Home რუბრიკები საზოგადოება “აბა, გააღე პირი და თქვი: ააა!”

“აბა, გააღე პირი და თქვი: ააა!”

983

ავსტრალიელ სტომატოლოგს ქალაქ არმიდეილიდან, რომელიც არასრულწლოვან პაციენტებს ჰიპნოზის საშუალებით აცდუნებდა, რვა წლით პატიმრობა მიუსაჯეს, _ იუწყება ადგილობრივი ტელეარხი 9 News.

82 წლის ვერნერ ოტო შვარცმა ოთხი არასრულწლოვანი ბიჭის წინააღმდეგ 17 სექსუალური დანაშაული ჩაიდინა. ამ მიხრწნილი სექსმანიაკის უზნეობის შესახებ, რომელსაც იგი 1981-84 წლებში ჩადიოდა, სამართალდამცველებს მოწიფულმა კაცებმა (ყოფილმა ბიჭებმა) მხოლოდ 2013 წელს განუცხადეს. ცხვრების ასეთი ხანგრძლივი დუმილი მათ იმით ახსნეს, რომ შვარცს თავის დროზე საზოგადოებაში დიდი გავლენა ჰქონდა და ვერ გაბედეს ამ შეურაცხმყოფელი საიდუმლოს დროულად გამჟღავნება.

უსუსური თავის მართლებაა, რადგან ცხოვრება არასდროს ყოფილა “აბი გლუკოზა” და ჰიპნოზის გავლენით პირის უაზროდ დაბჩენა მაშინაც და ამჟამადაც გარკვეული საფრთხის შემცველია.

ჯანსაღ და დაკუნთულ სხეულში ჯანსაღი სული ყოველთვის რომ არ არის, დაადასტურეს ზონდერებად ტრანსფორმირებული პროფესიონალი მოჭიდავეების ერთმა ნაწილმა ჩვენს უახლეს ისტორიაში, და სულ რამდენიმე დღის წინათ ინგლისელმა ბოდიბილდერმა, 32 წლის ჯენევ ვარგეზემ, რომელსაც 13 წელზე უმცროს ბავშვზე სექსუალური თავდასხმის გამო 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ვარგეზემ რამდენჯერმე შეურაცხყო ოთხი წლის გოგონა, რომელსაც მშობლების მკვლელობით დაემუქრა, თუ მშობლებს გაუმხელდა ამ ფაქტს, _ იუწყება Metro.

საზოგადოება განაჩენით კმაყოფილი დარჩა _ ყოფილი ბოდიბილდერი კი სექსუალურ დამნაშავეთა რეესტრში განუსაზღვრელი ვადით შეიტანეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here