მთავარი პოლიტიკა ცოცხის სინდრომი და არჩევნების დასავლური ლეგიტიმაცია

ცოცხის სინდრომი და არჩევნების დასავლური ლეგიტიმაცია

939
გააზიარეთ
ცოცხის სინდრომი და არჩევნების დასავლური ლეგიტიმაცია

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური ისტორიის კუთვნილებაა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ისევ ორპოლუსიანი არჩევნები შეგვრჩა ხელში, რომელშიც ერთმანეთს ოფიციალურადქართული ოცნებადანაციონალური მოძრაობაებრძვიან, არაოფიციალურად კი მშვენიერი თანაცხოვრება აქვთ. 30-მდე დეპუტატს პარლამენტში ნაცები გაიყვანენ, 90-მდე დეპუტატს _ ქოცები, დანარჩენებს გამოხრულ ძვალს მიუგდებენ და მომდევნო ოთხი წელი ისევ ერთ წრეზე ვიტრიალებთ. საგარეო კურსი, რაღა თქმა უნდა, ისევ დასავლური იქნება, ანუ განვაგრძობთ ნატოს კარზე კაკუნს (ისე, კაკუნისას ხელი მაინც შეინაცვლეთ, წყლულები არ გაგიჩნდეთ), ისევ მოვითხოვთ ევროკავშირში მიღებას და ისევ გვეტყვიან: სადაც 30 წელი იცდით, ცოტაც მოიცადეთ, კიდევ, ასე, 30 წელიო. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, მაგრამ ამ არჩევნებმა გაცილებით მეტი დაგვანახვა.

34 ათას ხმამდე აიღო “გირჩმა”, ანუ პარტიამ, რომლის ლიდერიც საჯაროდ ამბობს: მართვის სადაეები მომეცით ხელში და ნარკოტიკებზე სრულ ლეგალიზაციას გამოვაცხადებო; იმ ლიდერმა, რომელიც არ მალავს, რომ მარიხუანის აქტიური მომხმარებელია და სახლში დათესილიც აქვს. გამოდის, საქართველოში 34 ათასი ადამიანია, რომელსაც ეს ძალიან უნდა და, სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ახალგაზრდაა. ლამის 300 ათას ამომრჩეველს ის პერიოდი მოენატრა, როცა ტელეფონში ერთმანეთს გამარჯობის გარდა ვერაფერს ვეუბნებოდით, როცა ციხეებიდან ყოველწლიურად ათეულობით გვამი გამოჰქონდათ, როცა ქუჩაში ხალხს ხვრეტდნენ, როცა ჩვენი გადასახადებიდან მოპარული ფულით მეძავებში გრიალებდნენ და ამის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელშიც დებდნენ. ანუ, 300 ათას ადამიანს ცოცხი მოენატრა და ამას, სტოკჰოლმის სინდრომი კი არა, ცოცხის სინდრომი უნდა დავარქვათ _ წინა ხელისუფლებას მთელი ერი მძევლად რომ ჰყავდა დაზუგდიდელ ზოროსავითხელში გახსნილილიმონკაეკავა, თქმა არ უნდა.

დაახლოებით 37 ათასი ხმა ერგო პატრიოტთა ალიანსს”, ანუ ერთადერთ პარტიას, რომელიც წინასაარჩევნო დაპირებებში მკაფიოდ ამბობდა: აუცილებლად უნდა დავილაპარაკოთ რუსებთანო. კი არ ვიომოთ, საერთაშორისო ტრიბუნიდან კი არ ვაგინოთ, არამედ დაველაპარაკოთო. რა გამოდის? რუსეთთან დიალოგის მომხრე მხოლოდ 37 ათასი ადამიანია? და ეს იმ პირობებში, როცა პენსიაზე გასული ევროპელი ლიდერები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის გასაღები რუსეთშია და ჩვენი ქვეყანა ჩრდილოელ მეზობელს უნდა დაელაპარაკოს. ურაპატრიოტიზმი, საზოგადოდ, ჭარბი დოზით გვაქვს და გულზე მჯიღის ცემაც კარგად ვიცით, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, უარს ვამბობთ დიალოგზე, ერთ მაგიდასთან დასხდომაზე.

