Home ახალი ამბები საქართველო „ბოდიში“ და არჩევნები

„ბოდიში“ და არჩევნები

 არ ცხრება ვნებათაღელვა ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც აგვისტოს ომის გამო ოსებისთვის ბოდიშის მოხდას გულისხმობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების შეფასებით, „ქართული ოცნებისსაპატიო თავმჯდომარის ლოგიკა ემთხვევა ნარატივს, რომლის დამკვიდრებასაც მოსკოვი, უკვე წლებია, ცდილობს. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერი ამბობს, რომ აგვისტოს ომი გარედან დავალებით საქართველოს წინა ხელისუფლებამ გააჩაღა.

ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამ გორში, სადაც მან ბოდიშზე ილაპარაკასაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები გააღიზიანა. „ქართული ოცნება“, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო სექტორი ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ეწინააღმდეგებიან.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. აი, რას წერს ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე:

ბოდიშიდა არჩევნები

_ ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში წინასაარჩევნო მიტინგზე ბოდიშის მოხდის შესახებ განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ოპოზიციაში. ერთმანეთს ეჯიბრებიან ამ განცხადების ინტერპრეტაციაში და იმაში, ვინ უფრო გალანძღავს „მოღალატე“ ივანიშვილს.

ზოგი წერდა, გიორგი ანწუხელიძის მკვლელებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს ბიძინაო; ზოგის ინტერპრეტაცით, რუსეთს უხდის ბოდიშსო; ზოგის აზრით, ქართველ ერს ამცირებს და შეურაცხყოფსო და ა.შ. მათ იმის მოსმენაც კი არ უნდოდათ, რომ ომის დამნაშავეებს, ბოდიში კი არა, სასჯელი ეკუთვნით, ხოლო ბოდიში სულ სხვა კონტექსტშია ნათქვამი.

მოდი ვნახოთ, რა განაცხადა მან სიტყვასიტყვით “ბოდიშთან“ დაკავშირებული განცხადების გაკეთებისას და მერე შევაფასოთ მისი ავ-კარგი:

,,26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად მოღალატენაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისთვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებითა და გულწრფელი შერიგებით დასრულდება”.

ბოდიში უნდა მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად მოღალატე ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმებიო.

კურიოზული და სასაცილო ამ განცხადებაზე რეაგირებაში არის ის, რომ ყველაზე მეტად აღშფოთდნენ ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ნოემბერში ევროსაბჭოს იმ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, რომელშიც სხვა სიტყვებით, მაგრამ შინაარსობრივად სწორედ ის ეწერა, რომ 2008 წელს სააკაშვილის ხელისუფლების ინიციატივით დაწყებულმა ცხინვალის დაბომბვამ ცეცხლის ალში გახვია ქართველები და ოსები.  რაც შეეხება სიტყვა „ბოდიშს“, ამაზე ყველაზე მეტად ის არასამთავრობო ორგანიზაციები აღშფოთდნენ, რომლებმაც 2007 წლის მარტში თვითონ წამოიწყეს კამპანია: „ბოდიში“ ტყვიების ნაცვლად!“

იმხანად ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი 2008 წლის ომი ცხინვალში, რის გამოც ეს „ბოდიშისკენ მოწოდება“ ეხებოდა მხოლოდ ქართველების ურთიერთობას აფხაზებთან.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აფხაზებთან უფრო რთული იყო თავის დადანაშულება და ბოდიშის მოხდა, რადგან აფხაზებმა არაერთი პროვოკაციული ქმედებით დიდწილად გამოიწვიეს ძმათამკვლელი ომი 1990-იანი წლების დასაწყისში. როგორც ჩანს, უსინდისობას მართლაც არ აქვს ზღვარი.

2007 წელს უცხოეთის რომელიღაც ფონდიდან დაფინანსებული ამ პროექტის ფარგლებში უჩა ნანუაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით არა მხოლოდ ეს კამპანია აგორდა საქართველოში, არამედ 3-სერიანი დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს სხვადასხვა არასამთავრობო თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ინტერვიუებით გადავსებული, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სწორედ ბოდიშის მოხდის აუცილებლობის გაცნობიერება მიგვიყვანს ქართველებსა და აფხაზებს ურთიერთნდობის აღდგენისკენ, რომელიც, თავის მხრივ, შექმნის ქვეყნის გაერთიანების პირობებს.

