Home ახალი ამბები მსოფლიო ბელგიელმა და ფრანგმა მედესანტეებმა გაბონში სასაკლაო მოაწყვეს

ბელგიელმა და ფრანგმა მედესანტეებმა გაბონში სასაკლაო მოაწყვეს

ჯარისკაცები

ეს მოხდა 4 ოქტომბერს გაბონის დედაქალაქ ლიბერვილის ღამის ერთერთ კლუბში, _ მიუწყება DH.be.

კლუბში ჩხუბის შედეგად დაიჭრა გაბონის სამი მოქალაქე. არიან თუ არა დაჭრილთა შორის სამხედრო მოსამსახურეები, არ იტყობინებიან. ბელგიის სამხედრო პროკურატურამ დაიწყო თილენის საჰაერო-სადესანტო პოლკის მესამე ბატალიონის რვა ჯარისკაცის საქმის გამოკვლევა. ისინი ჩაიყვანეს ბელგიაში, მუდმივი დისლოკაციის ადგილზე.

რა ღონისძიებები ხორციელდება ფრანგი სამხედროების მიმართ, არაფერს იუწყებიან. ორივე ქვეყნის მედესანტეები მონაწილეობდნენ სწავლებაში სახელწოდებით “ტროპიკული შტორმი”.

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიტვის ქალაქ იონავაში დაუდგენელმა პირებმა სცემეს ბუნდესვერის ოთხ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც ნატოს ბატალიონის შემადგენლობაში შედიოდნენ. გერმანელი სამხედროები უგონოდ იყვნენ მთვრალი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here