Home რუბრიკები პოლიტიკა არნო ხიდირბეგიშვილი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე საქართველოს ნატო არ სჭირდება, მათთან...

არნო ხიდირბეგიშვილი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე საქართველოს ნატო არ სჭირდება, მათთან ერთად კი – მით უმეტეს!

“სააკაშვილმა სამჯერ წერილობით აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, თანაც პირველად _ სანამ რუსეთი აღიარებდა”

1459
ბენ ჰოჯესი და ლევან იზორია

28 იანვარს გამოქვეყნდა სტრატეგიული კვლევების ამერიკული ინსტიტუტის The Heritage Foundationის მოხსენებანატოს წევრობა საქართველოსთვის: აშშისა და ევროპის ინტერესებში” (NATO Memebrship Georgia: In U.S. and European Interest), რომლის ავტორია დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი (Luke Coffey).

მოხსენების პრეზენტაცია თბილისში, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisiში გაიმართა 8 თებერვალს. თუ ზემოხსენებული ინსტიტუტი და მოხსენების ავტორი თეთრი სახლის ადმინისტრაციაში და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის მართლა სარგებლობენ ავტორიტეტით, მინდა, ღრმა თანაგრძნობა გამოვხატო ამერიკელი ხალხის მიმართ. მოხსენების 14-ვე რეკომენდაცია, რომელთაგან მე-5 გულისხმობსსაქართველოს სასწრაფოდ შესვლას ნატოში MAP-ის გარეშე, მაგრამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეც”, რომლებზეც კოლექტიური უსაფრთხოებისა და თავდაცვის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 და მე-6 მუხლები, ავტორის ჩანაფიქრით, არ უნდა გავრცელდეს, თავისი პრიმიტიულობით, დილეტანტობითა და უცოდინარობით გვაოცებს.

 * “10 წელია, მესმის საქართველოს სწრაფვაზე ნატოსკენ _ კრეატიული, პრაგმატული გადაწყვეტილებების დრო დადგა!” _ “ველოსიპედს იგონებს” ლუკ კოფი, რომელსაც მანამდე საქართველო და კავკასია, ალბათ, მხოლოდ რუკაზე თუ უნახავს, თორემ ეცოდინებოდა, რომ ქართველებისთვის სოხუმი და ცხინვალი იგივეა, რაც ყარაბაღი აზერბაიჯანელებისა და სომხებისთვის, და რომ, თუ ქართველები ამ ტერიტორიების დასავიწყებლად ყაბულს იქნებოდნენ, ნატოში შესასვლელად 10 წლის ლოდინი არ დასჭირდებოდათ. ამიტომ კოფის მხრიდან გერმანიის, რომელიც ჯერ ნატოში შევიდა და შემდეგ გაერთიანდა; თურქეთისა და საბერძნეთის, რომლებიც ნატოში შევიდნენ, მაგრამ კვიპროსის გამო ტერიტორიული დავა არ გადაუწყვეტიათ და, მით უმეტეს, დიდი ბრიტანეთის პროტექტორატების _ ფოლკლენდისა და ბაჰამის კუნძულების, მოყვანა მაგალითებად კავკასიის ყველა ხალხის მიმართ არაკორექტული და უაღრესად არაპროფესიული იყო.

* “რისთვის სჭირდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ნატოს დაცვა, თუკი საქართველომ ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის აღდგენის მიზნით ძალის გამოუყენებლობის შესახებ განაცხადა?!” _ უკვირს ლუკ კოფის, რომელმაც არც კი იცის, რომ საქართველო, უკვე 10 წელია, უარს ამბობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რადგან მიაჩნია, რომ ეს სამართლებრივად დამოუკიდებელ სუბიექტებად მათი აღიარების ტოლფასია.

მეტიც _ მიამიტ კოფის არ ესმის, რომ ამ ფრაზით საქართველოს აგრესორად აღიარებს და, პრაქტიკულად, ამბობს, რომ საფრთხე “აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს” მხოლოდ საქართველოსგან ემუქრება, ანუ, თუკი საქართველომ პირობა დადო, რომ მათ თავს არ დაესხმება, ესე იგი, ნატოს დაცვაც არ სჭირდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ კოფის მიერ ნახსენები “აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი”, საქართველოსა და რუსეთის გარდა, არავის ესაზღვრება, მაშასადამე, კოფი აღიარებს, რომ რუსეთისგან მათი დაცვა საჭირო არ არის _ რუსეთი თვითონ, ნატოს გარეშე, საიმედოდ იცავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოსგან. აი, რას ნიშნავს ლუკ კოფის მიამიტური სიტყვები, სხვაგვარი ინტერპრეტაცია აქ შეუძლებელია.

