რამდენიმე დღის წინათ ევროკავშირში აღმაშფოთებელი ექსპერიმენტი ჩაატარეს. შედეგები ასახულია გაეროს ბავშვთა ფონდ “იუნისეფის” დოკუმენტებში. “ბევრს არ სჯეროდა… სულ ტყუილუბრალოდ”, _ განაცხადა ჟურნალისტმა, პროგრამა “შაფრანის” წამყვანმა ანა შაფრანმა ტელეარხ “ცარგრადის” ეთერში.
“ჩვენ გვაფრთხილებდნენ, რომ ჰომოსექსუალიზმისა და სხვა გარყვნილების მიმართ დამოკიდებულების შეცვლის კვალდაკვალ, რომლებიც უკვე ნორმად იქცა, დადგებოდა პედოფილიის რიგიც. ბევრს არ სჯეროდა, ამბობდნენ, “ეს სულ სხვა რამეა, აქ ხომ ბავშვებზეა ლაპარაკი. ეს ხომ წმინდაა”. და აი, ტყუილუბრალოდ არ სჯეროდათ”, _ განაცხადა ანა შაფრანმა.
რამდენიმე დღის წინათ გაეროს ბავშვთა ფონდმა “იუნისეფმა” გამოაქვეყნა “დოკუმენტი სამსჯელოდ” სახელწოდებით “კონტროლის ინსტრუმენტები ციფრულ საუკუნეში და ბავშვთა ონლაინუფლებები მსოფლიოში”. მასში წერია, რომ თითქოს დაუდგენელია, ვნებს თუ არა პორნოფილმების ყურება ბავშვებს. უფრო მეტიც, დოკუმენტში მოყვანილია ევროპული კვლევის მონაცემები, რომელთა გამოც თმა ყალყზე დაგიდგებათ.
2020 წლის კვლევაში “ევრობავშვები ონლაინ” შეაჯერეს ევროპის 19 ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგები. გაირკვა, რომ ბავშვების უმეტესობას, რომელმაც ონლაინ ნახა სექსუალური სცენები, არ განუცდია არც წყენა და არც სიხარული (ასეთი, ყველაზე მცირე, რაოდენობით (27%) იყო შვეიცარიაში, ყველაზე მეტი (72%) ლატვიაში).
“ეს რა არის _ აყურებინო ბავშვებს სექსუალური სცენები და გაზომო მათი რეაქცია?!” _ გაკვირვებას ვერ მალავდა შაფრანი.
tsargrad.tv–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა