Home სხვადასხვა დაიჯესტი ბილ გეიტსის განქორწინება მილიონერ პედოფილ ეპშტეინს დაუკავშირეს

ბილ გეიტსის განქორწინება მილიონერ პედოფილ ეპშტეინს დაუკავშირეს

94
ბილ გეიტსის განქორწინება მილიონერ პედოფილ ეპშტეინს დაუკავშირეს

“მაიკროსოფტის” დამფუძნებელ ბილ გეიტსის ცოლთან განქორწინება დაუკავშირეს ამერიკელ პედოფილ ჯეფრი ეპშტეინთან მის კონტაქტს, _ წერს “უოლ სთრიტ ჯორნალი” გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით.

ეპშტეინთან გეიტსის გახშირებული ურთიერთობა მისი ცოლის _ მელინდას შეშფოთების მიზეზი იყო. გეიტსების საქველმოქმედო ფონდის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით, მელინდას ეპშტეინი პირველივე შეხვედრის დროს არ მოეწონა და მართალიც გამოდგა.

გამოცემა ირწმუნება, მელინდამ ადვოკატთან კონსულტაციები ბილთან განქორწინების შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, ანუ მაშინ, როცა პრესაში გამოქვეყნდა ცნობები, რომ გეიტსი განაგრძობდა შეხვედრებს ეპშტეინთან მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა ამ უკანასკნელის ამორალური ქმედების ამბავი და მილიონერის წინააღმდეგ წამოაყენეს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ფაქტები. მაშინ მაიკროსოფტის წარმომადგენელმა ბრიჯიტ არნოლდმა განაცხადა, რომ მეწარმეები განიხილავდნენ საქველმოქმედო ფონდთან დაკავშირებულ საკითხებს. გეიტსი აღიარებდა, რომ ეპშტეინთან შეხვედრები იყო შეცდომა.

გაზეთი აღნიშნავს, რომ ბილისა და მელინდას წარმომადგენლებმა კომენტარზე უარი განაცხადეს.

წყვილმა განქორწინების შესახებ ჯერ კიდევ 4 მაისს განაცხადა. მელინდამ განქორწინების შესახებ სასამართლოს მიმართა. მისი თქმით, მათი განქორწინება ერთხელ და სამუდამოდ დაირღვა. დოკუმენტებში არ იყო ინფორმაცია ქორწინების კონტრაქტის შესახებ. ამავე დროს მეუღლეებმა გააფორმეს განცალკევებით ცხოვრების ხელშეკრულება.

ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი დააპატიმრეს 2019 წლის 6 ივლისს ნიუ-იორკში და იმავე წლის აგვისტოში, გავრცელებული ინფორმაციით, თავი მოიკლა საპატიმრო საკანში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here