საბჭოთა იმპერიას ებრძოდა. იმას ვერ ხვდება “პუბლიცისტი”, რომ ასეთი “მამალი” ტყუილით, პირველ რიგში, მამის ხსოვნას შეურაცხყოფ. რა, საბჭოთა საქართველოში არსებულ თითქმის ყველა პრემიასა და ჯილდოს, ცეკას ნომენკლატურულ მაღალ თანამდებობებსა და თანმდევ მატერიალურ სიკეთეებს სსრკის ნგრევისთვის აძლევდნენ ჯანსუღ ჩარკვიანს?

რა თქმა უნდა, კითხვა რიტორიკულია, რადგან სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ან კომუნისტები ყოფილან სულელები, ან ქართველი საზოგადოება ჰგონია სულელი “პუბლიცისტ” თაკო ჩარკვიანს.

ღმერთი, რჯული-მეთქი და სწორედ იმიტომ ვერიდებოდი ქალბატონ “პუბლიცისტზე” საუბარს, რომ ვიცოდი, ამჟამად მთაწმინდის ბინადარი (?) ჯანსუღ ჩარკვიანის ხსენებაც მომიწევდა. ვერიდებოდი, რადგან ამ შემთხვევაში წინამდებარე სტატიის ოპონენტები, სხვა მრავალ სუბიექტურ ფაქტორთან ერთად, შემომიტევენ დრო-ჟამისგან გაცვეთილი სენტენციითაც _ მიცვალებულზე ან კარგი, ან არაფერიო, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები, რადგან გარდაცვალება, ჩემი აზრით, არ არის ყველაფერზე თვალის დახუჭვის, პირში წყლის ჩაგუბების ინდულგენცია (თუ ასე არ არის, მაშინ რას ერჩიან დიდ იოსებ სტალინს, რომელსაც აგერ ნახევარ საუკუნეზე მეტია, საფლავში არ აყენებენ შინაური თუ გარეული ნეოლიბერალი ხლისტები?).

და, თუ მაინცდამაინც სენტენციებით გვინდა საუბარი, მაშინ ზემოთ თქმულს ასე გადავაკეთებ _ მიცვალებულზე ან სიმართლე, ან არაფერი! სიმართლის საწინააღმდეგო ან ცოცხალს, ან მკვდარს, რა უნდა ჰქონდეს?! ისე, ორიგინალში ეს გამონათქვამი ასეა: “მიცვალებულზე ან კარგი, ან არაფერი _ სიმართლის გარდა!”

კიდევ ერთი სიცრუე, რომლის ტირაჟირებასაც შეფარვით ცდილობს ქალბატონი “პუბლიცისტი”, არის ის, რომ თურმე ჯანსუღ ჩარკვიანი და ზვიად გამსახურდია ლამის თანამოაზრე მეგობრები ყოფილან და ერთად ანგრევდნენ საბჭოთა იმპერიას.

ეს უწყინარი სიცრუე რომ იყოს, ვინ მამაძაღლი, ხმასაც არ ამოვიღებდი, მაგრამ მოცემულ კონტექსტში, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ქალბატონი თაკო _ ათი პარტიისგან შემდგარი “მძლავრი” ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთი სახე და ლიდერი _ მამისთვის არარსებული ღირსებების მიწერით, კონტრპროდუქტიულად ცდილობს მთაწმინდის ბინადრის სტატუსის პოლიტიკურ კონვერტაციას.

დიახ, კონტრპროდუქტიულად, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სრულიად საქართველომ იცის: თავის დროზე სწორედ ზვიად გამსახურდიამ გამოაქვეყნა პრესაში სტატია სათაურითჯანსუკი” (სუკი _ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, იგივე კაგებე), რომელშიც ერთგულმეგობართანამებრძოლსელემენტარულ პლაგიატობაში ამხელდა.

რაც შეეხება 10 პარტიისგან შემდგარ “მძლავრ” პოლიტიკურ კოალიციას, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნულს პლუს ნული და გინდაც _ პლუს ათი ნული, მაინც ერთი ნულია და ამიტომ თუნდაც პოლიტიკურ-მორალურად გაკოტრებულ ქოცებთან ამსტერდამის დაჯგუფების საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შანსებიც, საბედნიეროდ, ნულის ტოლია!

