Home ახალი ამბები მსოფლიო “აი თქვენ კეთილი ექიმი აიბოლიტი _ ბილ გეიტსი!” ანუ მსოფლიო პანდემიის ტროას...

“აი თქვენ კეთილი ექიმი აიბოლიტი _ ბილ გეიტსი!” ანუ მსოფლიო პანდემიის ტროას ცხენი

2127
“აი თქვენ კეთილი ექიმი აიბოლიტი _ ბილ გეიტსი!” ანუ მსოფლიო პანდემიის ტროას ცხენი

ავტორებმა გადაცემისაადამიანი და კანონი”, რომელიც რუსეთის პირველ არხზე გადის, 16-წუთიანი ვიდეო მიუძღვნესმაიკროსოფტისდამფუძნებელ ბილ გეიტსს. ვიდეოს ჰქვიამსოფლიო პანდემიის ტროას ცხენი”, მასში ავტორები მოგვითხრობენ კონსპიროლოგიურ თეორიებზე, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდება. ამ თეორიების მიხედვით, გეიტსს სურს, “გამოხშიროსპლანეტის მოსახლეობა.

პროგრამა დაიწყო ფრაგმენტით Eვონტ 201-ის შესახებ. ეს არის სწავლება, რომელიც განიხილავს პანდემიის გავლენას მოსახლეობასა და ეკონომიკაზე. ეს სწავლება ჩატარდა 2019 წლის ოქტომბერში, ორგანიზატორი კი იყო ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, აგრეთვე, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი და საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი.

სიუჟეტში ავტორებს წარმოდგენილი ჰყავდათ ის ადამიანები, რომლებიც იზიარებენ კონსპიროლოგიურ თეორიებს ბილ გეიტსის მიმართ. მაგალითისთვის კი მოიყვანეს აფრიკისა და აზიის ქვეყნებში ჩატარებული ვაქცინაცია, რომლის შედეგადაც ადამიანები ავად გახდნენ სხვადასხვა დაავადებით და დაიღუპნენ კიდეც.

“აი თქვენ კეთილი ექიმი აიბოლიტი _ ბილ გეიტსი. გამოდის, რომ მილიარდერი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას აფინანსებს იმისთვის, რომ პლანეტის პოპულაცია შეამციროს”, _ ამბობს ხმა კადრს მიღმა.

ვიდეოს ბოლოს მაყურებელს სთავაზობენ, დაფიქრდნენ ვაქცინებზე, რომელთა შექმნასაც აფინანსებს “მაიკროსოფტის” დამფუძნებელი. გადაცემაში შემდეგ საუბარი შეეხო ე.წ. კაცობრიობის ჩიპიზაციას. პროგრამის ავტორების აზრით, ეს შესაძლებლობას მისცემს მავანს, სისტემიდან გათიშოს მიუღებელი ადამიანები.

კორონავირუსის გავრცელებაში ბილ გეიტსის მონაწილეობის თეორია ინტერნეტში პოპულარობით მეორე ადგილზეა. ყველაზე პოპულარული ვერსია კი არის ის, რომ ვირუსი შემთხვევით შექმნეს ჩინელმა მეცნიერებმა ლაბორატორიაში.

3600tv.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here