20 აპრილს გაიმართა “ჯგუფ ГАЗ”-ისა და “აზერმაშის” ერთობლივი საავტომობილო ქარხნის გახსნის ცერემონია. ქარხანა გამოუშვებს კომერციული და სპეციალური დანიშნულების ავტომობილებს (GAZet-Nex–სა და GAZon-Nexi-ს).
“ჯგუფГАЗ”-ის ორგანიზებით, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მოხდა “აზერმაშისთვის” საჭირო კომპლექსების მიწოდება, საწარმოს სპაციალისტების სწავლება და სერტიფიკაცია, აუცილებელი დოკუმენტებისა და ლიცენზიის გადაცემა.
საწარმო წელიწადში გამოუშვებს 1500 სატვირთო და სპეცდანიშნულების ავტომობილს, რომლებსაც უცხოეთშიც გაყიდის, საწარმოში დასაქმებულია 100 ადამიანი.
sdelanounas.com –ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