 * “ბიძგი მიეცეს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში ვალდებულებების შესრულებისკენ. სრულიად მიუღებელია, რომ თითქმის 10 წლის შემდეგ რუსეთი უწინდებურად არ იცავს მთლიანად შეთანხმებას”, _ გვეუბნება მოხსენების მე-2 რეკომენდაცია, რომლითაც კოფი ისევ უწევს “დათვურ სამსახურს” საქართველოს. მედვედევი-სარკოზის გეგმაზე ლუკ კოფის წარმოდგენაც არ აქვს, თორემ ეცოდინებოდა, რომ თავდაპირველად ამ დოკუმენტის მე-6 პუნქტი ასე გამოიყურებოდა: სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მომავალი სტატუსის საკითხებზე საერთაშორისო მსჯელობის დაწყება”, ანუ რუსეთისა და სარკოზისთვის იმხანად მთავარი იყო ომის შეჩერება, ხოლო “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსის” განსაზღვრის საკითხის შემდეგისთვის გადატანა და მისი კოლექტიურად _ “საერთაშორისო მსჯელობის” გზით გადაწყვეტა, მაგრამ 15 აგვისტოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს პუნქტი ხელმოწერისას ამოშალა, რასაც რუსეთი დაუყოვნებლივ დათანხმდა და მედვედევმა დოკუმენტს ხელი მეორე დღესვე _ 16 აგვისტოს, მოაწერა. 10 დღის შემდეგ კი, ანუ 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა მათი სტატუსი ერთპიროვნულად განსაზღვრა. აი, რატომ ცნო მაშინვე ნატოს იმჟამინდელმა გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა მედვედევ-სარკოზის გეგმა “მიუღებლად”, ხოლო საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ეს გეგმა საერთოდ არ ახსენოს.

მიშა, რატომ გადახაზე მე-6 პუნქტი?!” _ გაოცებით ეკითხებოდნენ სააკაშვილს მისი უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლებიც კი. მიშა ეშმაკურად პასუხობდა: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსის არანაირი განხილვა მომავალში არ იქნება, იმიტომ, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს განუყოფელი ნაწილია! “ და, ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელზეც უკვე იყო ორი ხელმოწერა _ აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფშიდასამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი”. ბაღაფშმა და კოკოითმა დოკუმენტს ხელი სააკაშვილამდე ერთი დღით ადრე მოაწერეს _ 14 აგვისტოს. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს _ ხელმომწერთა სტატუსის და მათ მიერ მართული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას.

თუნდაც ვივარაუდოთ, რომ პოლიგლოტ სააკაშვილს 15 აგვისტოს “შემთხვევით” შეეშალა _ შიშისგან ბევრი ჰალსტუხი შემოეჭამა ან დაავიწყდა ფრანგული ენა, რომელზეც დოკუმენტი იყო შედგენილი, მაშინ რატომ არ გამოასწორა თავისი შეცდომა 8 სექტემბერს, როდესაც სარკოზი პრეზიდენტ მედვედევთან მოსკოვისპირას ჩაფრინდა გადაკეთებული, ანუმოდიფიცირებული მედვედევსარკოზის გეგმისხელმოსაწერად?! მეტიც _ მაშინ სარკოზიმ მედვედევს გადასცა სააკაშვილის წერილი, რომელშიც საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას იღებდა, ეს კი ნიშნავს, რომ სააკაშვილმა უკვე მეორედ აღიარა მათი დამოუკიდებლობა _ ახლა უკვე რუსეთის აღიარების შემდეგ.

