Home რუბრიკები საზოგადოება ბათუმის ბულვარს განახლებული საპლაჟე ინფრასტრუქტურა ექნება

ბათუმის ბულვარს განახლებული საპლაჟე ინფრასტრუქტურა ექნება

2261

წლევანდელ სეზონზე ბათუმის ბულვარს განახლებული საპლაჟე ინფრასტრუქტურა ექნება, აღნიშნულის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ  რეგიონის მთავრობის დაწყებამდე გააკეთა.  როგორც პატარაძე აცხადებს,  ერთიან სტილში მოეწყობა განახლებული საშხაპეები, გასახდელები, შეზლონგები, პლაჟზე გადასასვლელი საფეხმავლო ბილიკები.


ბათუმის პლაჟებზე წელს შეზლონგებისა და ქოლგების ფასი ფიქსირებული იქნება – ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც შეზლონგებისა და ქოლგებისა ღირებულება ფიქსირებულია და  მთელი დღის განმავლობაში  3+1 ლარი ეღირება.

აჭარის მთავრობის მეთაურის განმარტებით, იმისთვის, რომ ნებისმიერი სტუმრისთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია მომსახურების ღირებულების შესახებ, სანაპიროებზე განთავსდება საინფორმაციო დაფები სამ ენაზე.  ასევე, ამ ტენდერის პირობების თანახმად, უნდა მოეწყოს პლაჟის ინფრასტრუქტურა. მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სულ ბულვარის ტერიტორიაზე, საოცრებათა მოედნიდან “აკვაპარკის” ჩათვლით 29 საპლაჟო სექტორი უნდა გაკეთდეს და ყველა ერთ სტილში მოეწყოს, პლაჟებზე განთავსდეს 20 საშხაპე და გასახდელი, ერთნაერი შეზლონგები და სანაპიროზე ჩასასვლელი ბილიკები, რომლებიც იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. პატარაძის ინფორმაციით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოწყობა 10 ივნისისთვის უნდა დასრულდეს.

მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ისიც, რომ უახლოეს მომავალში არდაგანის ტბის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, რომელიც ერთ-ერთ ტურისტულ ატრაქციას წარმოადგენს.

რეგიონის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტურისტული სეზონის მოსვლასთან ერთად სამუშაო შეხვდერებისა და მიმდინარე პროექტების მონიტორინგის გააქტიურებაზე. მისი თქმით, ტურისტულ სეზონზე უკეთესი პირობებისა და გარემოს შესაქმნელად, მთავრობის თავმჯდომარეს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ყველა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელთან.

სხდომაზე ზურაბ პატარაძემ ბათუმის ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ისაუბრა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, დაზიანებული ასფალტის საფარის ნაცვლად სულ მალე ახალი ფილაქნებით, საკანალიზაციო სისტემითა და ბორდიურებით მოწყობილი რამდენიმე ხეივანი შეემატება ბათუმის ბულვარს. უკვე ჩატარებულია მასშტაბური გამწვანებითი სამუშაოები როგორც ძველი, ასევე ახალი ბულვარის ტერიტორიებზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here