Home სხვადასხვა დაიჯესტი ბალტიისპირელებმა ჭკუა იღრძეს

ბალტიისპირელებმა ჭკუა იღრძეს

708
ბალტიისპირელებმა ჭკუა იღრძეს

ბალტიისპირელ პოლიტიკოსებს ძალიან სურთ თავიანთი დასავლელიპარტნიორნებისგულის მოგება, ამიტომ იქ მოდურია ფაშისტების გმირებად გამოცხადება და ყველაფერი არატრადიციულის გათავისება. ეს, რბილად რომ ვთქვათ, “თავისებურიმეთოდები მოწოდებულია აშშის გასახარად და დასამტკიცებლად იმისა, რომ ბალტიისპირეთი გონიერი და ტოლერანტული გახდა. ნორმალური ადამიანები კი ამ ფერიცვალებას სიგიჟის გამოვლენად მიიჩნევენ.

საინტერესო ამბავი მოხდა ესტონეთის ქალაქ ტარტუში. ტრადიციული მსოფლიოს გასახარად ცხოვრობდა აქ ჰეტეროსექსუალური წყვილი და თავის ჭიას ახარებდა.

მაგრამ თურმე ჭიამაც მობეზრება იცის და გადაწყვიტეს, გაყრილიყვნენ _ მამაკაცმა ქალად ყოფნა მოიწადინა და მარტის დასაწყისში სქესის შეცვლას ოფიციალურად შეუდგა _ უნდოდა, მიეღო პირადი კოდი და ახალი სახელი.

შეიტანეს განცხადება და ერთ თვეში გაიყარნენ, მაგრამ ამასობაში კაცმა მოასწრო გაქალება და მთელი ერთი თვის განმავლობაში ორი ქალი დაქორწინებული იყო.

ესტონეთში, თუ წყვილი წესისამებრ არის დაქორწინებული, ხოლო შემდეგ რომელიმე მათგანი შეიცვლის სქესს, ქორწინება გაუქმებულად ითვლება. ფრიად საინტერესოა ესტონური კანონი ოჯახის შესახებ. ამ კანონით დაქორწინება შეუძლიათ ქალსა და კაცს, მაგრამ განქორწინება შეუძლია ორ კაცსაც და ორ ქალსაც.

ერთი და იმავე სქესის პირებსაც შეუძლიათ გააფორმონ თანაცხოვრება, იცხოვრონ დიდხანს და ბედნიერად და არც სახელმწიფო, არც თანამოქალაქენი გადაბრუნებულ სიტყვას არ აკადრებენ.

ბოლო პერიოდში ესტონეთში მოიმატა სქესშეცვლილ ადამიანთა რაოდენობამ. თუ 2018 წელს ასეთი სულ 7 ადამიანი იყო, 2019-ში _ უკვე 22-ია. რამდენი ოჯახი დაინგრა ამ მიზეზით, უცნობია, რადგან ესტონელები ვალდებულნი არ არიან, განაცხადონ გაყრის მიზეზების შესახებ, მაგრამ იმას, რაც ხდება, ნორმას ვერ ვუწოდებთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here