Home ახალი ამბები მსოფლიო ბაშარ ალ-ასადი – სირია მხარს უჭერს აფხაზ ხალხს, მათ სუვერენიტეტს და მომავალშიც...

ბაშარ ალ-ასადი – სირია მხარს უჭერს აფხაზ ხალხს, მათ სუვერენიტეტს და მომავალშიც გააგრძელებს მათ მხარდაჭერას

93
ბაშარ ალ-ასადი - სირია მხარს უჭერს აფხაზ ხალხს, მათ სუვერენიტეტს და მომავალშიც გააგრძელებს მათ მხარდაჭერას

ოკუპირებული აფხაზეთის .. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიის ლიდერ ბაშარ ალასადს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციასსპუტნიკაფხაზიაავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ბაშარ ალ ასადმა აღნიშნა, რომ „აფხაზეთის სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტს“ დიდი მნიშვნელობა აქვს „სახელმწიფოთაშორისი“ ურთიერთობების განვითარებისათვის, რომელიც ახალ სტიმულს მისცემს აფხაზეთსა და სირიას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას.

მისი თქმით, სირია აფხაზი ხალხის „სუვერენიტეტს“ მუდამ მხარს დაუჭერს.

„სირიამ მხარი დაუჭირა და მხარს უჭერს აფხაზ ხალხს, მათ სუვერენიტეტს და მომავალშიც გააგრძელებს მათ მხარდაჭერას”, – განაცხადა სირიის ლიდერმა.

თავის მხრივ, ბჟანიამ მადლობა გადაუხადა ბაშარ ალ-ასადს აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარებისა და მასთან „დიპლომატიური ურთიერთობების“ დამყარებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here