Home ახალი ამბები საქართველო “ბუნებაში არ არსებობს მდიდარი მხედრიონელი”

“ბუნებაში არ არსებობს მდიდარი მხედრიონელი”

2716

დოდო გუგეშაშვილის ოფიციალური სახელი დარეჯანია. 1958 წელს თბილისში დაიბადა.
გატაცებული იყო მუსიკით. დაამთავრა სამუსიკო სასწავლებელი ფორტეპიანოს განხრით, დადიოდა გასტროლებზე.
დაამთავრა პედაგოგიური ინსტიტუტი.
მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
შემდეგ იურისტობა გადაწყვიტა.

1991-1993 წლებში თბილისის სამოქალაქო ომის დროს “მხედრიონს” შეუერთდა. “მხედრიონმა” პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ჩამოაგდო. მხედრიონელები იბრძოდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. დოდო გუგეშაშვილი არაერთხელ დაიჭრა.

“სამეგრელოში ზვიადისტების შეიარაღებულმა ფორმირებებმა ჩაიბუდეს. გამგებლებსა და ახალი ხელისუფლების მხარდამჭერებს ხოცავდნენ. ჯარისკაცები, მათ შორის 400 მხედრიონელი კონსტიტუციის აღსადგენად შევიდა. სამწუხაროდ, ყველა დანაშაული “მხედრიონს” დაბრალდა. ბუნებაში არ არსებობს მდიდარი მხედრიონელი. სად წავიდა ის ფული და ოქრო?”, – ამბობდა სამეგრელოს მოვლენებზე.

1995 წელს “მეხდრიონი” უკანონო სამხედრო ფორმირებად გამოცხადდა. ლიდერი ჯაბა იოსელიანი და წევრები პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის ბრალდებით დააკავეს. დააკავეს დოდო გუგეშაშვილიც. 2002 წელს შევარდნაძემ მხედრიონელები შეიწყალა. “მხედრიონმა” პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნა სცადა. ამის უფლება სამართლებრივად არ მიეცა.

დოდო გუგეშაშვილი ვეტერანთა პრობლემების მოგვარებით დაკავდა. არის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია “პატრიოტის” დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას “დაიცავი შენი წილი სამშობლო”.

2014 წელს უკრაინაში, დონბასში, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა – ქართულ ბატალიონში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here