სააკაშვილს, როგორი არანორმალურიც უნდა იყოს, საერთაშორისო სამართლის იურისტის უკრაინული და ამერიკული სერტიფიკატები აქვს და ამიტომ შეუძლებელია, არ სცოდნოდა, რომ საერთაშორისო სამართალში ერთი ქვეყნის მიერ აღიარებაც საკმარისია, რომ ტერიტორია დამოუკიდებლად იქნას ცნობილი, მაგრამ ნუთუ ეს არ იცის ამ ახირებულმა ლუკ კოფიმ?! ან იქნებ, როცა თავისი მოხსენების მე-5 რეკომენდაციაში საქართველოს მიერ ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის აღდგენის მიზნით ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე ლაპარაკობს, მხედველობაში სააკაშვილის მიერ მედვედევისთვის მიწერილი სწორედ ის წერილი აქვს?!

მარგველაშვილის და მისი ადმინისტრაციის შეხვედრა ლუკ კოფისთან
მარგველაშვილის და მისი ადმინისტრაციის შეხვედრა ლუკ კოფისთან

მესამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა (თანაც ისევ წერილობით) სააკაშვილმა 2011 წლის 9 ნოემბერს აღიარა, როდესაც ხელი მოაწერა საქართველორუსეთის საზღვარზე ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმებას (ვითომდა, დათმობას რუსეთის მხრიდან, რომელმაც სანაცვლოდ საქართველოსგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესასვლელად აუცილებელი ხმა მიიღო). აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, ამიტომ საქართველორუსეთის საზღვარი გადის მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბზე და ვერავითარი კითხვათსხვაობა აქ ვერ იქნება!” _ ცრუობდა სააკაშვილი კომპეტენტური შეკითხვების პასუხად, რის გამოც შეთანხმება დღემდე ძალაში არ შევიდა. შედეგად რუსეთმა მიიღო მსო-ც და შეთანხმებაც, რომლის გამოც საქართველო დღეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზღვრების აღიარების დილემის წინაშე დგას.

თუ სააკაშვილი რუსეთს ოკუპანტად აღიარებდა, მაშინ რატომ უწყობდა ხელს რუსული ეკონომიკის განვითარებას და რუსეთს ხმას აძლევდა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში შესასვლელად?! გამოდის, აშშ და ევროპა რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს უწესებენ ყირიმის ოკუპაციის გამო, სააკაშვილი კი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისთვის რუსეთს ამდიდრებდა და, მსო-ში შესასვლელად, ხმის გარდა, ქართული ეკონომიკის თითქმის ყველა სტრატეგიულ ობიექტს ერთმანეთის მიყოლებით გადასცემდა.

* და განა სააკაშვილმა არ შემოიღო ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ დაკანონებული ტერმინ “სამაჩაბლოს” ნაცვლად?! სანამ ხელისუფლებაში მე მოვიდოდი, ქართულ პოლიტიკაში ითვლებოდა, რომ ტერმინსამხრეთ ოსეთისგამოყენება სრული თვითმკვლელობაა! პირველად მე გამოვიყენე ეს ტერმინი, პირველად მე შევთავაზე ღიად ოსებს ავტონომია, თუმცა ამაზე მინიშნებაც კი სახიფათო იყო, ან ითვლებოდა, რომ ეს სახიფათოა!” _ ტრაბახობდა სააკაშვილი სოფიკო შევარდნაძისა და ვიტალი დიმარსკისთვის მიცემულ ინტერვიუში “ეხო მოსკვის” ეთერში ჯერ კიდევ 2007 წლის იანვარში. მაგრამ ლუკ კოფის, როგორც ჩანს, ფაქტების ელემენტარული კონსტატაციაც არ ძალუძს. მისი მოხსენების მე-14 რეკომენდაცია მიუთითებს: შეთანხმება ეკონომიკური სანქციების პირობით პაკეტზე, რომელიც ავტომატურად შევა ძალაში აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების შემთხვევაში. აშშმა მკაფიოდ უნდა განუცხადოს რუსეთს, რომ ნებისმიერი განდგომილი რეგიონის ანექსია გამოიწვევს ეკონომიკური სანქციების გაძლიერებას, რომლებიც საკვანძო რუს მოხელეებზეა მიმართული”.