არჩევნები კი არა, ისე ჩანს, საყოველთაო გამოთაყვანება გვჭირს. სწორედ რომ გამოთაყვანება და ეს თუნდაც მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ “გირჩმა” ამდენი ხმა აიღო. 34 ათასმა კაცმა ხმა მისცა ახალგაზრდობის სრულ დეგრადაციას, მომავლის მოსპობას. გულმავიწყები კი ვართ ქართველები, მაგრამ არც ისეთები, უახლოესი წარსული რომ არ გვახსოვდეს, მთელი საქართველო წამალზე რომ იყო “შემჯდარი” და ქართული პარადოქსი _ ნარკომანობა კარგ ტიპობად რომ ითვლებოდა, განსაკუთრებით დედაქალაქში. ხომ ამბობენ იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებიც გადარჩნენ, იმხანად თაობა დაიღუპა, ათასობით ნიჭიერი ახალგაზრდა კაიფში გაიპარა და მიწა მივაყარეთო. ჰო, გავლილი აქვს იმ ხალხს ეს ყველაფერი, იციან, რა მოუშორებელი ჭირია; ისიც იციან, ამ ყველაფერმა მასშტაბური ხასიათი თუ მიიღო, ზვავის ეფექტი ექნება და ეს ზვავი “მთის ძირში” ყველას და ყველაფერს წალეკავს. პარალელურად, მსოფლიო ამკაცრებს მიდგომას ამ მიმართულებით. ამერიკაც კი, რომელმაც ნარკოტიკებისადმი ლიბერალური დამოკიდებულება მოგვახვია თავს, უმკაცრეს ზომებს იღებს, რადგან მიხვდა, გამოუთაყვანდა მომავალი თაობა და… ჩვენ ამ მხრივ მიდგომებს ვამსუბუქებთ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე ხალხს კაიფი უნდა.

საზოგადოდ, სახელმწიფო მიდგომაა შესაცვლელი. ახლა დავასახელებთ ადგილს, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიხვიდეთ, მარიხუანაც გასინჯოთ, ჰაშიშიცამ დაწესებულებასფაბრიკაჰქვია და იქ ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ახალგაზრდა გაბრუებული დგას, ზის თუ წევს და ეწევა იმას, რასაცგირჩიდაჰპირდა მათ. კარგი, ვთქვათ, რომ მარიხუანას მოწევა ლეგალიზებული აქვს ხელისუფლებას. აი, საიდან მოაქვთ, ამის გარკვევა მაინც ხომ შეიძლება? კულტივაცია და მითუმეტეს გაყიდვა ხომ არის კანონით აკრძალული და ამ ბუდეს რატომ არ შლის ხელისუფლება?! ახლა რომ ვთქვათ,_ სახელმწიფოს მაღალჩინოსნების ინტერესია ამ ყველაფერშიო, არ ვიქნებით მართლები? ვიქნებით, მაგრამ რა?!

პროცენტების მიხედვით, “გირჩი” პარლამენტში შექმნის ფრაქციას და ფრაქციას კანონის დარეგისტრირების უფლება აქვს. როგორ გგონიათ, დაპირებას რომ დაარეგისტრირებენ და შემდეგ დასავლეთისკენ მომზირალ სხვა პარტიებს ელჩები თითს დაუქნევენ, ეს კანონი მიიღეთო, რა მოხდება? მიიღებენ მარტივად და მერე შვილებს ვეღარაფერს დავუშლით. ვერც ისე ვუშლით, რადგან, ათასი არასამთავრობოს გადამკიდე, ხმის აწევაზე, შესაძლოა, მშობლის უფლება ჩამოგვართვან.

