Home რუბრიკები პოლიტიკა ხვალ-ზეგ საქართველოში კანონმდებლობით იქნება უზრუნველყოფილი ყველა ლიბერალური უზნეობა

ხვალ-ზეგ საქართველოში კანონმდებლობით იქნება უზრუნველყოფილი ყველა ლიბერალური უზნეობა

ომბუდსმენის 226 ანტიქართული რეკომენდაცია პარლამენტმა დადგენილების პროექტში შეიტანა

4686
ნინო ლომჯარია

19 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველად წოდებული უკუღმართების დამცველი ნინო ლომჯარია, კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგა. რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, როგორც უმცირესობა, ისე უმრავლესობა, თითქმის სრული შემადგენლობით ისმენდა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის მოხსენებას. მოხსენების შემდეგ დეპუტატებმა სიტყვა ითხოვეს და მესამე სექტორის კნეინას შეკითხვები დაუსვეს. კითხვაპასუხის რეჟიმიც ზედმეტი დაძაბულობისა და გაწევგამოწევის გარეშე (რაც ხშირია საკანონმდებლო ორგანოში), ჩვეულებრივი სიამტკბილობით დასრულდა. მოკლედ, სხდომა ერთობ ნაყოფიერი გამოდგა და იქიდან გამოსულმა ლომჯარიამ მედიასთან კმაყოფილება გამოხატა, რომ თითქმის ყველა მისი რეკომენდაცია პარლამენტმა ზედმიწევნით გაითვალისწინა.

ვინც არ იცის (და, ალბათ, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არ იცის, რადგან ლიბერალური მედიის ინფორმაციულ ტყვეობაში მყოფ საზოგადოებას სიმართლეს არავინ ეუბნება), საქართველოს სახალხო დამცველმა წელს პარლამენტს 303 რეკომენდაციით მიმართა. მათგან 226 რეკომენდაცია საკანონმდებლო ორგანომ დადგენილების პროექტში შეიტანა და შესაბამისი კომიტეტების სამოქმედო გეგმებში ასახა, რაც წინა წლებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია: “ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ სახალხო დამცველის ინსტიტუტს და რეკომენდაციებს, რომლებსაც სახალხო დამცველი გასცემს”, _ ასე ამაყად და რიხიანად შეაფასა აღნიშნული ფაქტი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ (რომელსაც მსგავსი რეკომენდაციების წყალობით, დიდი ხანია, კომიტეტის სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტად ყოველ 17 მაისს ლგბტ თემის მხარდამჭერი ღონისძიებების გამართვა უწერია). თავის მხრივ, ომბუდსმენმა სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ მისი რეკომენდაციების გათვალისწინების თვალსაზრისით ქვეყანაში “მზარდი ტენდენციაა” (მისი თქმით, საკანონმდებლო ხელისუფლება დღეს გაცილებით კონსტრუქციულია და შედეგზეა აქცენტირებული)…

გავეცნოთ, კონკრეტულად რა სახისა და შინაარსის რეკომენდაციებით მიმართა ლომჯარიამ პარლამენტს. მაშ, ასე: მთავარი და უპირველესი ამ ანგარიშში ისევ უმცირესობები აღმოჩნდნენ. მეტიც, დოკუმენტი, პრაქტიკულად, თავიდან ბოლომდე ერთგვარი ლიბერალური წიოკი და ისტერიკაა იმის გამო, რომ თურმე ქვეყანაში არც ერთ უმცირესობას _ არც რელიგიურს, არც სექსუალურს, ეთნიკურს და სხვას გამოხატვისა და განვითარებისთვის სათანადო პირობები არ აქვს. აი, რას ვკითხულობთ ანგარიშის ერთ-ერთ თავში “რელიგიის თავისუფლება”: “საანგარიშო პერიოდში არ გადაჭრილა რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების დაბრუნების საკითხი. სახალხო დამცველი, წლებია, ითხოვს თანასწორი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას და თანაბარ მიდგომას რელიგიური გაერთიანებების მიმართ… “

მარტივად რომ ვთქვათ, ეს მოთხოვნა (“თანასწორი საგადასახადო რეჟიმის შემოღება”) მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, როგორც ქვეყნის მთავარი რელიგიურიდეოლოგიური ინსტიტუტისთვის, საგადასახადო შეღავათების გაუქმებას ან სხვა კონფესიებისთვისაც ასეთივე შეღავათების დაწესებას გულისხმობს, ანუ, რეკომენდაციის თანახმად, ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა სექტა, როგორიცაა, მაგალითად, იეჰოვას სექტა, უფლებრივად მართლმადიდებლობის თანასწორი უნდა იყოს და, მიუხედავად საკუთარი ისტორიული როლისა თუ მნიშვნელობისა, საპატრიარქო რამე პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდეს.