აბა, ამის შემდეგ “რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”

* ამ ფონზე ლუკ კოფის მოხსენების მე-15 რეკომენდაცია წინ წაიწიოს შეთანხმებამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აშშსა და საქართველოს შორის, თუმცა ქართული ეკონომიკა შედარებით მცირეა _ სულ ცოტა, ცინიკურია. აშშ საქართველოს ეკონომიკაში ერთი ინვესტიცია არ ჩაუდვია, აქ არც ერთი წარმოება არ გაუხსნია, საქართველოს მხოლოდ იარაღს ატენიდა. ამასთანავე, რუსეთი, ქართული ეკონომიკის ყველა დარგში რუსული სახელმწიფო და კერძო კომპანიების ინვესტიციების გარდა, საქართველოს მეორე მთავარი სავაჭროეკონომიკური პარტნიორია და ლიდერი რუსი ტურისტების რაოდენობითა და საქართველოში ფულადი გადმორიცხვებით. მაგრამ ის, ვინც საქართველოში რუსეთს ოკუპანტს ეძახის და გამუდმებით საყვედურობს, რომ ის ჩვენთვის სავიზო რეჟიმს არ აუქმებს, აშშ მეგობარს უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც საბჭოთა პერიოდში, ამერიკის ვიზის მიღება საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის ახლაც შეუძლებელია. ამბობენ, რომ რუსეთის ვიზის ურიგოდ და გარანტირებულად მიღებაში ყველასთვის ცნობილი “ბნელი პიროვნებები”, რომლებიც თბილისში რუსეთის საკონსულოს შენობასთან დაძრწიან, 200-300 დოლარს იღებენ, მაგრამ სხვა “საქმიანები” ხომ ამერიკული ვიზის მიღებაში დახმარებისთვის 5, 10 და 15 ათას დოლარსაც რომ ართმევენ?! თუმცა შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში, “გადაგდებასაც” არ ერიდებიან.

* სრულიად კომიკურია თეზისი მოხსენების პრეამბულიდან: ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელი იქნება ის წელი, როდესაც საქართველო, ბოლოს და ბოლოს, მიიღებს ნანატრჯაველინისტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, რაც აშშისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება; და მე-3 რეკომენდაცია _ “საქართველოს მიეწოდოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები. მართალია, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება კარგი პირველი ნაბიჯია, მაგრამ შესაძლებელია მეტი ძალისხმევა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად”.

წამყვანი ამერიკელი ექსპერტი საქართველოს საკითხებში _ ლუკ კოფი, რომელიც განსაკუთრებული პატივით მიიღო პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, როგორც ჩანს, საქმის კურსში არ არის, რომ ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებიც და ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებიც, უკვე დიდი ხანია, საქართველოშია და, ქვეყნის თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას 2017 წლის 20 დეკემბრისა და 2018 წლის 23 იანვრის განცხადებებით, საიმედო ადგილას ინახება”.

და ეს ამერიკული ნაგავი, რომელიც 100-ჯერ უფრო ძვირი და 2-ჯერ ნაკლებ ეფექტიანია, ვიდრე რუსული და თუნდაც ქართული ანალოგები _ РПГ-7, ამერიკელი პარტნიორების საჩუქარი კი არა, გაღატაკებული ქართველი ხალხის ფულით არის შეძენილი _ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხით, რომლის 2%-ის დახარჯვას ნატო და აშშ საქართველოს თავდაცვაზე აიძულებენ, 20%-ის _ ჩამოწერილი შეიარაღების ყიდვაზე იმისთვის, რომ რუსეთისთვის მოუნელებელი ლუკმა გახდეთ, სანამ ჩვენ მოგისწრებთ”, როგორც “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა.

სხვათა შორის, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, როცა ამ უწყებას ხელმძღვანელობდნენ ოქრუაშვილი და კეზერაშვილი, უზარმაზარი თანხები “თეთრდებოდა” არასაჭირო ან მოძველებული იარაღების შესასყიდად, რომლებიც შემდეგ ან მესამე ქვეყნებში გაყიდეს (“ისლამურ სახელმწიფოსაც” მიჰყიდეს), ან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოწერეს. აი, რატომ აცხადებდა სააკაშვილი, რომ ის ომი მოიგო _ რა თქმა უნდა, მოიგო, რადგან იმ ავანტიურაზე უსინდისოდ გამდიდრდა.