დიახ, საბედნიეროდ, რადგან წარმოუდგენელი რომ წარმოვიდგინოთ და ნინო ანანიაშვილის ცოლმა (უუჰ, უკაცრავად, ქმარი უნდა მეთქვა) ერთიც ვნახოთ და მართლაც გაიმარჯვა, პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე პირველს, რასაც გააკეთებს, ამსტერდამის დაჯგუფების სადისტ ლიდერს, მიშა სააკაშვილს, შეიწყალებს და ამიტომ ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, თუნდაც ეს არდაშვება ქოცების სასარგებლო აღმოჩნდეს.

ქალბატონ “პუბლიცისტს” უნებურად ერთი სისულელე დასცდა _ გრიგოლ ვაშაძეს ზუსტად ის თვისებები გააჩნია, რომელთა გამოც სააკაშვილს ვებრძოდიო და მეორე, სისულელეც და აშკარა ნონსენსიც _ მერე რა, რომ გრიგოლ ვაშაძე ნაც-პარტიის წევრი და ამავე პარტიის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატია, მე მხარს ვუჭერ გრიგოლ ვაშაძეს და არა ნაცებსო(?!), თუმცა ქალბატონ თაკოს დაავიწყდა, რომ გამოკვეთილად პროდასავლელი, მაღალი რანგის დიპლომატი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და თანაც თაკო ჩარკვიანის საძულველი რუსეთის მოქალაქე და რუსული პასპორტი აგვისტოს ომის შემდეგ კი ხელიდან ძლივს გააგდებინეს ქალბატონი “პუბლიცისტის” ფავორიტ ამხანაგ გრიგოლს.

ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” ქალბატონ თაკოს ისტერიკული კივილი _ არ გამაგიჟოთ, თორემ უმრავლესობით მოვალ ხელისუფლებაშიო, აშკარად მიანიშნებს მის ფსიქიკურ გაუწონასწორებლობაზე. მოკლედ “ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა” და ან “პუბლიცისტის” სისულელეები, ორივე უშედეგო შრომაა და ამიტომ მხოლოდ ერთს ვიტყვი:

შარშან დაწერილი სტატიისჩვენ დიდ თვალებში სიყვარულით ვუყურებთ ლენინსშექმნის მიზეზი ჯანსუღ ჩარკვიანის მიერ პირდაპირ ეთერში ნათქვამი ტყუილი იყო, რომ მას ლენინზე ლექსი არასოდეს დაუწერია და სტალინი ისე, ერთიორჯერ მყავს ნახსენებიო. სტატიის გამოქვეყნების საბაბი მაშინაც ქალბატონიპუბლიცისტისგამონათქვამები თუ ქმედებები იყო.

დიახ, “მაშინაც”, რადგან დღესაც ანალოგიური სურათი გვაქვს _ წინამდებარე წერილის შექმნისა და გამოქვეყნების საბაბიც ქალბატონ თაკოს ოდიოზური აზრების საჯაროდ ფრქვევა შეიქნა.

თუმცა იმას, რაც ქალბატონმა “პუბლიცისტმა” მთაწმინდის ბინადარი მამის მეგობრის, ბატონ ნუგზარ ფოფხაძის მიმართ იკადრა, ამ ოდიოზური ქალბატონისგანაც კი არავინ ელოდა:

რა ვქნა? მამაჩემი ქართველმა ხალხმა (?!) ააბრძანა მთაწმინდაზე და ის ორი ზვიადისტი ქალი, რომლებიც ტრანსპარანტებით აპროტესტებდნენ ჯანსუღ ჩარკვიანის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას, “გრუსგენერალმა ნუგზარ ფოფხაძემ მოგვიგზავნაო, მაგრამ ვერას გახდნენო, რადგანაც პოეტს ნახევარი მილიონი (სიცრუე, მაგრამ ასეთი?) ქართველი მიაცილებდა უკანასკნელ გზაზეო (ზუსტ ციტირებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შინაარსობრივად ნამდვილად ეს ბრძანა ქალბატონმაპუბლიცისტმა”)…