დოკუმენტის იმავე თავში ომბუდსმენი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ დღემდე გადაუჭრელია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი. (საუბარია ცნობილი აზიზიეს მეჩეთის მშენებლობაზე, რაც სრულიად საქართველოს და მათ შორის აჭარის რეგიონის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვისაც იმთავითვე მიუღებელი აღმოჩნდა). ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს ყველაფერი უხეშად არღვევს რელიგიის თავისუფლების მსოფლიოში აღიარებულ ნორმებს, რაც თურმე, ქვეყნის იმიჯსა და კონკრეტულად მის დემოკრატიულ განვითარებაზე უარყოფითად აისახება.

თანასწორობის უფლება” _ ასეა დასათაურებული დოკუმენტის ის თავი, რომელშიც ჩვეული ლიბერალური რიტორიკით საუბარია ტრადიციული ქართული კულტურისა და მენტალობის ძალადობრივ ხასიათზე. დოკუმენტი ხაზს უსვამსთანასწორობის უფლების შეზღუდვასრელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არსებული ქსენოფობიური განწყობების ფონზე ძალადობა და დისკრიმინაცია განსხვავებული კულტურებისადმი (თურმე უკუღმართობა, გადაგვარებულობა და უგვანობა მარტოოდენგანსხვავებული კულტურაყოფილა_ .. ) კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება: “დისკრიმინაციასთან ბრძოლა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიები, საზოგადოებაში არსებული მცდარი შეხედულებები (ე.ი. ჩამორჩენილები ვყოფილვართ და ლომჯარიამ უნდა გაგვანათლოს _ ჯ.ჟ.) და სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ მიმართული ღონისძიებების სიმწირე ყოველდღიურ რეჟიმში უარყოფითად აისახება დაუცველ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე”…

ანგარიშში რელიგიურ დისკრიმინაციად შეფასდა ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ სკოლაში მუსლიმან მოსწავლეებს ჰიჯაბით სიარულს უზღუდავენ. მაგალითად მოყვანილია ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მომხდარი შემთხვევა, როცა სკოლის დირექტორმა მოსწავლეს მოუწოდა, დაეცვა დაწესებულების განაწესი და სასწავლო პროცესზე თავსაბურავით არ ევლო (თუმცა ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ იგივე განაწესი ანალოგიურად კრძალავს ნებისმიერი სხვა რელიგიური თუ ეთნო-კულტურული დატვირთვის მქონე ტანისამოსით სიარულს, მათ შორის _ ქართული ეროვნული ტანსაცმლითაც)…

დოკუმენტში დისკრიმინაციად შეფასდა მუსლიმანებით დასახლებულ რეგიონებშისაკმარისი სამლოცველოების _ მეჩეთების არარსებობა”, მათთვის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის პრობლემები და .. რაც ყველაზე საინტერესოა, თურმე დისკრიმინაციაა ისიც, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტი მუსლიმან პირებს ქვეყანაში შემოსვლისას მოგზაურობის მიზეზს ეკითხება. ცნობისთვის, ანალოგიურ პროცედურას, საზღვრის გადმოკვეთისას, სხვა რელიგიის წარმომადგენელი უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც გადიან, თუმცა სახალხო დამცველისთვის ამ შემთხვევაში რატომღაც მხოლოდ კონკრეტული ჯგუფი აღმოჩნდა საინტერესო…

მივყვეთ ანგარიშს: მიუხედავად იმისა, რომ 347-გვერდიან მოხსენებაში პრაქტიკულად გვერდს ვერ ნახავთ, რომ ლგბტქი (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი, ინტერსექსი) თემის უფლებები და მათთვის “სათანადო” სამართლებრივი გარემოს შექმნა არ იყოს ნახსენები, მასში ეს თემა წარმოდგენილია ცალკე თავად _ ლგბტქი პირთა უფლებრივი მდგომარეობა”. დოკუმენტის ამ თავში, რა თქმა უნდა, საუბარია 17 მაისზე, მოსახლეობაში არსებულ “სტიგმაზე”, “ზიზღზე”, “სიძულვილსა” და სახელმწიფოს “ვალდებულებაზე”, რათა იზრუნოს “საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ლგბტქი თემის მიმართ არსებული წინასწარი განწყობების შესამცირებლად”: “ლგბტქი თემის წარმომადგენლები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია, რომლის წევრებიც დისკრიმინაციას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში აწყდებიან. ლგბტქი ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებებით სარგებლობისას, როგორიცაა, განათლება, დასაქმება, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა”; “საზოგადოებაში ფესვგადგმული ნეგატიური სტერეოტიპული განწყობები აქეზებს ლგბტქი თემის მიმართ შეუწყნარებლობასა და ძალადობას”…

