Home სხვადასხვა დაიჯესტი “ბედის ირონია” ამერიკულად

“ბედის ირონია” ამერიკულად

1232
“ბედის ირონია” ამერიკულად

რუსკაია ვესნაიუწყება, რომ ამერიკელი პოლიციელი ქალი, დაღლილი სამსახურიდან შინ რომ დაბრუნდა, შეცდომით მეზობლის ბინაში შევიდა.

ხედავს, რომ საწოლზე წამოგორებულა მისი ბინის ხელშეუხებლობის დამრღვევი ვიღაც შავკანიანი ყმაწვილი კაცი. ინსტიქტურად ბუდიდან ამოიღო იარაღი, მოკლა თავხედი დამრღვევი და შემდეგ გამოუძახა 911-ს.

სასწრაფოდ მოვარდნენ გამოძახებული ექიმები, პოლიციელები და ირკვევა საოცრება _ პოლიციელ ქალბატონს კარი შეშლია და სხვის ბინაში შესულა. ჯერჯერობით გაურკვეველია, გასაღები მოერგო სხვის კლიტეს თუ კარი დაკეტილი არ იყო.

მოკლული ახალგაზრდა, ვიღაც კრიმინალური ელემენტი კი არა, ცნობილი კომპანიის _ Pricewaterhous Coopes-ის დიპლომირებული თანამშრომელი აღმოჩნდა, ადგილობრივი მართლმადიდებლური მრევლის აუდიტორი და ცნობილი წევრი. მისი სახელია ბოტემ შენ ჯინი. აი იმ ქალის სახელს, რომელმაც იგი მოკლა, არ ასაჯაროებენ, მოიხსენიებენ, როგორც “თეთრკანიან პატრულის ოფიცერს”.

ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე იფეთქებს რასებს შორის დაპირისპირება. ისტერიკული შეძახილები “ეს თეთრკანიანი გათახსირებულები უკვე საკუთარ სახლებში გვხოცავენ!” საკმარისზე მეტი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here