ნუგზარ ფოფხაძემ ამ ბრალდებას სოციალურ ქსელში უპასუხა აშკარად ირონიული სათაურით “ჩვენი პასუხი ჩემბერლენს.” პასუხი, რომელიც თავის დროზე ჯანსუღ ჩარკვიანის მიერ მეგობრისთვის მიძღვნილი ლექსით გამოიხატა და რომელსაც აქვე გთავაზობთ:

ნუგზარ ფოფხაძეს

არც არავინ გაგიმართლა,

შენ სულ ყველასგაუმართლე,

ვინც ხელი არ გაგიმართა,

ყველას ხელი გაუმართე.

სიყვარულის სახლთა მშენი,

შვილთა აკვნის გამთლელი ხარ,

სხვანაირად არ შეგშვენის,

თუ ნამდვილი ქართველი ხარ”.

ჯანსუღ ჩარკვიანი.”

როგორც იტყვიან, უკომენტაროდ, მაგრამ ერთი კი ნამდვილად უნდა ითქვას _ მსგავსი გამოხდომები რომ, უწინარესად, მთაწმინდის ბინადარს ურტყამს, ვერ ხვდება ქალბატონი თაკო ან საკუთარი მამის ლექსებს არ კითხულობს. ალბათ, არა, რადგან, თუ ცეკას მდივნობაგრუსგენერლობას ნიშნავს, მაშინ, იმავე ლოგიკით, ცეკას ნომენკლატურული თანამდებობები, რომლებიც ბატონ ჯანსუღს საზიზღარ კომუნისტებთანბრძოლისპერიოდში ეკავა, “გრუსგენერლობას თუ არა, “კაგებესპოლკოვნიკობას ნამდვილად გულისხმობს.

ახლა, რაც შეეხება იმას, რომ სიყმაწვილიდან მოყოლებული საბჭოეთთან “მებრძოლ” პოეტს იოსებ სტალინი მხოლოდ ერთი-ორჯერ თუ ჰყავს ნახსენები, მაგრამ “მადლიერმა ქართველმა ხალხმა”, ეს “ერთი-ორჯერაც” არ დაუკარგა…

ამას წინათ ბატონი ჯანსუღის ერთმა მეგობარმა, გამოგადგებაო და პოეტის ის ლექსი მომაწოდა, რომელიც 1956 წლის 9 მარტის სისხლიანი მოვლენების დროს ბანერზე გაკრული ხელში ეჭირათ სტალინის სიყვარულით გულანთებულ დემონსტრანტებს:

ლექსი რა არის, შენი

სითბო თან თუ არ ახლავს,

კაცი რა არის, შენი საქმე თუ არ იწამა”…

ჰა, როგორია? ამ ლექსის არსებობას კი არ დამალავდა პოეტი (რომ არა მისი “პუბლიცისტი” ქალიშვილი, რომელმაც, ჩემი ღრმა რწმენით, სიცოცხლის მიწურულს გონება აურია მოხუც მამას), არამედ ამ სტრიქონებით ნამდვილად იამაყებდა “ლომთა ხვედრიას” ავტორი…

ცნობილი ფაქტია _ როდესაც გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ, დღის წესრიგში შევარდნაძის ჩამოყვანის საკითხი დადგა, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ბატონი ჯანსუღიც ყოფილა, იქამდეც კი, რომ განუცხადებია: თუ შევარდნაძეს ჩამოიყვანთ, მე წავალ საქართველოდანო. ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ გამსახურდიას სიყვარულის გამო დაიმუქრა ბატონი ჯანსუღი?

არა, ბატონებო! ერთი ფუნაგორია-ლექსის გამო შურისძიებისა ეშინოდა. ლექსის, რომელიც წინდაუხედავად გამოაქვეყნა გაზეთ “კომუნისტში”. წინდაუხედავად, რადგან სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრად აღზევებული ლექსის ადრესატი, ედუარდ შევარდნაძე, საქართველოდან სამუდამოდ წასულად დაიგულა:

გამარჯობა გაგიმარჯოს,

თმაჭაღარა შადიმანო,

ჩამოგართვი ხელი, მაგრამ

აქვე უნდა გადვიბანო”…

ბატონ ედუარდს შურისძიება არც უფიქრია, პირიქით, დაიახლოვა ბატონი ჯანსუღი იქამდეც კი, რომ სიცოცხლის ბოლომდე მის დაბადების დღეებზე ხან ჯანსუღი იყო თამადა და ხან რეზო ამაშუკელი…

რაც შეეხება ნახევარი მილიონი ქართველის მიერ მთაწმინდაზე აბრძანებულ ჯანსუღ ჩარკვიანს, საინტერესოა, ვინ, რომელი თანამდებობის პირი იგულისხმება იმ ნახევარ მილიონ ქართველში, რომელმაც, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო. დიახ, არაადეკვატური და იქნებ უსამართლოც, რადგან ბატონი ჯანსუღის მთაწმინდაზე დაკრძალვის ცნობამ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ეფექტი იქონია იმ თვალსაზრისით, რომ იმთავითვე დრტვინავდა ქართველი საზოგადოების უმრავლესობა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ჯანსუღი დღესაც უყვართ (ნახევარი მილიონისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მაინც…) საქართველოში, მისი მტერ-მოყვარენი ერთ რამეში შეთანხმდნენ _ ბატონი ჯანსუღი არ იყო სამთაწმინდე კაცი და, თუ სიმართლეს თვალებში ჩავხედავთ, ილიას, აკაკის, ტატოს, ვაჟას, გალაკტიონის, გოგლას, ჭაბუას, მუხრანისა და ა.შ. სხვა ბუმბერაზთა, უკაცრავად და, ფეხის ფრჩხილადაც არ ღირს “ლომთა ხვედრიას” ავტორის პოეზია. აღარაფერს ვიტყვი დიდუბის პანთეონის ბინადარ დიდ პოეტებზე _ ლადო ასათიანზე, ირაკლი აბაშიძეზე, მურმან ლებანიძესა და სხვებზე.

ეს ჭეშმარიტება ყველაზე კარგად ბატონი ჯანსუღის ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ და, პირველ რიგში, მათ უნდა ეუხერხულებოდეთ, რადგანაც კუთვნილზე მეტი პატივი ისეთივე მავნებელია, როგორც დაუმსახურებელი ლანძღვა.

დავით მხეიძე

P.S. მურმან ლებანიძის რედაქტორობით გამოიცა ლადო ასათიანის ლექსთა კრებული (“რჩეული”). გთავაზობთ წინასიტყვაობის იმ ნაწილს, რომელიც მურმან ლებანიძეს ეკუთვნის და საოცრად ეხმიანება წერილის ფინალის პათოსს:

კაცი კვდება და ერი რჩება. დაკრძალვის ადგილითა და ხასიათით ხალხი პატივს მიაგებს თავის შვილს, თუკი იცის მისი ფასი. მაგრამ ნუ ვიტყვით ძრახვით და, შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ გვიან გაირკვეს კაცის ფასი: “უფასოდ გაქრა, უფასოდ და ახლა დაფასდა”, _ ამასსაწყალნიკო ფიროსმანზე წერდა თვითონაც არანაკლებ უიღბლო პოეტი. დაკრძალვის რომელი ვარიანტი სჯობს ორიდან: პირველი, როცა დროის მეცადინეობით სახელგადიდებულ კაცს ზარზეიმით წააბრძანებენ უკვდავთა პანთეონში, ოციოდე წელიწადში კი შთამომავლობა უხერხულად აიჩეჩავს მხრებს, _ ეს რა უქნია ჩვენს პატიოსან მამაპაპასო, თუ მეორე _ როცა, პირიქით, ასევე ოცსა თუ ორმოც წელიწადში შთამომავლობა თავზე ხელს შემოიკრავს, შეცდომით სამოქალაქო სასაფლაოზე დამარხული კაცის ძვლებს წაესევა და ბოდიშის მოხდით პანთეონში წაასვენებს?! რომელი რომელსა სჯობსმეთქი საკუთარ თავს ვეკითხები. ჩვენ, ქართველებს, დიდუბისა და მთაწმინდის მეპატრონეთ, არც პირველი ვარიანტი გვაკლია და არც მეორე. რასაკვირველია, მესამე, შეუცდომელი ვარიანტი ყველას სჯობს _ ილიასი, აკაკისი, გალაკტიონისმაგრამ, საბოლოო ჯამში, არც ის მეორე, შეცდომაგასწორებული ვარიანტი უნდა იყოს ცუდი, რომელიც რამდენიმე დიდ ქართველთაგანს ხვდა წილად _ წილად ხვდა გაევლო დროის გამოცდა არა ერის სიფრთხილითა და წინდახედულებით, არამედ წუთისოფლის ბედუკუღმართობით თუ დროის სიყრუით. ბარათაშვილმა და ვაჟაფშაველამ ამ გამოცდის შედეგად დიდუბიდან მთაწმინდაზე აინაცვლეს, ტერენტი გრანელმა და ლადო ასათიანმაც ერთხელ უკვე გამოიცვალეს სამარხი _ რიგითი სამოქალაქო სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადასვენდნენ და რა ვიცით, რა განწყობაზე დადგებიან ჩვენი მომდევნო თაობები მომავალში”…

