Home ახალი ამბები მსოფლიო ბეირუთის შემდეგ კიდევ სად და რა შეიძლება აფეთქდეს ახლო აღმოსავლეთში?

ბეირუთის შემდეგ კიდევ სად და რა შეიძლება აფეთქდეს ახლო აღმოსავლეთში?

ლიბანს ეკონომიკური კოლაფსი და მოსახლეობის ბუნტი უწინასწარმეტყველეს

2169
ბეირუთის შემდეგ კიდევ სად და რა შეიძლება აფეთქდეს ახლო აღმოსავლეთში?

4 აგვისტოს, საღამოს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში ორჯერ გაისმა აფეთქების ხმა. პირველი აფეთქება შედარებით მცირე ძალის იყო (აალდა პიროტექნიკა), მაგრამ კვამლის უზარმაზარმა ღრუბელმა გამვლელთა ყურადღება მიიპყრო. სწორედ გამვლელების ვიდეოკამერებმა აღბეჭდეს მეორე აფეთქება. ის ტაქტიკური ბირთვული მუხტის დეტონაციას ჰგავდა. აფეთქება ისეთი მძლავრი იყო, რომ დარტყმითი ტალღისგან დაზარალდა საქმიანი კვარტლის ყველა შენობა და აეროპორტი, რომელიც ქალაქის სხვა ნაწილში მდებარეობს.

7 აგვისტოს მონაცემებით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 145 ადამიანი, დაიჭრა _ 5 ათასზე მეტი. დაღუპულთა და დაჭრილთა შორის არიან არა მხოლოდ ლიბანელები, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც. ბეირუთის მერმა მომხდარს ეროვნული კატასტროფა უწოდა. ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა.

ბეირუთის შემდეგ კიდევ სად და რა შეიძლება აფეთქდეს ახლო აღმოსავლეთში?

ამერიკულმა გამოცემა Veterans Today ყურადღება გაამახვილა ჰაერში მოძრავ უცნაურ ობიექტზე, რომელიც პორტის საწყობების თავზე შენიშნეს მეორე აფეთქების წინ. ამას გარდა, რადიაციის გაზომვამ იტალიაში რადიაციული ფონის მკვეთრი მომატება ცხადყო. ვიღაცამ ივარაუდა, რომ ისრაელმა (შესაძლოა, აშშთან ერთად) ატომური იარაღით შეუტია ლიბანს, მაგრამ ამ ვერსიის მომხრეებს მყისვე განუმარტეს, რომ ასეთ შემთხვევაში იქნებოდა ელექტრომაგნიტური იმპულსი და შედეგად ყველა მობილური ტელეფონი გაითიშებოდა. ამით კომპაქტური ბირთვული იარაღის გამოყენების ვერსია გამოირიცხა.

გაჩნდა მიმართული საბრძოლო მუხტის გამოყენებით უზარმაზარი რაოდენობის სელიტრის აფეთქების ვერსია. ამ ვერსიას მხარი დაუჭირა ტელეარხმა CNN-მა, რომლის ეთერშიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა ოპერატიულმა თანამშრომელმა რობერტ ბაერმა განაცხადა, რომ ამონიუმის ნიტრატი (სელიტრა) თავისით არ შეიძლება აფეთქდეს. ირანის ახალი ამბების სააგენტომ გამოაქვეყნა მონაცემები 4 აგვისტოს სირიალიბანის სანაპიროსთან 4 ამერიკული მზვერავი თვითმფრინავის საეჭვო აქტიურობის შესახებ. აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ბეირუთის თავზე ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს. ერთი კვირით ადრე ისრაელის დრონები სამხრეთ ლიბანის თავზეც დაფრინავდნენ და მათგან ერთერთიჰეზბოლამჩამოაგდო.

5 აგვისტოს, დილით, ბეირუთში გამოაცხადეს მომხდარის ოფიციალური ვერსია: “პორტის მე-12 მისაბმელის საწყობში მიმდინარეობდა შედუღების სამუშაოები, წარმოქმნილი ნაპერწკლების შედეგად აალდა პიროტექნიკა, ცეცხლი მოედო სელიტრათი სავსე ტომრებს (საწყობში ინახებოდა 2750 ტონა სელიტრა), რომლებიც აფეთქდა”.