დასასრულ, არ შემიძლია, გვერდი ავუარო ლუკ კოფის მოხსენების სამ _ მე-6, მე-7 და მე-8 ფრიად უცნაურ რეკომენდაციებს. შემუშავდეს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისთვის”; “ნატოსთან ერთად ჩატარდეს სამუშაო, რათა საქართველოში გაიხსნას შავი ზღვის უსაფრთხოების სერტიფიცირებული, მოწინავე გამოცდილების ცენტრი, რომლის პრეცედენტი არ იარსებებს”; “წინადადება მიეცეს საქართველოს, სამხედროები პოლონეთში აშშის მეთაურობით მრავალეროვნულ ბატალიონში გაგზავნოს ნატოს რეაგირების ძალებში სამსახურისთვის, სადაც ჯერჯერობით არც ერთ მოკავშირეს თავისი ჯარები არ გაუგზავნია”.

მხოლოდ გონებრივად ჩამორჩენილ და საქართველოსგან ძალზე შორს მდგომ ადამიანს შეუძლია, მისი მოქალაქეების გაჭირვებით ისარგებლოს და ერაყსა და ავღანეთში დანაკარგების შემდეგ (32 დაღუპული, 290 დაჭრილი), ცენტრალური აფრიკისა და ბალკანეთის შემდეგ ქართველებს პოლონეთში გამგზავრებისკენ მოუწოდოს აშშის მეთაურობით ნატოს რეაგირების ძალების ბატალიონში სამსახურისთვის.

რაც შეეხება ცენტრების გახსნასა და შავი ზღვის სტრატეგიას, გაუგებარია, რატომ არ აქვს ასეთი ცნობილი ამერიკული ინსტიტუტის მომხსენებელს ინფორმაცია, რომ წელს საქართველოს 2011 წლიდან აქ მიმდინარე ნატოს სწავლება Agile Spirit-ში საზღვაო კომპონენტი შეაქვს? და, რომ თავისი საზღვაო პორტებით (რომლებსაც მალე კიდევ ერთი დაემატება) ლამის აშშ-ის ფორპოსტადაა გამოცხადებული ნატოს შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონცეფციაში? რომ საქართველოში ყოველწლიურად ტარდება ნატოს კიდევ ერთი საერთაშორისო სამხედრო სწავლება Noble Partner? რომ წელს აშშ-ის ხელმძღვანელობით საქართველომ უკვე დაიწყო თავდაცვის მზადყოფნის 3-წლიანი პროგრამა, რომელშიც ტერიტორიული დაცვის სწავლებაც შედის? რომ კრწანისში უკვე არსებული ნატო-საქართველოს სწავლებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) გარდა, 2018 წლის მაისში საქართველოში გაიხსნება აშშ-ის საბრძოლო მომზადების ცენტრი ვაზიანში _ ხოხენფელსის (გერმანია) ბაზის ანალოგი?

და ყოველივე ზემოჩამოთვლილის მიუხედავად, საქართველოს არა მხოლოდ ნატოში არ იღებენ, არამედ MAP-საც კი არ აძლევენ, იმიტომ, რომ მან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა. ხოლო, თუ საქართველო აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შეურიგდება, რომლებისთვისაც ნატო მიუღებელია, მაშინ საქართველოს ნატო საერთოდ აღარ სჭირდება.

რაც შეეხება კოფის განცხადებას, რომ კულუარულ საუბრებში საქართველოს ოფიციალური პირები მზად არიან კომპრომისზე ალიანსის წევრობის გამო, ამას ზოგიერთი სახელისუფლო სტრუქტურის ხელმძღვანელის თავშეკავებულ-ნეგატიური კომენტარი მოჰყვა, ქართულმა მედიამ კი თბილისში კოფის მოხსენების პრეზენტაცია თითქმის არ გააშუქა. და პირიქით _ ოპოზიცია და საქართველოს პრეზიდენტი კოფის გეგმას _ “ნატო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე” _ კეთილგანწყობით შეხვდნენ. სწორედ ამიტომ აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორ დენიელ კოუტსის მოხსენებაში “მსოფლიო საფრთხეების შეფასება” (Worldwide Threat Assessment) აღნიშნულია, რომ “მმართველი პარტია _ “ქართული ოცნება” ოპოზიციის ჩიხში შეყვანას ცდილობს”.

