Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკელ იესოს 18 მილიონი ადამიანის სამყოფი ნარკოტიკი ჩამოართვეს

ამერიკელ იესოს 18 მილიონი ადამიანის სამყოფი ნარკოტიკი ჩამოართვეს

1195
პოლიცია

The Independent იუწყება, რომ  ამერიკის მოქალაქე იესო კარილიოპინედას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ნარკოტიკების გავრცელების ბრალდებით.

მისი თანამზრახველი დენიელ ვასკესი 6 წლით გაამწესეს ციხეში. მას უპოვეს 45 კილოგრამი ძლიერმოქმედი სინთეტიკური ოპიოიდი ფენტანილი. დილერები ამ ნივთიერებას შეურევდნენ ჰეროინს ან კოკაინს და ამზადებდნენ ტკივილის ნაყალბევ  გამაყუჩებელ აბებს. ამ კოქტეილის უმცირეს დოზასაც კი შეუძლია, ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმოს _ ამ “წამლის” მიმღები ნარკომანები, ფაქტობრივად “რუსულ რულეტკას” თამაშობენ _ სიკვდილ-სიცოცხლის ბეწვის ხიდზე გადიან.

ისინი ნიუ-ჯერსის შტატში 2017 წლის ივნისში დააკავეს, როცა ერთი ავტომანქანიდან მეორეში 40 კილოგრამი ოპიოიდი გადაჰქონდათ. მეორე დღეს დამატებით აღმოუჩინეს ხუთი კილოგრამი სინთეტიკური ნარკოტიკი _ 40 კილოგრამი ჰეროინი და მეტამფეტამინი.

ნიუ-ჯერსის პროკურორმა გურბირ გრიუვალმა განაცხადა, რომ ნარკოდილერების დაკავებით უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს: ამოღებული ფენტანილი საკმარისი იქნებოდა ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატის მოსახლეობის სრულად გასაწყვეტად, რაც 18 მილიონ ადამიანს უდრის. “ინდიპენდენტის” ცნობით, 2017 წელს მხოლოდ ნიუ-ჯერსიში ოპიოიდების გადაჭარბებული დოზით მიღების გამო 417 ადამიანი დაიღუპა, 2016-ში _ 800-ზე მეტი.

2017 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ნარკომანიის ეპიდემიამ შტატებში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და დადგა დრო, როცა უნდა გამოცხადდეს “საგანგებო რეჟიმი ჯანდაცვაში”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here