გამოსვლის ფარგლებში ლომჯარიამ, რა თქმა უნდა, გვერდი არ აუარა ლიბერალთათვის აქტუალურ ისეთ საკითხებს, როგორიცაა, მაგალითად, ტრანსგენდერი პირებისთვის სქესის სამართლებრივი აღიარება და კონსტიტუციაში ოჯახის ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, განსაზღვრა. მისი თქმით, თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში სირცხვილია, რომ მსგავსი მიდგომები არსებობს და ამ მიდგომების შედეგად ადამიანების გარკვეული ჯგუფი არ განიხილება საზოგადოების სრულფასოვან წევრად: “საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ტრანსგენდერი პირებისთვის სქესის სამართლებრივი აღიარების საკითხი. შედეგად, რიგ შემთხვევებში ტრანსგენდერ პირებს არ ეძლევათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით სარგებლობის საშუალება, ხოლო სარგებლობის შემთხვევაში იზრდება მათ მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის რისკი”;

სახალხო დამცველი ვერ დარწმუნდა ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, კონსტიტუციით განსაზღვრის აუცილებლობაში, რამაც, შესაძლოა, გაზარდოს ლგბტქი პირთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება…”

სახალხო დამცველის განმარტებით, ეს მიდგომა ცხადყოფს, რომ დღეს სახელმწიფოს პრიორიტეტი უმცირესობების უფლებების დაცვა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა არ არის. მეტიც, ლომჯარიას აზრით, ხელისუფლება ამით ზიანს აყენებს როგორც საკუთარი, ისე მთლიანად პოლიტიკური სპექტრისა და მათ შორის ქვეყნის იმიჯსაც საერთაშორისო ასპარეზზე

ცხადია, მოხსენება უხვად შეიცავს მსგავსი შინაარსის ისტერიულ ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ რეკომენდაციებს, მაგრამ წინამდებარე წერილში მათი სრულად გამოქვეყნება ძალიან შორს წაგვიყვანდა. მეორეც, ვფიქრობ, საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ სჭირდება შეხსენება, რომ მსგავსი დოკუმენტები რეალურად, სახალხო დამცველის აპარატში დაბუდებული ერთუჯრედიანი ლიბერასტების ტვინებში კი არა, მათი დასავლელი მამამარჩენლების გონებაში იხარშება.

რაც შეეხება ზემოაღნიშნული რეკომენდაციებით დამუნათებულ საკანონმდებლო ორგანოს, გამომდინარე იქიდან, რომ კილაძის კომიტეტმა უკვე დედის რძესავით შეირგო ომბუდსმენის ყველა “დარიგება” (და ამის გამო, როგორც გითხარით, თვითონ ლომჯარიაც ვერ მალავდა სხდომის შემდეგ კმაყოფილებას), მომავალი, ალბათ, ცხადია: პარლამენტი იმ 226 ყურადსაღები რეკომენდაციის კვალდაკვალ ფართომასშტაბიან საკანონმდებლო რეორგანიზაციას დაიწყებს; ნელნელა, ნაბიჯნაბიჯ თითოეულ მათგანს კანონად აქცევს და საზოგადოების ზურგს უკან თავის გეგმას სისრულეში მოიყვანს. ეს ნიშნავს, რომ ხვალზეგ საქართველოში კანონმდებლობით იქნება უზრუნველყოფილი ყველა ლიბერალური უზნეობა, მათ შორის, ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობა (იგივე ქორწინება), ტრანსგენდერი პირებისთვის სქესის სამართლებრივი აღიარება, 17 მაისს ან მანამდეც და მერეც გეიაღლუმების ჩატარების შესაძლებლობა (თუმცა კანონმდებლობით ეს ახლაც გათვალისწინებულია), ერთნაირსქესიანი პირების ოჯახებისთვის შვილის აყვანის უფლება და .. ამის პარალელურად კი, ცხადია, გაუქმდება ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომლის ძალით ოჯახი განსაზღვრულია, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. მოკლედ, ივანიშვილის პირწავარდნილმა ხელისუფლებამ თეორიულად ამ ყველაფერს უკვე ხელი მოაწერა და პარლამენტის მანდატიანიქოცნახირიამით ამაყობს. თუმცა კიდევ უფრო ამაყები ისინი მაშინ იქნებიან, როცა აღნიშნული გეგმა რეალობად იქცევა და დასავლეთს, ოლიგარქის დაპირებისამებრ, ქართულ დემოკრატიაზე თვალი დაუდგება სხვათა შორის, წელს პარლამენტმა პირველად აიღო სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის ვალდებულება, რომელიც სწორედ რეკომენდაციების შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი. როგორც ჩანს, ლიბერალური გეგმის კულმინაცია ახლოვდება და დასავლეთთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები გადამწყვეტ ფაზაში შედის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქართულ დემოკრატიას აყვავების ხანა დაუდგება, _ მოვლენათა უკეთეს სცენარს, ალბათ, ვერც ინატრებდა ოლიგარქის პოლიტიკური ბალაგანი…

ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here