კელი დეგნანი, აშშ-ს ელჩი საქართველოში: “შეერთებულმა შტატებმა გარკვევით განაცხადა, რომ არ მოვილაპარაკებთ ევროპის საკითხზე ევროპის გარეშე, ნატო-ს საკითხზე _ ნატო-ს მოკავშირეების გარეშე და ასევე არ მოვილაპარაკებთ საქართველოსა და უკრაინის შესახებ საქართველოსა და უკრაინის გარეშე და შევინარჩუნებთ მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს მთავრობასთან, ისევე როგორც უკრაინის მთავრობასთან”.
![](http://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2022/01/grushko.jpg)
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო (ამა წლის 12 იანვარს გამართული რუსეთი-ნატო-ს მოლაპარაკებების შემდეგ): “მე ხანდახან ვერ ვიგებ ჩვენი პარტნიორების განცხადებებს. კი, მე წავიკითხე ბატონი ბლინკენის (აშშ-ს სახელმწიფო მდივნის) განცხადება “არცერთი სიტყვა უკრაინაზე უკრაინის გარეშე”. მაგრამ დღეს ოთხსაათიანი მოლაპარაკებებიდან ალბათ, საათ-ნახევარი მაინც ჩვენი პარტნიორები უკრაინაზე მსჯელობდნენ. აი, რეალობა ესაა”.