არ გვჭირდება არანაირი რეფერენდუმი ან გამოკითხვა, ამ არჩევნებმა ისე ნათლად დაგვანახვა ჩვენი პრობლემა, რომ უკეთესად ვერავინ და ვერაფერი შეძლებდა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემიის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლის მოსწავლეები თუ სტუდენტები ალღოს ვეღარ უღებენ და გულს ვერ უდებენ სწავლას. შესაბამისად, მათ აქვთ მეტი თავისუფალი დრო, რომელიც სწავლას ნამდვილად არ ხმარდება და ისინი ქუჩაში სულ უფრო მეტ დროს ატარებენ. საზოგადოდ, ქუჩაში ყოფნის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ, როცა ლამის დახლზე იყიდება ნარკოტიკული საშუალებები, როცა ინტერნეტით ხელმისაწვდომია აზარტული თამაშები, უკვე ყველაფერი საშიშია. თაობას ვკარგავთ, ხალხო, იმ თაობას, რომელმაც საქართველოს მომავალი უნდა ააშენოს და, ელემენტარულად, ჩვენზე იზრუნოს. ხელიდან გვეცლება ეს თაობა და შეგვრჩება ნარკოტიკს გადაყოლილი, გაუნათლებელი ბრბო. ჰო, სწორედ ბრბოა ერთობა იმ ადამიანებისა, რომლებსაც არ აქვთ განათლება და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, სად იშოვონ ნარკოტიკის საყიდელი ფული.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დამარცხებული პარტიები ამბობენ, არჩევნები გააყალბესო და ამით პირდაპირ შეურაცხყოფენ ამომრჩეველს. რეალურად, მათ ჰგონიათ, რომ უფრო მეტ ადამიანს უნდა დაეჭირა მხარი ნარკოტიკებისთვის, ცოცხებისთვის, გაურკვეველი მომავლისთვის, ნატოს კარზე კაკუნისთვის და ევროკავშირში გაწევრების მკვდრადშობილი პერსპექტივისთვის. პირდაპირი შეურაცხყოფაა ეს ერის და მგონი, ვიმსახურებთ კიდეც. აბა, ამდენი ადამიანი ერთად როგორ მოგროვდა, როგორ გადაწყვიტა, როგორ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხმა უნდა მიეცა იმისთვის, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ?!

ისე არ გაიგოთ, თითქოს “ოცნების” თავგადაკლული ქომაგები ვართ. პირიქით _ მმართველი გუნდი კვლავ ხელისუფლებაში რომ დარჩა, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ დანარჩენები არ ვარგანან და რეალურად, ხალხმა არჩევანი ცუდსა და უფრო ცუდს შორის გააკეთა. ჩვენ იმას ვამბობთ, რომ იმ უფრო ცუდშიც ყველაზე უარესს რომ არჩევ, უკვე დიდი პრობლემაა. გნებავთ, აზროვნების პრობლემა დაარქვით, გნებავთ _ სხვა რამ, მაგრამ პრობლემა აშკარაა.

გავა კიდევ ერთი წელი, უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოვა და ეს 300 ათასზე მეტი კაცი ისევ აქ იქნება და მწამებლებსა თუ ნარკოტიკების მოტრფიალეებს უკვე ადგილობრივ დონეზე დაუჭერს მხარს, უკვე რეგიონებში გაანაწილებს, თვითმმართველობებში და რატომღაც გვგონია, რომ მათი მიზანიც სწორედ ეს არის. ვისი? აი, მათი, ვინც კონსტიტუციას გვიწერს და გვასწავლის, როგორ უნდა ვიცხოვროთ. მერე რა, რომ იმავეს თავად აღარ აკეთებენ, მიხვდნენ, რომ ცუდია, ჩვენ ხომ საცდელი ბოცვრებივით გვიყურებენ, ჩვენც ხომ უნდა გამოვცადოთ, ცუდია თუ კარგი და, თუ ჩვენ შემთხვევაშიც არ გაამართლა, .., მართლა ცუდია.

ისიც გემახსოვრებათ, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა რომ გაჰკიოდა _ რუსეთი ჩაერევა ამ არჩევნებშიო. ჩაერია? არ ჩარეულა. და დასავლეთი? ჩვენს არჩევნებს სწორედ დასავლელი ელჩები და დასავლელი დამკვირვებლები აძლევენ ლეგიტიმაციას (და არა საქართველოს მოსახლეობა) და არ თქვათ ახლა, არაო. კონსტიტუცია მათ გადაგვაწერინეს, კანონები, დღის წესრიგი გაგვიწერეს და დიდი რამე, პროცენტები დაგვაწერინონ ან დაგვიდასტურონ. ვინ არის წინააღმდეგობის გამწევი, ვინ?!

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here