რამდენიმე დღის წინათ კი ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე საქართველო რეფორმების იმპლემენტაციისთვის შეაქო და აღნიშნა, რომ ნატოს წევრობისთვის მისი მზადყოფნის საკითხს ალიანსის წევრი 29-ვე ქვეყანა გადაწყვეტს”. ანუ, წევრობის ან თუნდაც MAP-ის შანსი 2018 წლის 11-12 ივლისს ნატოს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს უწინდებურად არ აქვს, რადგან მას ტერიტორიული პრობლემები აქვს, ალიანსის წევრებს კი საქართველოს გამო რუსეთთან გართულებები არ სურთ. რაც შეეხება ლუკ კოფის გეგმას, სტოლტენბერგისთვის ის მიუღებელია: ნატოში შესვლა გულისხმობს მე-5 მუხლს, ეს ალიანსის მთავარი ძალაა! ჩვენ ვეყრდნობით მიდგომას _ ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის! _ თუმცა საქართველო, როგორც არაწევრი ქვეყანა, ჩვენი ძალიან ახლო პარტნიორია. ალიანსი უკვე ძალზე ძლიერად არის წარმოდგენილი საქართველოში”.

არნო ხიდირბეგიშვილი,

საქინფორმისმთავარი რედაქტორი

P.S. მიუხედავად იმისა, რომ ლუკ კოფის წამოწყება ჩაფლავდა, ის ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა, რომელმაც აჩვენა:

  1. საქართველოში ნატოს წევრობის გამო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების პერსპექტივის დასავიწყებლად მზად არ არიან;
  2. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც წლებია, გვპირდება ნატოში საქართველოს შესვლას, ქართველ ხალხს ატყუებდა, იმიტომ, რომ ალიანსი, მისიებში კონტრიბუციის მიუხედავად, სადაც ქართველი სამხედროები იღუპებიან, საქართველოს არ მიიღებს, სანამ აქ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ დაივიწყებენ და თავისი რეალური საზღვრების შესახებ არ აცნობებენ;
  3. იმის მიუხედავად, იქნება თუ არა საქართველო ნატოში, ნატო იქნება საქართველოში, იმიტომ, რომ ესაშშისა და ევროპის ინტერესებშია”, რაზეც საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის, ლუკ კოფის, მოხსენების სათაურიც მიუთითებს (იხ. პუბლიკაციის პრეამბულა). იმიტომ, რომ, სირიაში ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, მოხდება სიტუაციის დესტაბილიზაცია კავკასიაში და დაპირისპირების ხაზიაშშრუსეთიახლო აღმოსავლეთიდან შავი ზღვის რეგიონში გადმოინაცვლებს, რასაც აშშის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის _ დენიელ კოუტსის მოხსენება მოწმობს.

P.P.S. სტრატეგიული კვლევების ამერიკული ინსტიტუტის _ The Heritage Foundationის და დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის _ ლუკ კოფის შესახებ ჩვენ კიდევ მოვისმენთ. .. მაისის ბოლოს თბილისში გაიმართება მისი მოხსენების მეორე ნაწილის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, არის მისადაგებული (ცინიზმს მართლაც რომ არ აქვს საზღვარი) და რომელიც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს საშინაო მდგომარეობის ანალიზს ეძღვნება _ პოლიტიკურ სპექტრს და სახელისუფლო ინსტიტუტებს, საზოგადოებას, სასამართლო სისტემასა და მედიას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. “სტრატეგიული გამოკვლევისსაფუძველზე, როგორც ჩანს, ისევ მიეცემა რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებას, აშშის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტს, აგრეთვე, ნატოს ხელმძღვანელობასსაქართველოსთვის დახმარების გაწევის მიზნით” _ სხვადასხვა სეგმენტში სამუშაოების ჩატარება და ფინანსური მხარდაჭერა, კანონის უზენაესობის, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, არასამთავრობო სექტორი, დემოკრატიული განვითარება და სტაბილურობარუსული ოკუპაციისპირობებში, “რუსული პროპაგანდისსაპირისპიროდ დაევროპული ღირებულებებისა და ევროატლანტიკური კურსისგასაძლიერებლად.

კომპეტენტური წყაროების ინფორმაციით, საქართველოს შესახებსტრატეგიულ გამოკვლევასინსტიტუტი The Heritage Foundation ახორციელებს, აშშის მთავრობის გრანტის ფარგლებში აშშის დემოკრატიის ნაციონალური ფონდისა (NED) და აშშის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხაზით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here