როგორც იტყვიან, უკომენტაროდ, რადგან გამგები გაიგებს, მაგრამ გაუგებართათვის მაინც ვიტყვი:

ბევრი ახლავე აიჩეჩავს მხრებს, ხოლო შედარებით მცირენი პირიქით _ დამამუნათებენ. მომხრეებთან ერთად წინამდებარე წერილის პათოსს მოწინააღმდეგენიც ეყოლებიან და ეს უკანასკნელნი მინდა დავამშვიდო _ არაფერი პირადული, მხოლოდ ერთი რამის სიყვარული, დაფარვა, რომ სჭირდება. იმერთ რამეშირომ სამშობლო იგულისხმა გურამ დოჩანაშვილმა, ვფიქრობ, ამის ახსნასაქართველო და მსოფლიოსერუდირებულ მკითხველს არ სჭირდება!

გააჩერეთ, გააჩერეთპუბლიცისტიქალბატონი თორემ არც მე გავჩერდები. რა ვქნა? “აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!..

ხოლო რუსოფობ, ნეოლიბერალური ფსევდო ღირებულებებით მოხიბლულ ქალბატონ თაკოსგამოვუტყდები”, რომ, თუ შარშან ბატონი რეზო ამაშუკელი იყო ჩემი დამკვეთი, წელსბოლნისის ლომებისავტორი არაფერშუაშია, რადგან შარშანს მერე იმდენადგავიზარდე”, რომ პირადად ვლადიმერ პუტინზეგავედი” _ ჩემი დამკვეთიც და დამფინანსებელიც რუსეთის პრეზიდენტია!

სერიოზულად კი ქალბატონ თაკოს ერთ მარტივ კითხვას დავუსვამ: “რუსეთთან ძმური ურთიერთობები უნდა აღდგეს და ეს უნდა მოხდეს ძალიან მალე” _ ეს ჩვენი ბრძენი და საყვარელი პატრიარქის სიტყვებია და რას ნიშნავს ეს: პატრიარქიც კრემლის აგენტია, ქალბატონო თაკო?

პატრიარქი, რომლის მზესაც ქალბატონიპუბლიცისტისმთაწმინდის ბინადარი მამა ფიცულობდაო, ამბობენ

10 COMMENTS

  1. აი ეს არის სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა! ბრწყინვალე სტატიაა! მადლობთ, ბატონო დავით! კარგად ამბობთ: „კუთვნილზე მეტი პატივი ისეთივე მავნებელია, როგორც დაუმსახურებელი ლანძღვა“. ჭეშმარიტად!

  2. დიდი, დიდი მადლობა ბატონო დავით და მგონი უფრო მწვავე უნდა იყოთ
    .

  3. როგორც მახსოვს, ვერტმფრენს ჰაერდგრიალას ეძახდენ, არა, დანარჩენიც გავიგე, ვერაფერს მივამატებ.

  4. სიამოვნებით წავიკითხე, ნიჭიერი პუბლიცისტიკაა. მანდ არ წერია რა უღირსი და

    მეთოდებით აწერდა ეგ ოჯახი ფირმებს ბიზნესმენებს.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ინგა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here