ასე რომ, „ბოდიშის“ შესახებ ოპოზიციის ინტერპრეტაციები სერიოზული განსჯისა და ანალიზის საფუძველს კი არ იძლევა, არამედ კიდევ ერთხელ მხოლოდ იმას გვიმტკიცებს, რომ ხელისუფლებაში არ უნდა მოვუშვათ ადამიანები, რომლებიც ამას ყველანაირი ტყუილის ფასად, ყველაფერზე ხელის აღებისა და გადაფურთხებულის ალოკვის ფასად ცდილობენ.

გორში ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე სოციალურ ქსელში წერს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი დოჭვირი:

_ ბოლოსდაბოლოს, საქართველოს ხელისუფლება დაადგა სწორ გზას:

,,26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე  ოსურ-ქართული ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებლივ პასუხს მიიღებს, მაშინ ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით ჩვენ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ  იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები!” ივანიშვილის  ეს განცხადება  არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გადადგმული პირველი რეალური ნაბიჯი ბოლო 33 წლის განმავლობაში.  თუ ამ განცხადებას შესაბამისი ქმედებაც მოჰყვება, მართლა არაა შორს ის დრო, რომელიც ივანიშვილმა იგულისმა იმავე გამოსვლაში: ,,ჩვენი ქვეყნის გარშემო მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ფონზე ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ნიადაგი ნებისმიერ დროს შეიძლება მომწიფდეს, რისთვისაც  საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება იქნება აუცილებელი”.    

ივანიშვილის გამოსვლას გორში მე, როგორც მასწავლებელი, ვუწერ 4-იანს.  რატომ არ ვუწერ ფრიადს? 

1. იმიტომ, რომ მან არ ახსენა 1990 წლის ზამთარში განხორციელებული ცხინვალის ბლოკადა, რომელსაც მოჰყვა ოსი ბავშვების მსხვერპლი. ეს კარგად გვახსოვს როგორც  ჩვენ, ასევე ოს ძმებს; ისიც, თუ როგორ დევნიდა იმჟამინდელი ხელისუფლება ოსებს ეროვნულ ნიადაგზე და აიძულებდა მათ, დაეტოვებინათ სახლები და გახიზნულიყვნენ ჩრდილოეთ ოსეთში. სხვათა შორის, ამ ,,აყრით” აღმოსავლეთ საქართველოში რამდენიმე ათეული სოფელი გაუკაცრიელდა. ეს არანაკლებ მძიმე და საზარელი დანაშაული იყო, ვიდრე სააკაშვილის მიერ ცხინვალის დაბომბვა. ალბათ, ესეც დასავლეთის წაქეზებით ჩაიდინა  საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ…  ამ ფაქტის აღიარებაც მოუწევს საქართველოს მთავრობას, თუ უნდა სწორ გზაზე სიარული;

2. ,,მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი დაწყებული გზა ოს ხალხთან შერიგებით გავაგრძელოთ და ყველანი ერთად გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები”, _  ამბობს ივანიშვილი. კი,  მაგრამ ვკითხოთ ოს ხალხს, უნდა კი  ევროპული ოჯახის წევრობა, რომ გადავუწყვიტეთ, გინდა თუ არა ევროპული ოჯახის წევრი გახდითო?  იქნებ კავკასიური ოჯახის წევრობა ურჩევნიათ მშვიდობით, კეთილდღეობით; აქ,  კავკასიაში სომხებთან, აზერბაიჯანელებთან, ჩეჩნებთან, ლეკებთან, აფხაზებთან, ჩერქეზებთან, ინგუშებთან, ადიღეელებთან ერთად.  ამაზე რატომ არ გიფიქრიათ, თუ ყველანი ევროპაში უნდა წავასხათ?!  

მაინც სრული მხარდაჭერა ივანიშვილს გორში წარმოთქმული სიტყვების გამო!

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here