უცნობი ობიექტი ბეირუთში პორტის თავზე მეორე აფეთქების წინ
უცნობი ობიექტი ბეირუთში პორტის თავზე მეორე აფეთქების წინ

სელიტრა ბეირუთის პორტში რამდენიმე წლის წინათ შეიტანეს. დოკუმენტების მიხედვით, ტვირთი ბათუმიდან მოზამბიკში გადაჰქონდა მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ გემ Rhosus, მაგრამ 2013 წელს გემი დამატებითი ტვირთის ასაღებად ბეირუთში შევიდა. ბეირუთის სასამართლომ კი მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო გემი ტვირთთან ერთად დააკავა. კაპიტანი და მისი გუნდის რამდენიმე წევრი კარგა ხანს იყვნენ დაპატიმრებულები, ტვირთი კი პორტის საწყობში ინახებოდა.

თითქმის მყისვე, როგორც ეს ბოლო ხანს გამუდმებით ხდება ხოლმე, ალაპარაკდნენ “რუსულ კვალზე”, ამოტივტივდა გემ Rhosus-ის მფლობელის ფიგურაც. ეს არის ამჟამად კვიპროსზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქე, ხაბაროვსკელი იგორ გრეჩუშკინი, რომელმაც გემის დაპატიმრების შემდეგ ბედის ანაბარა მიატოვა ტვირთიც და ეკიპაჟის წევრებიც.

ბეირუთის პორტის აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობის ვერსია უარყო ლიბანის ტელეარხ “ალ-მანარის” კორესპონდენტმა ახმად ჰაჯ-ალიმ. მისი თქმით, ამონიუმის ნიტრატი განკუთვნილი იყო ტერორისტული დაჯგუფებისთვის სირიაში, შემკვეთები კი იყვნენ სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების მონარქები, რომლებიც ვაშინგტონის მითითებებით მოქმედებენ.

უპასუხოდ რჩება კითხვა _ რატომ ინახებოდა ამდენი წლის განმავლობაში ეს სახიფათო ნივთიერება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პორტში მარცვლეულის საცავსა და საცხოვრებელ კვარტლებთან ახლოს? რა შეიძლება ითქვას? ლიბანი თავისებური ქვეყანაა. იქ არ არის მდგრადი მთავრობა, ხელისუფლების სათავეში შემთხვევითი ადამიანები არიან, ავანტიურისტებისა და თაღლითების შესახებ სკანდალები პოლიტიკურ ნორმად იქცა.

ბეირუთის პორტის საწყობებში, ალბათ, კიდევ ინახება ისეთი რამ, რაც შეიძლება აფეთქდეს. აღსანიშნავია, რომ ქალაქის თავზე გაჩნდა რადიაციული ღრუბელი. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ადრე ლიბანში ევროპიდან წამოღებული რადიაქტიური ნარჩენები დამარხეს, როგორც ჩანს, ადგილობრივებიდან ვიღაცამ ამით ხელი მოითბო.

ბეირუთის პორტის გავლით ქვეყანა აუცილებელი საქონლის 70%-ს იღებს. საწყობებთან ერთად დაიწვა მარაგი მედიკამენტებისა, რომელთა დიდი ნაწილიც ირანში იყო დამზადებული. და, რადგან ლიბანი გაკოტრების ზღვარზე მყოფი ქვეყანაა, ეს სელიტრის განადგურებაზე უფრო საშინელი დარტყმაა. ისრაელის გაზეთმა “ჰაარეცმა” უკვე უწინასწარმეტყველა ლიბანს ეკონომიკური კოლაფსი და მოსახლეობის ბუნტი.

სხვათა შორის, აფეთქება მოხდა ლიბანის ყოფილი პრემიერმინისტრის, რაფიკ ჰარირის, მკვლელობის სასამართლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე. მეორე დღეს, 5 აგვისტოს კი, პარტია “ჰეზბოლას” გენერალურ მდივანს, ჰასან ნასრალას, მოსახლეობისთვის სიტყვით უნდა მიემართა.

სანამ ლიბანის ხელისუფლება უარყოფს აფეთქებებში აშშ-ისა და ისრაელის მონაწილეობას, გამოძიება გრძელდება.

Fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S. ტელეკომპანიაალჯაზირასმიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბეირუთის ცენტრში დაიწყო საპროტესტო აქციები. დემონსტრანტები, რომლებიც მთავრობის გადადგომას მოითხოვენ, პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here